თავი III — ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირება ხორციელდება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად.
3. საქმიანობის ავტორიზაცია არ არის საჭირო, თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები გამოიყენება:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის;
ბ) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის ორგანიზებისათვის, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდასაკომუნიკაციო კავშირის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.06.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის საფუძვლები 1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე. 2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირება ხორციელდება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად. 3. საქმიანობის ავტორიზაცია არ არის საჭირო, თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები გამოიყენება: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის; ბ) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის ორგანიზებისათვის, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდასაკომუნიკაციო კავშირის უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008წ.,14.07.2008 მუხ.89წ., მუხ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება