1. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია საქართველოს საკუთრებაა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სფეროში გამოყენებული რადიოსიხშირული სპექტრი არ ექვემდებარება კერძო საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას. რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილი საკომუნიკაციო თანამგზავრის პოზიციას იცავს სახელმწიფო.
2. საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად.
3. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.
4. რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია.
5. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.
6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის ან კონკურსის წესით, ან ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით.
7. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 52
1 მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით.
საქართ
ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან
ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34
საქართველოს 201
წლის
თებერვლის კანონი №2039
- ვებგვერდი, 27.02.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1929
–
ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1929
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. რადიოსიხშირული სპექტრი 1. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია საქართველოს საკუთრებაა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სფეროში გამოყენებული რადიოსიხშირული სპექტრი არ ექვემდებარება კერძო საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას. რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილი საკომუნიკაციო თანამგზავრის პოზიციას იცავს სახელმწიფო. 2. საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად. 3. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. 4. რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია. 5. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით. 6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის ან კონკურსის წესით, ან ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით. 7. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 52152 1 მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 201 4 წლის 20 თებერვლის კანონი №2039 - ვებგვერდი, 27.02.2014წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება