თავი VI — ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესები
1. მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს.
2. გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
3. წერილობითი მტკიცებულებებია დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. წერილობითი მტკიცებულების წარდგენა, როგორც წესი, ხდება დედნის სახით.
4. მოწმედ იკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
5. კონკრეტულ საკითხზე განმარტების ან დასკვნის მისაცემად შეიძლება ექსპერტის მოწვევა.
6. კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.06.2005).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1135-1082(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2009
…შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში. შპს «...» სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის,,გ» პუნქტი, ამავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი,,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი შ.პ.ს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება