თავი IV — ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება
1. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება.
2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.06.2005).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-174(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი მიზნად ისახავს ამავე კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციას (23.1 მუხ.), რომელიც გულისხმობს ავტორიზებული პირის მიერ კანონის V თავით, ასევე კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას (23.2 მუხ.).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება