1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:
ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);
გ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში;
დ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას;
ე) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.
2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება.
3. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.
4. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს წერილობით ეცნობება 7 სამუშაო დღის ვადაში.
თავი X. რადიოსიხშირეებით სარგებლობა
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 23.12.2004).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 74. ლიცენზიის გაუქმება 1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია); გ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში; დ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას; ე) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში. 2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება. 3. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება. 4. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს წერილობით ეცნობება 7 სამუშაო დღის ვადაში. თავი XX. რადიოსიხშირეებით სარგებლობა საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35მუხ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება