თავი III — ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
1. კომისია ახორციელებს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციას;
ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას.
2. დეკლარაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით.
3. თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
4. ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
5. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებას, ან განზრახული აქვს საქმიანობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას ამის თაობაზე. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.
7. პირს უფლება აქვს დაიწყოს საქმიანობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის დღიდან.
საქართ
ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან
ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.06.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ერთიანი ავტორიზაციის წესი 1. კომისია ახორციელებს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციას; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას. 2. დეკლარაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. 3. თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად. 4. ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. 5. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებას, ან განზრახული აქვს საქმიანობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას ამის თაობაზე. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. 6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. 7. პირს უფლება აქვს დაიწყოს საქმიანობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის დღიდან. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ.,18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008წ.,14.07.2008 მუხ.89წ., მუხ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310016001258429 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2018
…სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. იმავე კანონის 18.2 მუხლის თანახმად, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება