2. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:
ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;
ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს უპირატესობა ენიჭება ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქალის პრეროგატივაა. აბორტისწინა ექიმის კონსულტაციის/წინასწარი გასაუბრების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2646 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3094
- 01.08.2014 კანონი №2646
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-15-15(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
ამასთან, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიით (ექოსკოპიის დასკვნა) დასტურდება, რომ პაციენტი იყო 22 კვირაზე მეტი ორსული, როდესაც მოხდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლისა და „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის,…
- საქმე №ბს-950-911(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2008
კ-ეს მოპასუხე ადმინისტრაციისათვის არ წარუდგენია მტკიცებულება მისი ორსულობის თაობაზე, რადგან, როგორც მოსარჩელემ განმარტა, მან ზეპირი ფორმით აცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას მისი ორსულობის თაობაზე, ხოლო სამშობიაროდან ვერ მიიღო ამის შესახებ ცნობა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 139-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან,,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლი არ ავალდებულებდა მოხელეს, ორსულობის თაობაზე წერილობით ეცნობებინა ადმინისტრაციისათვის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება