ა) არსებობს ოფიციალურად გაფორმებული (წერილობითი) ან სიტყვიერი შეთანხმება;
ბ) გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა, ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე.
2. ყველა სხვა შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული მოვალეობანი, მათ შორის მისი უწყვეტობის უზრუნველყოფის მოვალეობა, ექიმს ეკისრება მაშინვე, როდესაც იგი იწყებს სამედიცინო დახმარება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-335(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 38-ე და 53-ე მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ პაციენტი - გ.ბ-ე წარმოადგენდა სამედიცინო შემთხვევების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების სუბიექტს.
- საქმე №ბს-1220(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
…ღონისძიებებს. შესაბამისად, მათ ხელზე ვერ ექნებოდათ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული საგარანტიო წერილი. შეუძლებელია, პაციენტმა წინასწარ განსაზღვროს, როდის დასჭირდება მას რეანიმაციული ღონისძიებები და რა ფარგლებში. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი ვალდებულია, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და…
- საქმე №2კ-1091აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.01.2008
ლ-სთან ერთად „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის უგულებელყოფით, რომლის თანახმადაც, მას ევალებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი გ.
- საქმე №ას-33-406-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2005
მოპასუხის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში საექიმო საქმიანობის განხორციელებისას დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპები, რომლის თანახმად (საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 38-ე მუხლი), დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს უნდა სცემდეს პაციენტის ღირსებას“.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება