მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
სასამართლო ოქ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლი · სსსკ 286
თავი XXXI — სასამართლო განჩინება
მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
სასამართლო ოქ
საქმეში განთავსებული მტკიცებულებათა შეჯერების შედეგად დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად, სასამართლოს მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტება წარუდგინა, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის…
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 286-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას განჩინების გაგზავნისა და არა - ჩაბარების თაობაზე, ამასთან, დასახელებული ნორმის მიხედვით განჩინება მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს მხარეს.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მოპასუხემ, მან განჩინების გაუქმება და ხარვეზის შევსების მიზნით კანონით დადგენილი ვადის განსაზღვრა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 286-ე მუხლის მოთხოვნა. იგი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრის წესით საქართველოს უზენაეს…
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლების მოთხოვნები და მხარეებს არ გააცნო განჩინების (გადაწყვეტილების), არც მისი სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, მისი გასაჩივრების წესი და ვადა, ხოლო განჩინების ასლები მხარეებს გაუგზავნა დაგვიანებით.
ჩაბარდა, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 286, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-286/