1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში და უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნ
იკაციების ადმინისტრაციებთან ურთიერთობისას საქართველოს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, აგრეთვე კომისია საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოთა საერთაშორისო გაერთიანებებში საქართველოს წარმოადგენს კომისია. საქართველოს წარმოდგენის უფლებამოსილება კომისიას უნარჩუნდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომლებშიც იგი უკვე გაწევრებულია.
4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საქართველოს მთავრობა და კომისია იცავენ საქართველოს ინტერესებს.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1591 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.11.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.11.2013 კანონი №1591
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საერთაშორისო თანამშრომლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში 1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. 2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში და უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნ იკაციების ადმინისტრაციებთან ურთიერთობისას საქართველოს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, აგრეთვე კომისია საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში. 3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოთა საერთაშორისო გაერთიანებებში საქართველოს წარმოადგენს კომისია. საქართველოს წარმოდგენის უფლებამოსილება კომისიას უნარჩუნდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომლებშიც იგი უკვე გაწევრებულია. 4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საქართველოს მთავრობა და კომისია იცავენ საქართველოს ინტერესებს. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 591 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. თავი II. კომისია
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება