თავი V — მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებები
1. კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური ვალდებულება:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;
დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება არ გამორიცხავს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.06.2005).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-881(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
კასატორი ასევე მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 22-ე, 29-ე, 35-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სატარიფო რეგულირების დადგენა უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
- საქმე №ბს-154-151(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2014
…კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევების გამო. სს „...“ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №763/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას გამოცემის მომენტიდან და გადაწყვეტილების შესაბამისად სს „...“ მიერ გადახდილი 30000 ლარის დაბრუნებას.
- საქმე №ას-487-461-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2011
…წარმოადგენს «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმადაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, კი განსაზღვრულია კომისიის უფლებამოსილება მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი…
- საქმე №ას-97-87-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2011
…ჩასადებად ნებართვის გაცემის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.
- საქმე №ბს-1135-1082(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2009
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის «რ» ქვეპუნქტის, 29-ე და 34-ე მუხლების სწორი შეფასების შემთხვევაში სასამართლო ნათლად შეაფასებდა, რომ კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადაჭარბებას, როდესაც მან თავისი გადაწყვეტილებით შპს «...» თვითონ დაუდგინა დაშვების კონკრეტული პირობები, მაშინ, როდესაც კანონით ამის უფლება მინიჭებული ჰქონდა თავად ოპერატორს.
- საქმე №330310018002461117 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება