1. სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრას.
2. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური ჩანაწერის ასლი ელექტრონული ფორმით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ასლის გადაღების საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-589(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების (მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ.) საფუძველზე, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მიხედვით, ოქმის შედგენისთვის გამოიყენება ტექნიკური საშუალება. ამდენად, კომისიის შემთხვევაში - ოქმი ფორმდება ჩანაწერის…
- საქმე №ბს-961(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2020
…იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ. იმავე კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის.
- საქმე №ბს-793-793(კ-კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2018
რაც შეეხება სასამართლო სხდომის ოქმის დისკზე ჩაწერას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 290.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის.
- საქმე №ბს-722-688(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2006
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 290-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. საქმე ბს-722-688(კ-06) ჯ. გ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
- საქმე №3გ-ად-5-კს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2001
სასამართლოს სხდომის ოქმს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად, თან ერთვის სხდომის მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი ოქმი.
- საქმე №3კ/740 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2001
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება