2. საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. წერილობითი შეთანხმების პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელთა მიერ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს განმცხადებელი ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3. სააგენტოს უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს.
4. ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ სააგენტოსთან წერილობითი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.06.2012 კანონი №6386
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 445 1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC/Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარების მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას. 2. საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. წერილობითი შეთანხმების პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელთა მიერ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს განმცხადებელი ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 3. სააგენტოს უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს. 4. ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ სააგენტოსთან წერილობითი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება