1. თუ სასამართლოს თითოეული სხდომის ან სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების ტექნიკური საშუალებით ჩაწერა შეუძლებელია, დგება ოქმი, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) სასამართლო სხდომის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;
ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;
გ) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;
დ) საქმის დასახელება;
ე) ცნობები მხარეების წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ;
ვ) ცნობები მხარეებისა და მათ წარმომადგენლებისათვის მათი საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ;
ზ) სასამართლოს განკარგულებანი და სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი;
თ) მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი;
ი) მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანთი დასკვნების განმარტებები, ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერების მონაცემები;
კ) მხარეთა პაექრობის შინაარსი;
ლ) ცნობები გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ;
მ) ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.
2. თუ სასამართლოს თითოეული სხდომის ან სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების ტექნიკური საშუალებით ჩაწერა შესაძლებელია, დგება ოქმი, რომელშიც უნდა აღინიშნოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე მხარეთა, მათ წარმომადგენელთა, მოწმეთა და სხდომაზე მოწვეულ სხვა პირთა მონაცემები, მათი გამოსვლების დრო და ხანგრძლივობა.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ას-94-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2022
საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ ტექნიკური საშუალებით ჩაწერისას, აუცილებელია მატერიალური ფორმით შექმნილ სასამართლო სხდომის ოქმში აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილი საოქმო განჩინების შინაარსი ( საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს თითოეული სხდომის ან სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო…
- საქმე №ას-1122-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
…სხდომის მიმდინარეობის აუდიოჩანაწერის არარსებობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმის შედგენა სავალდებულოა. იმავე კოდექსის 288-ე მუხლში ჩამოთვლილია მონაცემები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს სხდომის ოქმი, ხოლო 290-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის.
- საქმე №ას-61-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2021
ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ გასაჩივრებული სასამართლო სხდომის ოქმი აკმაყოფილებს სსსკ-ის 288-ე მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობდა მისი ხარვეზიანად ცნობის საფუძვლები. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები: 33.
- საქმე №ბს-961(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2020
…ოქმის შედგენის და გაფორმების წესი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით, რომლის შესაბამისად ოქმს ადგენს მდივანი თვით სასამართლო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. ამ კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
- საქმე №ას-1180-1100-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2017
კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის წარდგენის წესსა და ვადას, ამავე კოდექსის 288-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ.
- საქმე №ას-871-838-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2017
- საქმე №ა-3398-ა-17-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2014
- საქმე №ას-788-748-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2014
- საქმე №ბს-160-158(კ-2კს-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.04.2012
- საქმე №ას-1663-1651-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2012
- საქმე №ას-308-290-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2011
- საქმე №ას-298-281-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2010
- საქმე №ას-1191-1452-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2010
- საქმე №ას-278-536-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2008
- საქმე №ას-643-973-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2007
- საქმე №ას-509-856-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2007
- საქმე №ბს-284-269(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2007
- საქმე №ას-429-671-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება