სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
მინიჭების წესი
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
+
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2015 წლის 30 სექტემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ დანართის მიხედვით.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი
+
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების
მინიჭების წესი
+
მუხლი 1
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
+
მუხლი 2
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
+
მუხლი 3
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
2. მუნიციპალიტეტის მერს.
3. სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
4. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
+
მუხლი 4
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დადებითად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი;
გ) პიროვნების წერილობითი თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
+
მუხლი 5
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
+
მუხლი 6
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილ იქნება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
+
მუხლი 7
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
+
მუხლი 8
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 25.07.2018 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №22, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3002970-1/