1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.
2. მზღვეველმა რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები უნდა შეარჩიოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2013 კანონი №354
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-755-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე დაყრდნობით, მიუთითა, რომ დასახელებული ნორმა განსაზღვრავს მზღვეველის გადახდისუუნარობის გარანტიებს და ადგენს, რომ…
- საქმე №ას-186-173-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2015
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა „დაზღვევის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით, ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის“ პირველი და მე-2 მუხლებით.
- საქმე №ას-113-106-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2015
…დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდეგში – სამსახური). ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, ს. რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა. „დაზღვევის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.
- საქმე №ას-114-107-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
პალატამ გამოიყენა „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნა, რომ საქართველოს ე.-ი ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაზღვევის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება