2. თუ ორგანიზაციის აღიარებას ა უქმებს ან აჩერებს ევროკომისია, ეს ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან მას დროებით უჩერდება უფლება, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ორგანიზაციის უფლებამოსილება შეჩერდება ან გაუქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილებით, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება.
4. სააგენტომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებით.
5. თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას, ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს გემისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება.
6. ამ მუხლის პირველი − მე -5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე, რომლებიც გაცემულია ორგანიზაციის აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.06.2012 კანონი №6386
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 447 1. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ამ კოდექსის 443 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები, სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ასეთ ორგანიზაციას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე. 2. თუ ორგანიზაციის აღიარებას ა უქმებს ან აჩერებს ევროკომისია, ეს ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან მას დროებით უჩერდება უფლება, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ორგანიზაციის უფლებამოსილება შეჩერდება ან გაუქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილებით, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება. 4. სააგენტომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებით. 5. თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას, ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს გემისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება. 6. ამ მუხლის პირველი − მე -5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე, რომლებიც გაცემულია ორგანიზაციის აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება