1. თუ მოპასუხეს შენარჩუნებული აქვს თავისი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, დავა რჩება სასამართლო წარმოების სფეროში.
2. თუ საქმის დამატებითი წარმოების დროს გამოვლინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ თავში გათვალისწინებული წესების დაცვით, უქმდება; მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სასამართლო ხარჯებიც შესაბამისად უნდა განაწილდეს. მოსარჩელეს ევალება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულების ან ასეთი აღსრულებისათვის ხელისშემშლელი ქმედების შედეგად. მოპასუხეს შეუძლია წამოაყენოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დავის სასამართლო განხილვის პროცესშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1283-1538-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2010
…გადაწყვეტილება სს “კ-ის” წარმომადგენელმა ა.კ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლი. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის დებულება არ უკავშირდება მეორე ნაწილში ასახულ დანაწესს, არამედ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც იპოთეკის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით და მხარეები აღნიშნულზე მოგვიანებით შეთანხმდებიან.
- საქმე №330210019003114532 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.02.2020
პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ მოვალე არ შეასრულებდა ვალდებულებას, მოხდებოდა კრედიტორის დაკმაყოფილება იპოთეკის რეალიზაციის გზით სსსკ-ის 300 მუხლის მიხედვით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - N110733154 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.
- საქმე №340210017002062728 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 14.03.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე, 286-ე, 300-ე, 168-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება