თავი VII — ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
2. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
3. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
4. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის (გარდა ლიცენზიის მფლობელისა და იმ პირისა, რომელსაც ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება უფასოდ აქვს მინიჭებული) მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1929
- 20.12.2011 კანონი №5546
- 08.04.2011 კანონი №4526
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.06.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. პასუხისმგებლობა 1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. 2. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. 4. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის (გარდა ლიცენზიის მფლობელისა და იმ პირისა, რომელსაც ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება უფასოდ აქვს მინიჭებული) მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. საქართსაქართველოს ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანკანონი ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-174(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
…საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებით, შპს „მ...ს“ მიერ დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, შესაბამისად, ამავე კანონის 45-ე მუხლის 1-ელი პუნქტის გათვალისწინებით, შპს „მ...სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილების შეფარდება,…
- საქმე №ბს-6(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-19, 43-ე, 44-ე, 45-ე მუხლებზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის…
- საქმე №ბს-207(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში…
- საქმე №ბს-330(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული შემთხვევა მიესადაგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს, რამეთუ შპს „ვ...მ“ განმეორებით დაჯარიმების შემდეგ არ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები და კვლავ ჩაიდინა ახალი სამართალდარღვევა.
- საქმე №ბს-407(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
…საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, შპს „ვ...ოს“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც წარმოადგენდა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით, პალატამ მართებულად ჩათვალა აგრეთვე მოსარჩელისათვის ჯარიმის სახით 90 000 ლარის დაკისრება, რადგან საქმის მასალებით დადგინდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 05.10.2017წ.
- საქმე №ბს-881(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
- საქმე №ბს-54(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ბს-1228(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
- საქმე №ბს-1073-1067(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
- საქმე №ბს-154-151(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2014
- საქმე №ბს-177-170(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2013
- საქმე №ბს-567-557(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2013
- საქმე №330310015001046951 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.04.2018
- საქმე №330310018002461117 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №330310018002378773 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.01.2020
- საქმე №330310117001962530 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.10.2019
- საქმე №330310016001482898 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330310118002411295 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №330310118002258312 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №330310118002574837 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება