აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (22)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №28
2015 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების გათვალისწინებით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების, მათი რაოდენობისა და მოვლა-შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი.
2. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, დაადგინოს უმაღლესი საბჭოს აპარატის, უმაღლეს საბჭოს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი ამ დადგენილებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს:
ა) ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) გამოთავისუფლებული ავტომანქანების რეალიზაცია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“.
6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის სამსახურებრივი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების განსაზღვრისას, სამსახურებრივი ავტომობილების შეძენის ან ჩანაცვლების, გამოყენების, ექსპლუატაციის წესსა და სამსახურებრივი ავტომობილების კლასიფიკაციის, კლასების განაწილების, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების განსაზღვრის პრინციპებს.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი და აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;
ბ) სამსახურებრივი ავტომანქანა – განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილი და სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – დაწესებულების თანამშრომელზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხელშეწყობისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება – 8 ადგილზე მეტი სამგზავრო, სამედიცინო, სატვირთო და სამეურნეო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ვ) გათანაბრებული თანამდებობის პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელსაც განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – 2 (ორი) ერთეული;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი – 1 (ერთი) ერთეული;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა), თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს უფროსი – 1 (ერთი) ერთეული.
1. სამორიგეო ავტომობილით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – 2 (ორი) ერთეული;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი – 2 (ორი) ერთეული;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები – თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო – 1 (ერთი) ერთეული.
2. სამორიგეო ავტომობილით სარგებლობის მოწესრიგებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში წარმოებს ჟურნალი, სადაც დაწესებულების ხელმძღვანელის დავალებით, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით დაწესებულების თანამშრომლის მომართვის საფუძველზე ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე პირის, მარშრუტის, გასვლისა და დაბრუნების დროის შესახებ მონაცემების აღნიშვნა.
სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო.
1. სამსახურებრივი ავტომანქანების საწვავის ხარჯვის ლიმიტი განისაზღვრება ყოველწლიურად აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენა ან ჩანაცვლება, კლასიფიკაცია, კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის ნაწილში ახალ შესასყიდ/ჩანაცვლებულ ავტომობილებზე, ხოლო არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებამ წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 2015 წლის 1 დეკემბრამდე.
+
დადგენილება №28
2015 წლის 25 სექტემბერი
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“.
6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესია) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოები;
ე) სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება – 6 ადგილზე მეტი სამგზავრო, სამედიცინო, სატვირთო და სამეურნეო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგერდი, 26.09.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 09.10.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 29.01.2025 წ.
მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირები🔗
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – 1 (ერთი) ერთეული;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი – 1 (ერთი) ერთეული;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა), თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
ე) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – 1 (ერთი) ერთეული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგერდი, 26.09.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 09.10.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 29.01.2025 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 31.03.2025 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №35 - ვებგვერდი, 05.08.2025 წ.
1. სამორიგეო ავტომობილით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – 3 (სამი) ერთეული;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა) თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 3 (სამი) ერთეული;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო – 2 (ორი) ერთეული;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2 (ორი) ერთეული;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო – 3 (სამი) ერთეული;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო – 2 (ორი) ერთეული;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო“ – 2 (ორი) ერთეული;
თ.ა) აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტი – 2 (ორი) ერთეული;
თ.ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი – 2 (ორი) ერთეული;
თ.გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი – 2 (ორი) ერთეული;
ი) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა – 1 (ერთი) ერთეული;
კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი“ – 2 (ორი) ერთეული;
ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ – 1 (ერთი) ერთეული;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 1 (ერთი) ერთეული;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ – 1 (ერთი) ერთეული.
2. სამორიგეო ავტომობილით მიზნობრივი ექსპლუატაციის უზრუნველყოფისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კონტროლის ეფექტური მექანიზმების დანერგვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 02.03.2016 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 23 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 30.03.2018 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 04.01.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგერდი, 26.09.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №38 - ვებგერდი, 24.10.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 29.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი, 25.08.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 30.09.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 03.06.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 29 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 03.05.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 23.02.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 2 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 04.07.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 09.10.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 18 ივნისის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 23.06.2025 წ.
სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგერდი, 26.09.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №38 - ვებგერდი, 24.10.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 09.10.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 18 ივნისის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 23.06.2025 წ.
2. სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენა, კლასიფიკაცია, კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს ,,სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის ნაწილში ახალ შესასყიდ/ჩანაცვლებულ ავტომობილებზე, ხოლო არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებამ წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 2015 წლის 1 დეკემბრამდე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგერდი, 26.09.2019 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.09.2015. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.32.061.016155.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 22 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №28, 25.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016155 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2996823/