მუხლი 1🔗
საქართველოს საზღვაო კოდექსი (შემდეგში – „კოდექსი“) არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობს გემების გამოყენებას მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1022-986(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2009
…შიდა საზღვაო წყლების, ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის სამართლებრივ სტატუსს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. საქართველოს საზღვაო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს კი, არეგულირებდა საზღვაო კოდექსი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება