მუხლი 54. სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილება სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლი · სსსკ 54
თავი V — პროცესის ხარჯები # # # #
1. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
2. თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(185)
საქმე №ას-1260-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
…შედეგს არ წარმოშობს, შესაბამისად, ნ.ც–ძე და ბ.ქ–ი არ მიიჩნევა უძრავი ქონების გასხვისებაზე უფლებამოსილ პირებად, რის გამოც, 24.01.2014წ. ნ.ც–ძეს და კ.თ–ძეს, 07.10.2014წ. ბ.ქ–ის და ი.რ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სსსკ-ის 54-ე მუხლის, ასევე, სსკ-ის 56.1 მუხლის საფუძველზე ბათილია. 8. სარჩელის ხანდაზმულობის შედავებაც უარყოფილი იქნა.
საქმე №ას-663-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლებში. სსსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქმე №ას-1131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
…წარადგინონ მათ მიერ შეთანხმებული მორიგების აქტი. ამავე კოდექსის 49-ე მუხლით რეგულირებულია საკითხი, რომელიც შეეხება მხარეთათვის დისპოზიციურობის პრინციპით მინიჭებული უფლების რეალიზებისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.
საქმე №ას-545-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
…უფლებამოსილია მოცემული განჩინებით, როგორც მართლმსაჯულების შემაჯამებელი აქტით, გაანაწილოს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მხარეთა მიერ გაღებული პროცესის ხარჯები (შედ. იხ. სუსგ საქმე №1410-1425-2011, 28 ოქტომბერი, 2011 წელი). 26. სსსკ-ის 54.1 მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას…
საქმე №ას-615-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2025
საქმე №ას-345-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
საქმე №ას-743-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
საქმე №ას-1402-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
საქმე №ას-1139-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2024
საქმე №ას-163-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 54, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-54/