ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა;
ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატული დედის“) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით; წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.
2. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან „სუროგატულ დედას“ არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1162-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2021
სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით კი, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან…
- საქმე №ბს-874-866(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2017
…ბავშვის დაბადების მოწმობიდან, რადგან სუროგატ დედას არც გენეტიკური თუ ბიოლოგიური და არც სამართლებრივი კუთხით არანაირი კავშირი არ გააჩნია ექსტრაკორპორული გზით დაბადებულ ბავშვთან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით (საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 143-ე მუხლი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება…
- საქმე №010210020003457961 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.03.2020
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197 მუხლი, “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-8, მე-9 მუხლები.
- საქმე №330210019003072504 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2020
…ცნობის უფლება, ისევე როგორც არ გააჩნიათ არანაირი უფლებები ბავშვის მიმართ“. 3.5.7. პუნქტით კი „ბავშვის მიმართ ისინი სრულად იკისრებენ კანონმდებლობით დადგენილ მშობლების სრულ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას შვილთან მიმართებაში“. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლით დაუშვებელია ექსტრაკორპორული/ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუმცა ასეთის არსებობისას, ბავშვის დაბადების შემთხვევაში, წყვილი ითვლება მშობლად.
- საქმე №010210018002328041 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 04.07.2018
…სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლი, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-144-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება