საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
დანართი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულება
|
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. მუხლი 2 1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 3 დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები. მუხლი 4 დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. თავი II. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მუხლი 5 1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა; ბ) სახელმწიფოს ინტერესების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირების უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და გამოძიების განხორციელება; ე) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის; ვ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; ზ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; თ) ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესებით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელება; ი) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელება. 2. დეპარტამენტი და მასში შემავალი დანაყოფები ახორციელებენ პატრულირებას იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების, აგრეთვე სამართალდარღვევებთან ბრძოლის გააქტიურების, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების შეფასების, ანალიზის და მასზე ეფექტიანი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით დეპარტამენტის საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 6 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, აგრეთვე დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; დ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762);
ე) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ქმნის სატენდერო, საინვენტარიზაციო და სხვა კომისიებს; ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას, წახალისებას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) დამოუკიდებლად განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში; კ) სათანადო გადაუდებელი აუცილებლობის, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიების გამოყენების შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ლ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762); მ) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. მუხლი 7 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (მოადგილეები) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად ხელმძღვანელობს საკურატორო დანაყოფის საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას მინისტრის ბრძანებით. თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები მუხლი 8 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია (სამმართველო); ბ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762); გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; დ) დეტექტივების სამმართველო; ე) უბნის ინსპექტორების სამმართველო. 2. დეპარტამენტის რაიონული დანაყოფებია: ა) ვაკე-საბურთალოს სამმართველო; ბ) ძველი თბილისის სამმართველო; გ) ისანი-სამგორის სამმართველო; დ) დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო; ე) გლდანი-ნაძალადევის სამმართველო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 9
დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) კომპეტენციაა: ა) სტრუქტურული ერთეულების ორგანიზებული საქმიანობის კოორდინაცია; ბ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება საქმისწარმოებისათვის; გ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით); დ) კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა, საჭიროებისამებრ აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი (ვადების შესაბამისად); ე) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი; ვ) დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების კანცელარიის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების, მასობრივი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენების განხორციელების პერიოდში ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა; თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინური და სხვა გადაცდომების პრევენციის კოორდინაცია, გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნული სამსახურებრივი შემოწმება; ი) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების ინფორმირება; დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორი წარმართვის კონტროლი; კ) დანაშაულთა და სხვა სამართალდარღვევათა დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის დროული დამუშავების და შესაბამისი მონაცემთა ბაზაში შეტანის კონტროლი; სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ლ) საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დაზარალებულთა დასახმარებლად, დამნაშავეთა დასაკავებლად, საავარიო-სამაშველო სამუშაოთა საწარმოებლად საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფების განწესება; მ) (ამოღებულია - 28.02.2018, №25); მ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების (გარდა ფულადი პრემიისა), აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; მ2) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; მ3) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება, კონტროლი; მ4) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; მ5) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება; მ6) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 01.03.2018წ. მუხლი 10 (ამოღებულია - 30.12.2016, №762); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. მუხლი 11 დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა; გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა (პროექტი დამტკიცებამდე შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს); დამტკიცებული გეგმის სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა; დ) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების განხორციელება; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებათა მონიტორინგი, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღება; ვ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ზ) ბალანსის შედგენა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერიისათვის წარდგენა (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე); თ) მოსამსახურეთათვის შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა; ი) დადგენილი წესის შესაბამისად სალაროს ოპერაციების წარმოება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა; კ) ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, მობილური სატელეფონო ბარათები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვა და დამუშავება; ლ) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა (დებიტორ-კრედიტორები) ინვენტარიზაცია; მ) ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ნ) საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტების აღრიცხვა, დადგენილი წესით და ვადებში შენახვა და არქივისათვის ჩაბარება/გადაცემა; ო) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შესწავლა და შემუშავება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისათვის ზრუნვა; პ) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი; ჟ) სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილები, გამოყოფილი ფართობები), სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციის ტექნიკური მომსახურების, მათი ექსპლუატაციის, კომუნალური მომსახურების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება; რ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; ს) კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დადგენილი წესით; ტ) შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა მიწოდების, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება; უ) სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების, მათი მიმდინარე, კაპიტალური შეკეთებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ფ) სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ქ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. ღ) შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვას, მათ სწორ ექსპლუატაციაზე და ნორმირებულ ხარჯვაზე მკაცრი კოტროლის დაწესება; ღ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა; ღ2) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა; ღ3) დეპარტამენტის მოსამსახურეთა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი; ღ4) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების (ფულადი პრემია) მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; ყ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. მუხლი 12 დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და სადღეღამისო კრებსებში განთავსება; გ) კრიპტოგრამებისა და ტელეგრამების მიღება-გადაცემის ორგანიზება; დ) ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ე) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა, აღკვეთა, აცილება; ზ) სამმართველოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიება ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; თ) ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფების გამოვლენა და შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება; ი) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; კ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით; ლ) დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დეტექტივების დანაყოფებთან საორგანიზაციო და მეთოდური მუშაობა, დეტექტივებისათვის დავალებების, მითითებების მიცემა, მათი შესრულების უზრუნველყოფა/კონტროლი და კოორდინაცია; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების და უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 13 დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება; ბ) ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და სადღეღამისო კრებსებში განთავსება; გ) კრიპტოგრამებისა და ტელეგრამების მიღება-გადაცემის ორგანიზება; დ) სხვადასხვა საინფორმაციო ბაზის შექმნა და გამოყენება; დანაშაულთა სტატისტიკა და ანალიზი; ე) სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების ანალიზი და რეაგირებისათვის ღონისძიებების შემუშავება; ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ვ) დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირება; ზ) პრევენციული საქმიანობის განხორციელება სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად; თ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; ი) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დეპარტამენტში არსებული საუბნო დანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; კ) დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილის საქმიანობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება, ასევე დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული საქალაქო და რაიონული სამმართველოების სამორიგეო ნაწილების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ლ) დეპარტამენტსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დანაყოფებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და მისი ფორმებისა და მეთოდების სრულყოფისათვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; მ) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად; ნ) დანაშაულის გახსნა, დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენა და დაკავება; დეპარტამენტის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; ო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება; პ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება და კოორდინაცია; რ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ს) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი; ტ) ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, აღნიშნული ფაქტების გამოვლენა, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელება; უ) საოჯახო და სამეზობლო კონფლიქტებზე რეაგირება, აღნიშნულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება; ფ) არასრულწლოვნებს შორის ან/და მათ მიმართ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება; ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია; ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია; ყ) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას; შ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და პოლიციის დანაყოფებთან ერთად, ხანძრისა და სხვა სტიქიური უბედურების დროს (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, თოვლი, ზვავი და სხვა) ადამიანთა გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაცვა, ხანძრის და სხვა სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისათვის შესაბამისი ზომების მიღება, ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფა უსაფრთხო ადგილზე; საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა გადაადგილებისა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის უზრუნველყოფა; ჩ) ადამიანის გადარჩენის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაცვა, ხანძრის და სხვა სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისათვის შესაბამისი ზომების მიღება; ც) ეპიდემიების დროს საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობა, აგრეთვე ეპიზოოტიების დროს საკარანტინო ღონისძიებების განხორციელება; ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის ღონისძიებების განხორციელება; წ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება; ჭ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 14 დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების კომპეტენციაა: დეპარტამენტის რაიონული სამმართველოები დებულების მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ: ა) უბნის პასპორტების წარმოებას; ბ) სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების შესრულების კონტროლს, რომლებიც დაწესებული აქვთ: ბ.ა) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებს; ბ.ბ) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებულ პირებს; ბ.გ) სასჯელის მოხდისაგან პირობით გათავისუფლებულ პირებს; ბ.დ) განაჩენის აღსრულებაგადავადებულ პირებს; გ) ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესებით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელება; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 15 1. მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქციებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება; გ) არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; დ) არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ე) საჭიროების შემთხვევაში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, არასრულწლოვანთა მიმართ გადამისამართების მექანიზმის გამოყენება; ვ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ზ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე პროაქტიული რეაგირება. 2. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაა: ა) დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, მათ შორის: ა.ა) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იდენტიფიცირებულ მიზნობრივ ჯგუფებთან (სხვადასხვა სახის აქტივობები ბავშვებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, საგანმანათლებლო ღონისძიებები სკოლებში და ა. შ.); ა.ბ) დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ა.გ) ქვეითად პატრულირება; ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება; ა.ე) ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; ბ) დანაშაულზე ან/და სხვა სამართალდარღვევაზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა/პირადი გასინჯვა) განხორციელება; გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: გ.ა) შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი; გ.ბ) ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება; გ.გ) არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება; გ.დ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ; ე) სახელმწიფო უწყებებთან და პოლიციის სხვა დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობა დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენციისათვის სხვადასხვა სახის პროგრამების, ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ნარკომანიის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; ზ) სამეზობლო კონფლიქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული პროგრამების/ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; თ) გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ; ი) საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა; კ) ინფორმაციის ფლობა სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ან/და სამართალდარღვევა, ასევე, იმ პირთა შესახებ, რომელთაც დაწესებული აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები; ლ) სამოქმედო ტერიტორიაზე ვითარების (მათ შორის, დემოგრაფიული, სოციალური, დაზიანებული უბნები და ა. შ.) ანალიზი და კრიმინოგენური ინფორმაციის ფლობა, აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზაში, აგრეთვე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ანალიზი; მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე და 1761 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; ო) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 მარტის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 27.03.2018წ. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისბრძანება №747
2015 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+ მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანება.
+ მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
+
დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
მუხლი 2 |
1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 3 |
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები.
მუხლი 4
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
თავი II. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 5 |
1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
დ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762);
ე) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ქმნის სატენდერო, საინვენტარიზაციო და სხვა კომისიებს; ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას, წახალისებას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) დამოუკიდებლად განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში; კ) სათანადო გადაუდებელი აუცილებლობის, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიების გამოყენების შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;ლ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762);
მ) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 7 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (მოადგილეები) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად ხელმძღვანელობს საკურატორო დანაყოფის საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას მინისტრის ბრძანებით. თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები მუხლი 8 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);ბ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762);
გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; დ) დეტექტივების სამმართველო; ე) უბნის ინსპექტორების სამმართველო. 2. დეპარტამენტის რაიონული დანაყოფებია: ა) ვაკე-საბურთალოს სამმართველო; ბ) ძველი თბილისის სამმართველო; გ) ისანი-სამგორის სამმართველო; დ) დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო; ე) გლდანი-ნაძალადევის სამმართველო.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 9 დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) კომპეტენციაა: ა) სტრუქტურული ერთეულების ორგანიზებული საქმიანობის კოორდინაცია; ბ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება საქმისწარმოებისათვის; გ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით); დ) კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა, საჭიროებისამებრ აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი (ვადების შესაბამისად); ე) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი; ვ) დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების კანცელარიის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების, მასობრივი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენების განხორციელების პერიოდში ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა; თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინური და სხვა გადაცდომების პრევენციის კოორდინაცია, გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნული სამსახურებრივი შემოწმება; ი) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების ინფორმირება; დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორი წარმართვის კონტროლი; კ) დანაშაულთა და სხვა სამართალდარღვევათა დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის დროული დამუშავების და შესაბამისი მონაცემთა ბაზაში შეტანის კონტროლი; სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ლ) საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დაზარალებულთა დასახმარებლად, დამნაშავეთა დასაკავებლად, საავარიო-სამაშველო სამუშაოთა საწარმოებლად საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფების განწესება; მ) (ამოღებულია - 28.02.2018, №25);მ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების (გარდა ფულადი პრემიისა), აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
მ2) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
მ3) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება, კონტროლი;
მ4) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
მ5) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;
მ6) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 01.03.2018წ.
მუხლი 10 (ამოღებულია - 30.12.2016, №762);საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 11 დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა; გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა (პროექტი დამტკიცებამდე შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს); დამტკიცებული გეგმის სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა; დ) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების განხორციელება; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებათა მონიტორინგი, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღება; ვ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ზ) ბალანსის შედგენა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერიისათვის წარდგენა (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე); თ) მოსამსახურეთათვის შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა; ი) დადგენილი წესის შესაბამისად სალაროს ოპერაციების წარმოება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა; კ) ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, მობილური სატელეფონო ბარათები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვა და დამუშავება; ლ) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა (დებიტორ-კრედიტორები) ინვენტარიზაცია; მ) ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ნ) საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტების აღრიცხვა, დადგენილი წესით და ვადებში შენახვა და არქივისათვის ჩაბარება/გადაცემა; ო) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შესწავლა და შემუშავება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისათვის ზრუნვა; პ) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი; ჟ) სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილები, გამოყოფილი ფართობები), სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციის ტექნიკური მომსახურების, მათი ექსპლუატაციის, კომუნალური მომსახურების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება; რ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; ს) კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დადგენილი წესით; ტ) შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა მიწოდების, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება; უ) სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების, მათი მიმდინარე, კაპიტალური შეკეთებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ფ) სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ქ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. ღ) შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვას, მათ სწორ ექსპლუატაციაზე და ნორმირებულ ხარჯვაზე მკაცრი კოტროლის დაწესება;ღ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა;
ღ2) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა;
ღ3) დეპარტამენტის მოსამსახურეთა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი;
ღ4) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების (ფულადი პრემია) მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
ყ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 12 დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და სადღეღამისო კრებსებში განთავსება; გ) კრიპტოგრამებისა და ტელეგრამების მიღება-გადაცემის ორგანიზება; დ) ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ე) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა, აღკვეთა, აცილება; ზ) სამმართველოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიება ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; თ) ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფების გამოვლენა და შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება; ი) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; კ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით; ლ) დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დეტექტივების დანაყოფებთან საორგანიზაციო და მეთოდური მუშაობა, დეტექტივებისათვის დავალებების, მითითებების მიცემა, მათი შესრულების უზრუნველყოფა/კონტროლი და კოორდინაცია; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების და უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 13 დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება; ბ) ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და სადღეღამისო კრებსებში განთავსება; გ) კრიპტოგრამებისა და ტელეგრამების მიღება-გადაცემის ორგანიზება; დ) სხვადასხვა საინფორმაციო ბაზის შექმნა და გამოყენება; დანაშაულთა სტატისტიკა და ანალიზი; ე) სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების ანალიზი და რეაგირებისათვის ღონისძიებების შემუშავება; ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ვ) დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირება; ზ) პრევენციული საქმიანობის განხორციელება სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად; თ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; ი) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დეპარტამენტში არსებული საუბნო დანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; კ) დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილის საქმიანობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება, ასევე დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული საქალაქო და რაიონული სამმართველოების სამორიგეო ნაწილების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ლ) დეპარტამენტსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დანაყოფებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და მისი ფორმებისა და მეთოდების სრულყოფისათვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; მ) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად; ნ) დანაშაულის გახსნა, დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენა და დაკავება; დეპარტამენტის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; ო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება; პ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება და კოორდინაცია; რ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ს) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი; ტ) ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, აღნიშნული ფაქტების გამოვლენა, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელება; უ) საოჯახო და სამეზობლო კონფლიქტებზე რეაგირება, აღნიშნულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება; ფ) არასრულწლოვნებს შორის ან/და მათ მიმართ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება; ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია; ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია; ყ) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას; შ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და პოლიციის დანაყოფებთან ერთად, ხანძრისა და სხვა სტიქიური უბედურების დროს (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, თოვლი, ზვავი და სხვა) ადამიანთა გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაცვა, ხანძრის და სხვა სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისათვის შესაბამისი ზომების მიღება, ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფა უსაფრთხო ადგილზე; საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა გადაადგილებისა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის უზრუნველყოფა; ჩ) ადამიანის გადარჩენის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაცვა, ხანძრის და სხვა სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისათვის შესაბამისი ზომების მიღება; ც) ეპიდემიების დროს საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობა, აგრეთვე ეპიზოოტიების დროს საკარანტინო ღონისძიებების განხორციელება; ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის ღონისძიებების განხორციელება; წ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება; ჭ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 14 დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების კომპეტენციაა: დეპარტამენტის რაიონული სამმართველოები დებულების მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ: ა) უბნის პასპორტების წარმოებას; ბ) სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების შესრულების კონტროლს, რომლებიც დაწესებული აქვთ: ბ.ა) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებს; ბ.ბ) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებულ პირებს; ბ.გ) სასჯელის მოხდისაგან პირობით გათავისუფლებულ პირებს; ბ.დ) განაჩენის აღსრულებაგადავადებულ პირებს; გ) ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესებით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელება; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.გ.დ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ;
ე) სახელმწიფო უწყებებთან და პოლიციის სხვა დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობა დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენციისათვის სხვადასხვა სახის პროგრამების, ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ნარკომანიის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; ზ) სამეზობლო კონფლიქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული პროგრამების/ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; თ) გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ; ი) საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა; კ) ინფორმაციის ფლობა სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ან/და სამართალდარღვევა, ასევე, იმ პირთა შესახებ, რომელთაც დაწესებული აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები; ლ) სამოქმედო ტერიტორიაზე ვითარების (მათ შორის, დემოგრაფიული, სოციალური, დაზიანებული უბნები და ა. შ.) ანალიზი და კრიმინოგენური ინფორმაციის ფლობა, აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზაში, აგრეთვე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ანალიზი;მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე და 1761 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; ო) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 მარტის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 27.03.2018წ.+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №747
2015 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
+
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა;
ბ) სახელმწიფოს ინტერესების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირების უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და გამოძიების განხორციელება;
ე) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის;
ვ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა;
ზ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
თ) ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესებით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელება;
ი) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელება.
2. დეპარტამენტი და მასში შემავალი დანაყოფები ახორციელებენ პატრულირებას იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების, აგრეთვე სამართალდარღვევებთან ბრძოლის გააქტიურების, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების შეფასების, ანალიზის და მასზე ეფექტიანი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით დეპარტამენტის საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, აგრეთვე დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
დ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762);
ე) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ქმნის სატენდერო, საინვენტარიზაციო და სხვა კომისიებს;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას, წახალისებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) დამოუკიდებლად განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;
კ) სათანადო გადაუდებელი აუცილებლობის, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიების გამოყენების შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ლ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762);
მ) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (მოადგილეები) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად ხელმძღვანელობს საკურატორო დანაყოფის საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ბ) (ამოღებულია - 30.12.2016, №762);
გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) დეტექტივების სამმართველო;
ე) უბნის ინსპექტორების სამმართველო;
ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.
2. დეპარტამენტის რაიონული დანაყოფებია:
ა) ვაკე-საბურთალოს სამმართველო;
ბ) ძველი თბილისის სამმართველო;
გ) ისანი-სამგორის სამმართველო;
დ) დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო;
ე) გლდანი-ნაძალადევის სამმართველო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №138 - ვებგვერდი, 18.12.20168წ.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) კომპეტენციაა:
ა) სტრუქტურული ერთეულების ორგანიზებული საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება საქმისწარმოებისათვის;
გ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით);
დ) კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა, საჭიროებისამებრ აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი (ვადების შესაბამისად);
ე) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი;
ვ) დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების კანცელარიის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების პერიოდში ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) (ამოღებულია - 17.12.2018, №138);
ი) (ამოღებულია - 17.12.2018, №138);
კ) (ამოღებულია - 17.12.2018, №138);
ლ) (ამოღებულია - 17.12.2018, №138);
მ) (ამოღებულია - 28.02.2018, №25);
მ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების (გარდა ფულადი პრემიისა), აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
მ2) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
მ3) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება, კონტროლი;
მ4) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
მ5) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;
მ6) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 01.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №138 - ვებგვერდი, 18.12.20168წ.
მუხლი 10 (ამოღებულია - 30.12.2016, №762);🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა;
გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა (პროექტი დამტკიცებამდე შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს); დამტკიცებული გეგმის სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
დ) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების განხორციელება;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებათა მონიტორინგი, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღება;
ვ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
ზ) ბალანსის შედგენა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერიისათვის წარდგენა (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე);
თ) მოსამსახურეთათვის შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად სალაროს ოპერაციების წარმოება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა;
კ) ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, მობილური სატელეფონო ბარათები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვა და დამუშავება;
ლ) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა (დებიტორ-კრედიტორები) ინვენტარიზაცია;
მ) ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტების აღრიცხვა, დადგენილი წესით და ვადებში შენახვა და არქივისათვის ჩაბარება/გადაცემა;
ო) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შესწავლა და შემუშავება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისათვის ზრუნვა;
პ) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი;
ჟ) სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილები, გამოყოფილი ფართობები), სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციის ტექნიკური მომსახურების, მათი ექსპლუატაციის, კომუნალური მომსახურების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
რ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
ს) კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დადგენილი წესით;
ტ) შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა მიწოდების, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება;
უ) სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების, მათი მიმდინარე, კაპიტალური შეკეთებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ფ) სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ქ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ღ) შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვას, მათ სწორ ექსპლუატაციაზე და ნორმირებულ ხარჯვაზე მკაცრი კოტროლის დაწესება;
ღ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა;
ღ2) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა;
ღ3) დეპარტამენტის მოსამსახურეთა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი;
ღ4) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების (ფულადი პრემია) მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
ყ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №762 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და სადღეღამისო კრებსებში განთავსება;
გ) კრიპტოგრამებისა და ტელეგრამების მიღება-გადაცემის ორგანიზება;
დ) ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ე) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;
ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა, აღკვეთა, აცილება;
ზ) სამმართველოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიება ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
თ) ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფების გამოვლენა და შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება;
ი) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
კ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით;
ლ) დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დეტექტივების დანაყოფებთან საორგანიზაციო და მეთოდური მუშაობა, დეტექტივებისათვის დავალებების, მითითებების მიცემა, მათი შესრულების უზრუნველყოფა/კონტროლი და კოორდინაცია;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების და უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 13🔗
დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და სადღეღამისო კრებსებში განთავსება;
გ) კრიპტოგრამებისა და ტელეგრამების მიღება-გადაცემის ორგანიზება;
დ) სხვადასხვა საინფორმაციო ბაზის შექმნა და გამოყენება; დანაშაულთა სტატისტიკა და ანალიზი;
ე) სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების ანალიზი და რეაგირებისათვის ღონისძიებების შემუშავება; ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ვ) დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირება;
ზ) პრევენციული საქმიანობის განხორციელება სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად;
თ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ი) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დეპარტამენტში არსებული საუბნო დანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
კ) დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილის საქმიანობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება, ასევე დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული საქალაქო და რაიონული სამმართველოების სამორიგეო ნაწილების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ლ) დეპარტამენტსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დანაყოფებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და მისი ფორმებისა და მეთოდების სრულყოფისათვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
მ) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;
ნ) დანაშაულის გახსნა, დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენა და დაკავება; დეპარტამენტის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
ო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
პ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება და კოორდინაცია;
რ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
ს) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
ტ) ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, აღნიშნული ფაქტების გამოვლენა, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელება;
უ) საოჯახო და სამეზობლო კონფლიქტებზე რეაგირება, აღნიშნულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;
ფ) არასრულწლოვნებს შორის ან/და მათ მიმართ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია;
ყ) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;
შ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და პოლიციის დანაყოფებთან ერთად, ხანძრისა და სხვა სტიქიური უბედურების დროს (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, თოვლი, ზვავი და სხვა) ადამიანთა გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაცვა, ხანძრის და სხვა სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისათვის შესაბამისი ზომების მიღება, ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფა უსაფრთხო ადგილზე; საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა გადაადგილებისა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის უზრუნველყოფა;
ჩ) ადამიანის გადარჩენის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაცვა, ხანძრის და სხვა სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისათვის შესაბამისი ზომების მიღება;
ც) ეპიდემიების დროს საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობა, აგრეთვე ეპიზოოტიების დროს საკარანტინო ღონისძიებების განხორციელება;
ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
წ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება;
ჭ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 131🔗
დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ადმინისტრაციასთან (სამმართველო) კოორდინაციით, მასობრივი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენების განხორციელების პერიოდში ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინური და სხვა გადაცდომების პრევენციის კოორდინაცია, გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნული სამსახურებრივი შემოწმება;
გ) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების ინფორმირება; დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორი წარმართვის კონტროლი;
დ) დანაშაულებთან და სხვა სამართალდარღვევებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის დროული დამუშავების და შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის კონტროლი; სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ე) საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დაზარალებულთა დასახმარებლად, დამნაშავეთა დასაკავებლად, საავარიო-სამაშველო სამუშაოთა საწარმოებლად საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფების განწესება;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №138 - ვებგვერდი, 18.12.20168წ.
მუხლი 14🔗
დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების კომპეტენციაა:
დეპარტამენტის რაიონული სამმართველოები დებულების მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ:
ა) უბნის პასპორტების წარმოებას;
ბ) სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების შესრულების კონტროლს, რომლებიც დაწესებული აქვთ:
ბ.ა) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებს;
ბ.ბ) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებულ პირებს;
ბ.გ) სასჯელის მოხდისაგან პირობით გათავისუფლებულ პირებს;
ბ.დ) განაჩენის აღსრულებაგადავადებულ პირებს;
გ) ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესებით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელება;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 15🔗
1. მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქციებია:
ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება;
გ) არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
დ) არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) საჭიროების შემთხვევაში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, არასრულწლოვანთა მიმართ გადამისამართების მექანიზმის გამოყენება;
ვ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
ზ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე პროაქტიული რეაგირება.
2. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაა:
ა) დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, მათ შორის:
ა.ა) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იდენტიფიცირებულ მიზნობრივ ჯგუფებთან (სხვადასხვა სახის აქტივობები ბავშვებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, საგანმანათლებლო ღონისძიებები სკოლებში და ა. შ.);
ა.ბ) დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ა.გ) ქვეითად პატრულირება;
ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ა.ე) ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
ბ) დანაშაულზე ან/და სხვა სამართალდარღვევაზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა/პირადი გასინჯვა) განხორციელება;
გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად:
გ.ა) შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
გ.ბ) ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება;
გ.გ) არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;
გ.დ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ;
ე) სახელმწიფო უწყებებთან და პოლიციის სხვა დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობა დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენციისათვის სხვადასხვა სახის პროგრამების, ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით;
ვ) ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ნარკომანიის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
ზ) სამეზობლო კონფლიქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული პროგრამების/ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
თ) გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;
ი) საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
კ) ინფორმაციის ფლობა სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ან/და სამართალდარღვევა, ასევე, იმ პირთა შესახებ, რომელთაც დაწესებული აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები;
ლ) სამოქმედო ტერიტორიაზე ვითარების (მათ შორის, დემოგრაფიული, სოციალური, დაზიანებული უბნები და ა. შ.) ანალიზი და კრიმინოგენური ინფორმაციის ფლობა, აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზაში, აგრეთვე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ანალიზი;
მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე და 1761 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
ო) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 მარტის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 27.03.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №747, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016484 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3000902-3/