სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
ა) თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №1); ბ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №2); გ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №3). 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს: ა) ტესტირების ჩატარებისათვის საჭირო სპეციალური პროგრამის ინსტალირება და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა; ბ) ამ ბრძანებით დამტკიცებული გამოცდის საგამოცდო ბილეთების თარგმნა და ელექტრონული ტესტირების გამოყენება აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 3. ელექტრონული ტესტირების პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ამ ბრძანებით განსაზღვრული გამოცდის საგამოცდო ბილეთების ელექტრონულ ვერსიაში ბილეთის სწორი და არასწორი პასუხების ანბანური თანამიმდევრობის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამოცდის ბილეთის სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ანბანური აღნიშვნის მქონე პასუხი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი ბილეთის სწორი პასუხის იდენტურია. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ენებზე ამ ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო ბილეთების თარგმანი შესაძლოა საგამოცდო ბილეთების სწორი და არასწორი პასუხების აღნიშვნას ანბანური თანამიმდევრობის ნაცვლად ითვალისწინებდეს ნუმერაციით, მათი შინაარსის შეუცვლელად.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისბრძანება №728
2015 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
ა) თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №1);
ბ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №2);
გ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №3).
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) ტესტირების ჩატარებისათვის საჭირო სპეციალური პროგრამის ინსტალირება და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა;
ბ) ამ ბრძანებით დამტკიცებული გამოცდის საგამოცდო ბილეთების თარგმნა და ელექტრონული ტესტირების გამოყენება აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. |
3. ელექტრონული ტესტირების პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ამ ბრძანებით განსაზღვრული გამოცდის საგამოცდო ბილეთების ელექტრონულ ვერსიაში ბილეთის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამოცდის ბილეთის სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ნუმერაციის მქონე პასუხი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი ბილეთის სწორი პასუხის იდენტურია.
3. ელექტრონული ტესტირების პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ამ ბრძანებით განსაზღვრული გამოცდის საგამოცდო ბილეთების ელექტრონულ ვერსიაში ბილეთის სწორი და არასწორი პასუხების ანბანური თანამიმდევრობის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამოცდის ბილეთის სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ანბანური აღნიშვნის მქონე პასუხი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი ბილეთის სწორი პასუხის იდენტურია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ენებზე ამ ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო ბილეთების თარგმანი შესაძლოა საგამოცდო ბილეთების სწორი და არასწორი პასუხების აღნიშვნას ანბანური თანამიმდევრობის ნაცვლად ითვალისწინებდეს ნუმერაციით, მათი შინაარსის შეუცვლელად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება № 836 - ვებგვერდი, 30.10 .2015წ.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“, №728, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016465 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2991861-2/