თავი III — ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.
2. დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ინდივიდუალური მეწარმისთვის – დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო ადგილის მისამართი;
ბ) იურიდიული პირისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი და გვარი;
ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის) სახელი და გვარი;
გ) საქმიანობის ან/და მომსახურების სახეები, რომლის ავტორიზაციასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი;
დ) ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზაციის დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდების ასლი, ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების ასლი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართ
ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან
ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1968 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.257
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6305 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №893 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №893
- 12.06.2020 კანონი №6305
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. ავტორიზაციის დეკლარაცია 1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. 2. დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) ინდივიდუალური მეწარმისათვისმეწარმისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო დაადგილის საცხოვრებელიმისამართი; ადგილების მისამართები; ბ) იურიდიული პირისათვისპირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზეწარმომადგენლობითი უფლებამოსილიუფლებამოსილების მქონე პირის სახელი და გვარი; ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის) სახელი და გვარი; გ) საქმიანობის ან/და მომსახურების სახეები, რომლის ავტორიზაციასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი; დ) ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზაციის დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდების ასლი, ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების ასლი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1968 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.257
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-567-557(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2013
ავტორიზებული პირის მიერ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების ჩამონათვალი განსაზღვრულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ესენია: საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება