წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.09.2015 ბოლო ცვლილება 26.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.122.016327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №62

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 41-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე
+



 დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

+
მუხლი 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
განესაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 675 ლარის – საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით:

ა) საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, საკრებულოს მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად – 300 ლარის ოდენობით;

ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის – 200 ლარის ოდენობით;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ორი შეხვედრისათვის – 175 ლარის ოდენობით.

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 30.12.2021წ.


+
მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯების ანაზღაურება
1.  საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, როგორც წესი, ყოველი თვის 1 რიცხვიდან მომდევნო თვის 1 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს).  

2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 100 ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 50 ლარი.

3. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე  გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №66 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 30.12.2021წ.


+
მუხლი 3. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება საკრებულოს თითოეული  წევრის( გარდა თანამდებობის პირებისა)  მიერ შესაბამისი თვის ბოლოსათვის (30-31 რიცხვში)  წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ოქმი) არანაკლებ ორი ამომრჩევლის  ხელმოწერით.

2. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება შეუმცირდეს 87.5 ლარის ოდენობით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №66 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 30.12.2021წ.


+
მუხლი 4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (ბრძანება), საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №66 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 30.12.2021წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №62, 25.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016327 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2990758-2/