1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას.
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4319 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
სექტემბრის
კანონი
№1036
– ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1929
–
ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1929
- 09.03.2011 კანონი №4319
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა 1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. 3. კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით. 4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას. საქართველოს 2013 წლის სექტემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-582(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
…გადაწყვეტილების I და II პუნქტების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.
- საქმე №330310117001962530 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.10.2019
…სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი. 1.3.2. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.
- საქმე №330310117001970327 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
…სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი. 2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება