1. სარჩელები თამასუქის თაობაზე შეიძლება აღიძრას როგორც იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა მოხდეს გადახდა, ისე სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. თუ სარჩელი მიმართულია ერთობლივად რამდენიმე თამასუქვალდებულის მიმართ, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას როგორც იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა მოხდეს გადახდა, ისე ნებისმიერ სასამართლოში ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-1073(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
- საქმე №ბს-1617-1571(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2009
კასატორის მითითებით, მიუხედავად შემოსავლების სამსახურის პოზიციისა, სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი აპელანტს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის «ე1» პუნქტი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი,…
- საქმე №ას-943-1147-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2008
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 294-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის, ასევე 2009 წლის 13 მარტის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი.
- საქმე №ას-678-950-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2005
ბ-ისათვის და ამ მუხლის გამოყენება სასამართლოს მიერ უმართებული იყო, ანუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის, 294-ე მუხლის «ე” პუნქტისა და 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
- საქმე №3გ-ად-121-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2002
კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 294-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვს ქუთაისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი გამოტანილია სასამართლოს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება