1. ოქმს ადგენს მდივანი თვით სასამართლო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.
2. ამ კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
3. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.
4. ოქმს ხელს აწერს მხოლოდ სასამართლო სხდომის მდივანი, გარდა ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმს აგრეთვე ხელს აწერს მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავდა – ამ სხდომის თავმჯდომარე.
5. ოქმში შეტანილ ყველა ცვლილებას, შესწორებასა და დამატებას უკეთდება შენიშვნა და მოწმდება ოქმზე ხელის მომწერ პირთა მიერ.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-158(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2025
…არ არის დადგენილი (სუსგ Nბს-53-52(კ-06), 22.05.2006წ). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია სასამართლო სხდომის ოქმის შედგენის სავალდებულობა ( სსსკ-ის 287-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან…
- საქმე №ბს-154(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2025
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს საქმეზე ოქმის შედგენის სავალდებულოობას სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 287), ამავე კოდექსის 289.3 მუხლის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების…
- საქმე №ბს-50(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს საქმეზე ოქმის შედგენის სავალდებულოობას სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 287), ამავე კოდექსის 289.3 მუხლის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების…
- საქმე №ბს-1084(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეხებია პროკურატურის სააპელაციო საჩივარს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.07.2018წ. გადაწყვეტილება უცვლელად არის დატოვებული. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1, 289-ე და 390-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
- საქმე №ას-325-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2022
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილება შეეხება ბანკსა და არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელებს (მშობლებს) შორის დადებული სესხის უზრუნველყოფის შესახებ გარიგებას (იპოთეკის ხელშეკრულება), როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგებას (1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111 მუხლი, 54-ე მუხლი). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პალატამ სადავო გარიგებათა მართლზომიერების შემოწმების კრიტერიუმად კრედიტის…
- საქმე №ას-944-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
- საქმე №ბს-961(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2020
- საქმე №ას-809-809-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-248-233-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2015
- საქმე №ას-889-1175-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2010
- საქმე №ას-666-887-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2009
- საქმე №ას-657-879-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2008
- საქმე №ბს-548-523(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2007
- საქმე №3კ/595-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2002
- საქმე №3გ/ად-105კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2001
- საქმე №3გ-ად-5-კს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2001
- საქმე №3გ/ად-27-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.01.2000
- საქმე №330210116001600228 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.07.2018
- საქმე №140310117002143033 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება