1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის, სათემო მაუწყებლობის ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიით.
2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც.
3. (ამოღებულია - 23.12.2017, №1928).
4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1928 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 01.04.2025 კანონი №390
- 23.12.2017 კანონი №1928
- 12.06.2015 კანონი №3691
- 12.07.2013 კანონი №833
- 22.05.2012 კანონი №6256
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 75. რადიოსიხშირეებით სარგებლობა 1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით. [1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის, სათემო მაუწყებლობის ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან) ] 2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც. 3. (ამოღებულია - 23.12.2017, №1928). 4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35 თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება