1. საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს სამეწარმეო პირისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.06.2005).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1137(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2022
…კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის #3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტზე და დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია…
- საქმე №ას-1216-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
…ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-11 და 36-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნდა უფლებამოსილება, დაედგინა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედების ან შეწყვეტის ფაქტი, მით უფრო ფინანსური ვალდებულებანი.
- საქმე №330310118002574837 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.02.2019
ი) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა; კ) კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭვირვალობა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტ;. ლ) მედიაწიგნიერების განვითარება. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება