საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.08.2015 ძალადაკარგული 21.01.2026
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016521
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (22)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №106

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ

 


პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


+
მუხლი 1
შეიქმნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემდეგი პენიტენციური დაწესებულებები:

ა) №2 დაწესებულება (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. №85) - პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი -1068 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ბ) №3 დაწესებულება (ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქ. №27) - პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 92 ბრალდებული/მსჯავრდებული;

გ) №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) - ქალთა სპეციალური დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 867 ბრალდებული/მსჯავრდებული;

დ) №6 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) - პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 309 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ე) (ამოღებულია - 29.04.2020 წ. №524);

ვ) №8 დაწესებულება – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი:

ვ.ა) 2325 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ);

ვ.ბ) 101 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11);

ზ) (ამოღებულია - 27.03.20, №509);

ზ​1) №10 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) – დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 მსჯავრდებული;

თ) №11 დაწესებულება (ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №3) - არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 106 მსჯავრდებული;

ი) №12 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60) – პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 580 ბრალდებული/მსჯავრდებული. 

კ) №14 დაწესებულება (ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება) – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1362 მსჯავრდებული;

ლ) №15 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) - ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1388 მსჯავრდებული;

მ) №16 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60) – დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 528 მსჯავრდებული;

ნ) №17 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64) - ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 2000 მსჯავრდებული;

ო) №18 დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი:

ო.ა) 140 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ);

ო.ბ) 90 ბრალდებული/მსჯავრდებული (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი);

პ) (ამოღებულია - 03.07.2020 წ. №570);

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 12.10.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 25.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 23 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 25.01.2018 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 27.06.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №439 - ვებგვერდი, 26.08.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №505 - ვებგვერდი, 19.03.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება №509 -ვებგვერდი, 30.03.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 5 აპრილის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 05.04.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 29 აპრილის ბრძანება №524 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის ბრძანება №536 - ვებგვერდი, 13.05.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 მაისის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 18.05.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 ივნისის ბრძანება №551 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 ივნისის ბრძანება №554 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის ბრძანება №564 - ვებგვერდი, 03.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის ბრძანება №567 - ვებგვერდი, 03.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის ბრძანება №570 - ვებგვერდი, 03.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №586 - ვებგვერდი, 04.08.2020 წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2510).

 

+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“, №106, 27.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016521 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2962334-18/