საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2015 ბოლო ცვლილება 24.12.2025
ნომერი
№749
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016486
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №749

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ნ" და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №991 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
+



დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი – შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

2. თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან (ჰარმონიზაციის ცენტრი) (შემდგომში – ცენტრი) კოორდინირებულად.

4. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

5. დეპარტამენტი მოქმედებს ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

6. დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თავი II

დეპარტამენტის მიზნები, ამოცანები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები

მუხლი 2. დეპარტამენტის მიზანი და ამოცანები

1. დეპარტამენტის მიზანია სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ასევე მათი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისთვის (შემდგომ – აუდიტის ობიექტი) დამოუკიდებელი და ობიექტური მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით.

2. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) მარწმუნებელი საქმიანობის განხორციელება, რაც გულისხმობს მმართველობითი პროცესების, რისკის მართვისა და კონტროლის ობიექტურ შეფასებას აუდიტორული შემოწმების ჩატარებისა და დამოუკიდებელი ანგარიშის მომზადების გზით;

ბ) სამინისტროს სისტემაში საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება, რაც გულისხმობს მმართველობითი პროცესების, რისკის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას სისტემური და დისციპლინირებული მიდგომების შემუშავებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის გზით;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება;

დ) ერთიანი პოლიტიკის განხორციელების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, სამინისტროს ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება;

ე) მინისტრის ინფორმირება აუდიტის ობიექტებში რისკის მართვის, კონტროლის, მიმდინარე პროცესებისა და საქმიანობის პროდუქტიულობის, ეფექტიანობის და ეკონომიურობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;

ვ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ დეკლარირებული მიზნების მიღწევაში მონაწილეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილება

1. დეპარტამენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს:

ა) აუდიტის ჩატარების ფორმისა და მეთოდების განსაზღვრა და შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: შესაბამისობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი, სისტემური აუდიტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი და ეფექტიანობის აუდიტი;

ა​1) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების შესახებ მოთხოვნების განხილვა, საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი) კომპეტენციის ფარგლებში;

გ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);

დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი);

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი);

ვ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, ორგანიზაციული მოწყობის, სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით  (ეფექტიანობის აუდიტი);

ზ) აუდიტისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების პროცესში აუდიტის ობიექტის რესურსის გამოყენება;

თ) სამინისტროს სისტემიდან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, დოკუმენტისა და მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობის შეუზღუდავად მიღება, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა);

ი)   საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევა;

კ) მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაგეგმური აუდიტის განახორციელება მინისტრთან შეთანხმებით;

ლ)  აუდიტის ობიექტისაგან შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის გონივრულ ვადაში წარმოდგენის მოთხოვნა;

მ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ნ) რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის რეალიზაციის მონიტორინგი;

ო) სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

პ) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;

ჟ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

2. აუდიტის ობიექტმა ხელი უნდა შეუწყოს და ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს დეპარტამენტს აუდიტის განხორციელების პროცესში. მათ შორის, უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა. ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის ბრძანება №153- ვებგვერდი, 08.04.2016 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

მუხლი 4. დეპარტამენტის ვალდებულება

დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავება. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის მომზადება;

გ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

დ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;

ე) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა-გრაფიკი წარუდგინოს მინისტრს; 

ვ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;

ზ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას;

თ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

ი) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) მმართველობითი პროცესების, რისკის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს სისტემაში საკონსულტაციო საქმიანობა განახორციელოს, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის ბრძანება №153- ვებგვერდი, 08.04.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 5. დეპარტამენტის დირექტორი:

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი.

2. დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ამზადებს სამინისტროს სისტემის შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს,რომლებსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, მათ შორის ახორციელებს აუდიტს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

დ​1) ზედამხედველობს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას;

ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ვ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას დეპარტამენტში მომზადებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების შესახებ;

თ​1) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის:

თ​1.ა) სამსახურებრივ რეგლამენტს;

თ​1.ბ) მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებს, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებასა და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;

ო) თანამშრომლობს ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მას შესაბამისი დოკუმენტაციით;

პ) მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარუდგენს მინისტრს და ცენტრს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ;

ჟ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ჟ ​1 ) შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;

ჟ​2) განიხილავს მოთხოვნას საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

რ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;

ს) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ტ) მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან;

უ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ფ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 29 ივლისის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 30.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

მუხლი 6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის  წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ა​1) ახორციელებს აუდიტს;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების საქმიანობას და მასში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის თანამშრომლებს შორის;

გ ​1 ) ახორციელებს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების ხარისხის შიდა შეფასებას;

გ​2) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვასა და მასზე ზედამხედველობას;

დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მის მიერ ან დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 24 ივლისის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 25.07.2025წ.

მუხლი 7. სამმართველოს უფროსი

1. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) წარმოადგენს სამმართველოს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას და სამმართველოს სახელით წარადგენს დასკვნებსა და წინადადებებს;

დ) წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) პერიოდულად ისმენს სამმართველოს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოში შემოსულ მასალებსა და დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

ზ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობასა და თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

თ) დეპარტამენტის დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ი) დეპარტამენტის დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმის პროექტს, ასევე ინფორმაციას სამმართველოში შედგენილი ანგარიშისა და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ;

კ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ლ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

მ) სამმართველოს საქმიანობაში უზრუნველყოფს კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;

ნ) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების გარდა სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტი.

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

მუხლი 9. აუდიტორი

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება იყოს აუდიტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. აუდიტორი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის წინაშე.

3. აუდიტორი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.

4. აუდიტორი ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას, უზრუნველყოფს მარწმუნებელი ან საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე, პასუხისმგებელია აუდიტორული დავალების შესრულებასა და წარმოდგენილ ანგარიშში ასახული მონაცემების უტყუარობაზე.

5. აუდიტორი ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის ბრძანება №153- ვებგვერდი, 08.04.2016 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

მუხლი 11. უფლებამონაცვლეობა

დეპარტამენტის თანამდებობის პირთა უფლებამონაცვლეობის საკითხი წყდება სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დებულებათა შესაბამისად.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული

ერთეულების კომპეტენცია

მუხლი 12. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აუდიტორული შემოწმების სამმართველო;

ბ) (ამოღებულია - 25.01.2017; №34);

გ) ანალიზის, დაგეგმვის, აუდიტის ხარისხისა და რისკების მართვის შიდა შეფასების სამმართველო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

მუხლი 13.  აუდიტორული შემოწმების სამმართველო

1. აუდიტორული შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აუდიტის ობიექტის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;

ბ) აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) აუდიტის ობიექტში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებათა აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

დ) აუდიტის ობიექტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება;

ე) აუდიტის ობიექტის ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ვ) აუდიტის ობიექტში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას აუდიტორული შემოწმების სამმართველო უფლებამოსილია:

ა) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

ბ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;

დ) შემოწმებისას განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა;

ე) შემოწმების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალა წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის ბრძანება №153- ვებგვერდი, 08.04.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

მუხლი 13​1. ამოღებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

მუხლი 14.  ანალიზის, დაგეგმვის, აუდიტის ხარისხისა და რისკების მართვის შიდა შეფასების სამმართველო

ანალიზის, დაგეგმვის, აუდიტის ხარისხისა და რისკების მართვის შიდა შეფასების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა;

ა​1) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება;

ბ) (ამოღებულია - 25.01.2017; №34);

გ) სამინისტროს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების პრევენციის ანალიზი და შეფასება;

დ) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი;

ვ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და ანალიზი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის, პრევენციისა და სისტემის წინაშე არსებული რისკების შემცირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თ) შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ი) წელიწადში ერთხელ შიდა აუდიტის ხარისხის შიდა შეფასება;

კ) შიდა შეფასების შედეგების, შიდა აუდიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ქმედებებისა და მათ დანერგვასთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობების შესახებ მოხსენების წარდგენა დეპარტამენტის დირექტორისათვის; 

ლ) ხარისხის გარე შეფასების ორგანიზება 5 წელიწადში ერთხელ;

მ) შიდა აუდიტის სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ნ) წლიური და სტრატეგიული გეგმების შესრულების მონიტორინგი;

ო) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

მუხლი 14​1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილება

დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები უფლებამოსილი არიან:

ა) მოთხოვნისთანავე მიიღონ სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

ბ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან მიიღონ ახსნა-განმარტება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;

დ) შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვონ სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

თავი V

შიდა აუდიტის განხორციელების წესი

მუხლი 15. აუდიტის განხორციელებისა და შიდა აუდიტორული ანგარიშის მომზადების წესი

1. შემოწმება ტარდება მინისტრის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური გეგმის საფუძველზე.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი წერილობით ატყობინებს აუდიტის ობიექტს შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყების შესახებ, აცნობებს ჯგუფის შემადგენლობას, აუდიტის საგანს, მასშტაბს, მიზანს და  აუდიტორული შემოწმების ვადას.

3. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შემოწმების ჯგუფი ადგენს ანგარიშის პროექტს, რომელშიც აისახება შიდა აუდიტის შედეგები, მიგნებები, ინფორმაცია მოპოვებული მასალების თაობაზე, შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების შეფასება, არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ.

4. ანგარიშის პროექტი წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს, მას ხელს აწერს სამმართველოს უფროსი და ჯგუფის ყველა წევრი. პროექტი თანხმდება დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან.

5. ანგარიშის პროექტი გაცნობისა და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით, რისთვისაც განესაზღვრება გონივრული ვადა.

6. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.

7. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.

8. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი მასთან კონსულტაციის შემდეგაც არ დაეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს, შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება  აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.

9. შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების ჯგუფი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად წარუდგენს მინისტრს.

10. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

11. შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელები აუდიტის ანგარიშზე რეაგირებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

მუხლი 15​1. საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების წესი

საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგება და მონიტორინგი ხორციელდება დეპარტამენტის სამსახურებრივი რეგლამენტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

მუხლი 16. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა

შიდა აუდიტის ანგარიში და ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 17. აცილების საფუძვლები

1. დეპარტამენტის თანამშრომელი არ მონაწილეობს შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს დაქვემდებარებული პირი არის მასთან კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლო ნათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს თანამშრომლის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.

2. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო დეპარტამენტის დირექტორის აცილების საკითხს – მინისტრი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №749, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016486 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3001167-6/