თავი IV — სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე ზედამხედველობის განხორციელება
1. ამ კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროებში, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საპენსიო კომპანიების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას, აგრეთვე ამ კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის განსახორციელებლად და ყველა საზედამხედველო ფუნქციის შესასრულებლად სამართლებრივი აქტების გამოცემა.
11. სამსახური, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისა, „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს დამატებით ზედამხედველობას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის დონეზე და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს შესაბამის დაწესებულებებთან.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან მუნიციპალიტეტის მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამები სამსახურთან უნდა იყოს შეთანხმებული და მხოლოდ მისი თანხმობით უნდა ხორციელდებოდეს. სამსახურთან უნდა შეთანხმდეს აგრეთვე ნებისმიერი სავალდებულო დაზღვევის პირობები, თუ ეს პირობები კანონით დადგენილი არ არის.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6994 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 19.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 29.11.2023 კანონი №3772
- 28.06.2023 კანონი №3340
- 15.06.2023 კანონი №3277
- 15.07.2020 კანონი №6994
- 20.03.2013 კანონი №354
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-407-407(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2018
სახელდობრ, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, მე-20 მუხლი, 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 29-ე მუხლის პირველი პუნქტი. კასატორის მოსაზრებით სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გამოყენების სისწორე უნდა შეეფასებინა სასამართლოს, რაზეც მას რეალურად არც უმსჯელია და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება გასაჩივრებული ბრძანებების კანონიერების თაობაზე.
- საქმე №ას-283-269-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2013
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მზღვეველის ლიკვიდაციის და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას ყველა შემთხვევაში მოყვება…
- საქმე №ას-1058-992-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2012
ამ შემთხვევაში, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მზღვეველის ლიკვიდაციის და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას, ყველა შემთხვევაში მოყვება ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებსაც.
- საქმე №ას-1303-1229-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2012
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მზღვეველის ლიკვიდაციის და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას ყველა შემთხვევაში მოყვება…
- საქმე №330310018002713555 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
…სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ზემოაღნიშნული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაზღვევის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება