საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის N580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.10.2015 ძალადაკარგული 29.12.2025
ნომერი
№129/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №129/ნ

2015 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისი ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის, „სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №360 დადგენილების, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისი ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანება (სსმ, №93, 01.07.2008 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.011.963).
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
+



დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისი ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ახორციელებს წერილობითი კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას, დაცვა-აღრიცხვასა და პოპულარიზაციას.

2. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და  ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).

3. ცენტრი არის  „მეცნიერების,   ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2006 წლის 16 მარტის  №58 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის საფუძველზე.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი, ბეჭედი და ბლანკი.

5. 30 ივნისი არის ხელნაწერის დღე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისი ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 29.05.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №225/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 25.11.2022წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.


+
მუხლი 2. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ცენტრის მიზანია:

ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდას ან ინტელექტუალურ განვითარებას;

ბ) ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის საფუძველზე უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობები;

გ) მხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის პროპაგანდას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.

2. ცენტრის ფუნქციების და საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:

ა) სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელების მიზნით:

ა.ა) სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ა.ბ) ძველი ქართული სასულიერო და საერო მწერლობის დარგებისა და საისტორიო დოკუმენტების, საარქივო მასალის შესწავლა და შესაბამისი კრიტიკული კვლევების გამოცემა;

ა.გ) ინოვაციური მეთოდების დანერგვა სამეცნიერო პროდუქციის რეალიზაციისა და სამეცნიერო მომსახურების ბაზის უზრუნველსაყოფად;

ა.დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

ა.ე) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება;

ა​1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში;

ბ) აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების მოწყობა-ორგანიზაცია;

გ) მეცნიერების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის სპეციალური სამკითხველო დარბაზების ფუნქციონირებისა და მასალაზე მუშაობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) ცენტრში დაცული ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, საარქივო წერილობითი და ფოტო მასალის, მემორიალური ნივთების, კარტოგრაფიული და ხელოვნების ნიმუშების დაცვა, აღრიცხვა, დიგიტალიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება;

ე) მდგრადი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხელნაწერების დიგიტალიზაციის პროცესის ფასილიტაცია;

ვ) დიგიტალიზაციის  განყოფილების (ლაბორატორიის ) განვითარების მიზნით, როგორც ადამიანური, ისე ტექნოლოგიური რესურსების განვითარების კუთხით, თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება შესაბამის წამყვან საერთაშორისო დაწესებულებებთან; 

ზ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია; სიძველეთა დაცვა-აღრიცხვის კონტროლი; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით;

თ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სრულყოფისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დანერგვის მიზნით განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასწრაფო-გადაუდებელი,   გეგმური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება; სიძველეთა დაცვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა;

კ) ცენტრის ფონდების შევსების მიზნით ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნიმუშების მოძიება, შეკრება, შეძენა და/ან შეწირულობის სახით მიღება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით სტაციონალური ექსპოზიციებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

მ) გამოფენების, კოლექციებისა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობისა და თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის აღწერილობების, კატალოგების, ტექსტების, მონოგრაფიების, ლექსიკონების, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიული, საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის სხვა ლიტერატურის გამოცემა;

ო) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ცენტრში სტაჟირების გავლის შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა, რომლის წესიც განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით;

პ) შემოქმედებითი ინიციატივის მქონე მოყვარულთა გაერთიანებებისა და ინტერესთა კლუბების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის მხარდაჭერა;

ჟ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ცენტრის საცავებში თავმოყრილი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა.

2​1. ცენტრს უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში.

2​2. ცენტრს უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.

3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებითა და კონკურენტუნარიანი სამეცნიერო პროდუქციის შექმნის მიზნით ცენტრი განსაზღვრავს სამეცნიერო პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის მიერ განხორციელებული კვლევის შინაარსის თავისუფლებას და უქმნის მათ საქმიანობისათვის საჭირო პირობებს.

4. სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს (სამეწარმეო და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც არ ეწინააღმდეგება ცენტრის ძირითად მიზნებსა და ფუნქციებს და რომელთა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად მოხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.


+
მუხლი 3. ურთიერთობა მესამე პირებთან, უფლება-მოვალეობები
ცენტრს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

ბ) მისცეს თანხმობა ცენტრის კოლექციებში შემავალი ნიმუშების ციფრული ასლების გამოქვეყნებაზე, ფაქსიმილურ გამოცემაზე ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენებაზე;

გ) მოითხოვოს ცენტრში დაცული მასალის ნებისმიერი სახით პუბლიკაციისას ცენტრის სახელწოდების მითითება;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია;

ე) აწარმოოს საქმიანობა, მათ შორის, ეკონომიკური, რომელიც თვისობრივად პასუხობს ცენტრის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მოახმაროს ცენტრის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.


+
მუხლი 4. ცენტრის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას წარმართავს ცენტრის დირექტორი, ხოლო სამეცნიერო მართვის, კვლევისა და განვითარების საკითხებს განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.
2. ცენტრის სტრუქტურა მოიცავს:
ა) საორგანიზაციო და დამხმარე ხასიათის სტრუქტურულ ერთეულებს:
ა.ა) საფინანსო-ადმინისტრაციული განყოფილება;
ა.ბ) სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება;
ა.გ) (ამოღებულია - 24.11.2022, №122/ნ);
ა.დ) ბიბლიოთეკა-მუზეუმი (განყოფილება);
ა.ე) ბუღალტერია (განყოფილება).
ბ) სამეცნიერო - კვლევითი ხასიათის სტრუქტურულ ერთეულებს:
ბ.ა) კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება;
ბ.ბ) აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილება;
ბ.გ) წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება;
ბ.დ) ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება;
ბ.ე) არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილება;
ბ.ვ) სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილება.
გ) გამოყენებითი-სამეცნიერო   ხასიათის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
გ.ა) ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტი;
გ.ბ) სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილება;
გ.გ) რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება).
3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მართვისა და საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით.
4. საფინანსო-ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) დირექციის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა;
ბ) ცენტრის საქმისწარმოების განხორციელება და ცენტრის დოკუმენტაციის დაარქივება;
გ) ცენტრში პირთა დაშვების (თანამშრომელთა და სტუმართა) ორგანიზება და კონტროლი;
დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადება (შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად);
ე) საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება და გაფორმების კონტროლი;
ვ) ცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების ორგანიზება;
ზ) სტაჟირების კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
თ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფა;
ი) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
კ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და შესრულების ანალიზი;
ლ) საფინანსო-ადმინისტრაციული განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5. სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) ცენტრის სარგებლობაში არსებული მატერიალური ქონების შენახვა-გამოყენებაზე კონტროლი (სასაწყობო მეურნეობის წარმოება);
ბ) ცენტრში მიმდინარე მცირე სარემონტო სამუშაოების საქმიანობის კონტროლი;
გ) სასაწყობო მასალების გასვლაზე კონტროლი;
დ) ცენტრის შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავების უზრუნველყოფა;
ე) სამეურნეო საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) ცენტრის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენის უზრუნველყოფა;
ზ) მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა-პატრონობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6. (ამოღებულია - 24.11.2022, №122/ნ);
7. ბიბლიოთეკა-მუზეუმის (განყოფილების) ფუნქციებია:
ა) ცენტრში შემოსული ნაბეჭდი          ერთეულების დამუშავება     და ჩართვა საერთო კატალოგში, მკითხველთა მომსახურება, წიგნადი ფონდის შევსება;
ბ) ცენტრის სამუზეუმო ნაწილის, მემორიალური მუზეუმ-კაბინეტების მომსახურება და აქ არსებული მასალების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
გ) ელექტრონული კატალოგების შექმნა;
დ) ბიბლიოთეკა-მუზეუმის (განყოფილების) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
8. ბუღალტერიის (განყოფილება) ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს ცენტრის ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვაზე კონტროლი, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნების დაცვით;
გ) უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა, ანგარიშსწორება და კონტროლი;
დ) უზრუნველყოს კვარტალური და წლიური ბალანსის დროულად შედგენა, დაფინანსების მიხედვით დებიტორული- კრედიტორული დავალიანების ამსახველი ფორმის შედგენას წლებისა და მომწოდებლების მიხედვით, მატერიალური ფასეულობების (აქტივები) შესახებ ინფორმაციას ანგარიშების შესახებ და სამინისტროს შესაბამის სამსახურში წარდგენას;
ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, შედეგების დროული გამოყვანა და აღრიცხვაში ასახვა;
ვ) უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურში ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება. ფიზიკურ პირებზე „განაცემთა შესახებ“ ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება;
ზ) ბუღალტერიის (განყოფილება) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
9. კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ძველი ქართული მწერლობის ძეგლების (როგორც ორიგინალურის, ისე ნათარგმნი) კრიტიკული გამოცემების მომზადება ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური, ლიტერატურათმცოდნეობითი და ისტორიული ხასიათის კვლევებითა და სხვადასხვა ტიპის ლექსიკონ-საძიებლით;
ბ) როგორც ცენტრში, ისე საქართველოსა და უცხოეთის საცავებში (იერუსალიმის, სინას, ათონის, პარიზის, პეტერბურგის და სხვ.) დაცული ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების აღწერა, კატალოგების შედგენა და მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) ხელნაწერის დეკოდირება, ვარიანტული სახესხვაობის ფიქსირება;
დ) თარგმანის შემთხვევაში  ტექსტის დედანთან შედარება;
ე) კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
10. აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ცენტრში დაცული აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების კოლექციების აღწერილობის შედგენა და გამოქვეყნება;
ბ) სპარსულ, არაბულ და ოსმალურ ხელნაწერთა კატალოგიზაცია (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე);
გ) ქართულ-აღმოსავლური და ქართულ-სომხური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების შესწავლა;
დ) ფონდებში დაცული არაბული, სპარსული, სომხური და თურქული თარგმნილი ლიტერატურის, შესწავლა და კულტურულ კონტექსტში გააზრება;
ე) აღმოსავლურ და ძველ სომხურ ენებზე დაცული მდიდარი ისტორიულ-ლიტერატურული მასალის ქართულ ენაზე თარგმნა და ქართველ მკითხველთათვის წარდგენა;
ვ) აღმოსავლური და სომხურენოვანი ისტორიული საბუთების წყაროთმცოდნეობითი კვლევა;
ზ) აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
11. წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ძველი ქართული წყაროების – ქართული ისტორიული დოკუმენტების, აგიოგრაფიული თხზულებების, ქართველ მეფეთა და მღვდელმთავართა სახელით გამოცემული გუჯრების, ადმინისტრაციული აქტების, კერძო პირთა გარიგებების, ოფიციალური და პირადი მიმოწერის, ასევე არაბულ, ოსმალურ, სპარსულ, სომხურ ენებზე შექმნილი ისტორიული საბუთების ზუსტი აღნუსხვა და აღწერა, საძიებო სისტემის სრულყოფა;
ბ) ხელნაწერთა არშიებზე მოთავსებული მრავალრიცხოვანი ისტორიული მინაწერების შესწავლა და გამოსაცემად მომზადება, წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევა;
გ) უცნობი ფაქტოლოგიური მასალის და სტრუქტურული ინფორმაციის გამოვლენა, მისი შესწავლა და ანალიზი;
დ) ადრე გამოქვეყნებული წყაროების ხელახლა გამოცემა უფრო სრულყოფილი წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევებითა და სამეცნიერო აპარატით;
ე) წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
12. ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მხატვრულ და პალეოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, ქრონოლოგიურ ჭრილში სხვადასხვა სკრიპტორიუმების საქმიანობის გამოკვლევა, მათი მხატვრული თავისებურებებისა და კავშირების შესწავლა;
ბ) ხელნაწერთა მინიატურების შესწავლა მხატვრული ფორმის ევოლუციის კონტექსტში მხატვრული პრინციპების გათვალისწინებით;
გ) ტექსტისა და გაფორმების კომპოზიციური ურთიერთმიმართების, ასევე მხატვრისა და გადამწერის ურთიერთანამშრომლობის, სტილის განვითარების საერთო ხაზისა და მხატვრული ტრადიციის მდგრადობის შესწავლა;
დ) თითოეული ხელნაწერისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული პროგრამისა და მხატვრულ-დეკორატიული თავისებურებების წარმოჩენა;
ე) სხვადასხვა შინაარსის ქართული ხელნაწერი წიგნისათვის დამახასიათებელი გაფორმების, მხატვრულ მიდგომათა ერთობლიობის, ქართულ-აღმოსავლეთ ქრისტიანული თუ აღმოსავლური ურთიერთობის დადგენა წიგნის ხელოვნების სფეროში;
ვ) ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის – სასულიერო და საერო დანიშნულების ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, რარიტეტული გამოცემების, ხელნაწერი წიგნის მხატვრულად გაფორმებული ყდების – მხატვრული გაფორმების სრული აღწერა-კატალოგიზაცია, დამუშავება, მონაცემთა ბაზის შედგენა და მეცნიერული კვლევა;
ზ) დამუშავებული მასალის გადამუშავება თანამედროვე კვლევის მეთოდების გათვალიწინებით და ახალი მონაცემებით შევსება;
თ) შეუსწავლელი მასალის მოძიება და მათი ჩართვა თანამედროვე სამეცნიერო პროცესებში;  
ი) ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული  სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
13. არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ცენტრში შემოსული საარქივო მასალის დამუშავება და მეცნიერული აღწერილობის შედგენა;
ბ) ადრე დამუშავებული არქივების გადამუშავება და ახალი აღწერილობის შედგენა;
გ) ახალი საარქივო მასალის მოძიება და მოზიდვა;
დ) არსებული ფოტოკოლექციის ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნა;
ე) საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო პუბლიკაცია;
ვ) ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ზ) არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივების განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
14. სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის შედგენა;
ბ) უცხოეთში ქართველოლოგიასთან დაკავშირებით გამოცემული ლიტერატურის მიმოხილვა და ანალიზი;
გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების და სამეცნიერო საცნობარო, მათ შორის ენციკლოპედიური ხასიათის  ლიტერატურის შექმნა;
დ) სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
15. ფონდების დაცვის, აღრიცხვის და ექსპონირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ფონდსაცავებში  არსებული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და საარქივო მასალების დაცვა და აღრიცხვა;
ბ) ხელნაწერების მკითხველებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
გ) საცავებიდან გამოთხოვილი მასალის აღრიცხვის ყოველდღიურად წარმოება;
დ) ფონდების სისტემატიზაციის განხორციელება;
ე) ახალი შემოსული საფონდო მასალის აღრიცხვისა და შესაბამის ფონდებში ახალი მასალის ჩართვის უზრუნველყოფა;
ვ) ცენტრში თავმოყრილი ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და საარქივო მასალების დიგიტალური ასლების შექმნა;
ზ) დიგიტალური ასლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
თ) მკითხველთა მომსახურება არსებული ელექტრონული რესურსებით;
ი) ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია;
კ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის თემატური გამოფენების მომზადება და გამართვა;
ლ) ფონდების დაცვის, აღრიცხვის და ექსპონირების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
16. სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება (საფინანსო-ადმინისტრაციულ განყოფილებასთან კოორდინირებით);
ბ) კონფერენციების და სემინარების მასალების და სამეცნიერო-საინფორმაციო ლიტერატურის შეგროვება და საგამომცემლო სამსახურისთვის გადაცემა;
გ) ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ნაწილში განვითარების ტემპებისა და ხარისხის შესწავლა. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ოპტიმიზაციის მიზნით ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება;
დ) ხელნაწერთმცოდნეობის განვითარების პერსპექტიული პროგრამებისა და მიმდინარე (წლიური) გეგმების სამეცნიერო საბჭოსთან ერთად შემუშავება და დასამტკიცებლად მომზადება;
ე) ცენტრის სხვადასხვა სახის ბეჭდური პროდუქციის (სამეცნიერო კრებულების, ხელნაწერთა, ისტორიულ საბუთთა და პირადი არქივების აღწერილობებისა და კატალოგების, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პერიოდული გამოცემის, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის, ფუნდამენტური სამეცნიერო პუბლიკაციების, საიუბილეო და მიძღვნითი კრებულების და სხვა) გამოცემის კოორდინირება (საფინანსო-ადმინისტრაციულ განყოფილებასთან თანამშრომლობით);
ვ) ცენტრის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის შეჯამება და წარდგენა სამეცნიერო საბჭოსთვის;
ზ)  ტრენინგპროგრამების შემუშავება;
თ) სასწავლო პროექტების (საერთაშორისო საზაფხულო და სეზონური სკოლების, ვორქშოფების და ა.შ.) კოორდინირება;
ი) ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ წინადადების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა;
კ) ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება ჰუმანიტარული დარგების წარმომადგენელთა გადამზადების პროცესში;
ლ) სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
17. რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) ფუნქციებია:
ა) ცენტრის კოლექციებში დაცული და კერძო კოლექციებიდან ან სხვა მფლობელისგან ცენტრში  შემოსული დროებით შენახვის მიზნით, სარესტავრაციო, ან ცენტრისთვის შემოწირული ერთეულების დეზინფექცია, დეზინსექცია, კონსერვაცია და  რესტავრაცია;
ბ) ადგილობრივი და საერთაშორისო წესებისა და კანონების დაცვით, პროფესიული კოდექსების გათვალისწინებით უზრუნველყოს კულტურული და ისტორიული ღირებულების ობიექტების სიცოცხლის გახანგრძლივება, დაცვა,  მათი ავთენტური სახის შენარჩუნებით ობიექტების საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება;
გ) საცავებში ჰიგიენური რეჟიმის კონტროლი;
დ) რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისი ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 29.05.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №225/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 25.11.2022წ.


+
მუხლი 5. ცენტრის სამეცნიერო საბჭო
1.  ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ცენტრის სამეცნიერო საბჭოს.

2. სამეცნიერო საბჭო:

ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს და სამინისტროს წარუდგენს ცენტრის დირექტორს;

ბ) განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო მართვის, კვლევისა და განვითარების საკითხებს;

გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ დებულებას;

გ ​1 ) ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში

დ) განიხილავს და დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო პროგრამების პროექტებს;  სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ე) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ სამეცნიერო საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილი საკითხის განხილვისას, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან სამეცნიერო საბჭოში სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტამდე გამართოს კონსულტაცია მთელ სტრუქტურულ ერთეულთან;

ვ) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს,  რომლებსაც ამტკიცებს დირექტორი; იმ შემთხვევაში თუ დირექტორი არ ეთანხმება სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატურას, სამეცნიერო საბჭო ვალდებულია აირჩიოს სტრუქტურული ერთეულის ახალი კანდიდატი. სამეცნიერო საბჭოს მიერ ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატის არჩევამდე და დამტკიცებამდე, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია დანიშნოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

ზ) ამტკიცებს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

თ) ცენტრის დირექტორისგან ისმენს და განიხილავს ცენტრის განვლილი წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ი) ისმენს,  განიხილავს და აფასებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს; შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამეცნიერო მუშაობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;

კ) ისმენს დირექტორის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფების დასკვნებს;

ლ) ამზადებს ცენტრის მიერ სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წარსადგენ ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის წლიურ ანგარიშს;

მ) იღებს გადაწყვეტილებას გამოცემებისათვის ცენტრის გრიფის მინიჭების შესახებ;

ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს ცენტრის საკუთრი შემოსავლებიდან სახელობითი ფულადი ჯილდოს (პრემიის) და სტიპენდიის გაცემის წესს;

ნ ​1 ) ამტკიცებს დირექტორის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებული  ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტს;

ო) გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას.

 3. სამეცნიერო საბჭოს სხდომები ფორმდება სხდომის ოქმის სახით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.


+
მუხლი 6. ცენტრის სამეცნიერო საბჭოსა და მისი წევრების უფლებამოსილება
1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ დებულებით დადგენილი წესით, პირველ სხდომაზე, რომელიც გაიმართება სამეცნიერო საბჭოს დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 10  დღის ვადაში.

2. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება სამეცნიერო საბჭოს წევრთა ორი მესამედი მაინც.

2​1. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ცენტრის გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

3. სამეცნიერო საბჭოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალიწინებული, სამეცნიერო საბჭო დადგენილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს დადგენილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.

5. სამეცნიერო საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ,  მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ.  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას იწვევს საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.

6. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.

7. სამეცნიერო საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.

8. (ამოღებულია - 16.02.2016; №14/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისი ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.


+
მუხლი 7. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე,  რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.

2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ბ) ორგანიზაციას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;

გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეცნიერო საბჭოს დადგენილების მიღებაში;

დ) მეთვალყურეობას უწევს სამეცნიერო საბჭოს დადგენილებების შესრულებას;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს- განკარგულებას.

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) პირადი სურვილი;

ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება,   მიღებული სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,  თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლება.

4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა უფლებამოსილებაშეწყვეტილი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.


+
მუხლი 8. ამოღებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.

+
მუხლი 9. ამოღებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.

+
მუხლი 10. ცენტრის დირექტორის კომპეტენცია
1. ცენტრს წარმოადგენს მისი დირექტორი.

2. დირექტორი:

ა) წარმართავს ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტს, რომელსაც ათანხმებს სამინისტროსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომლების შერჩევის მიზნით. შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესებს, ვადებს და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან ითანხმებს სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს;

ე) სამეცნიერო საბჭოსგან ითანხმებს სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო პროგრამების პროექტებს;

ვ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულების დადებას;  უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე თანამშრომლები;

ზ) სამეცნიერო პერსონალთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით, შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

თ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმება სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატურას, სამეცნიერო საბჭოს მიერ ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელახლა არჩევამდე, უფლებამოსილია დანიშნოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;

ი) საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ან საკუთარი წინადადებით, სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

კ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში განსახილველად წარადგენს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ მომზადებულ წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;

ლ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სხვა ტიპის დაწესებულებებთან;

მ) ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

ნ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ო) შეიმუშავებს და სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საერთო ბიუჯეტს;

პ) ცენტრში მიმდინარე სამუშაოების შესწავლისა და შეფასების მიზნით პერიოდულად ქმნის მონიტორინგის ჯგუფებს, რომლებიც დასკვნებს წარუდგენენ დირექტორსა და სამეცნიერო საბჭოს;

ჟ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს-სარესტავრაციო საბჭოს და ისმენს მის ანგარიშს;

რ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს განვლილი წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის დებულების ან დებულებაში ცვლილების პროექტებს;

ტ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;

უ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს  -ბრძანებას;

ქ) უფლებამოსილია არაუმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.

ღ) ამტკიცებს ცენტრის საორგანიზაციო და გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის  სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ყ) ამტკიცებს სტაჟირების გავლის ინსტრუქციას. სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

შ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ჩ) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან სახელფასო დანამატის გაცემის შესახებ, იმ შემთხვევაში, როცა ცენტრის თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაო აღემატება ცენტრში მის ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს;

ც) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს და კომისიებს;

ც ​1 ) უფლებამოსილია სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს  ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

ძ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დირექტორი ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში.

4. დირექტორი პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე.

5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) პირადი სურვილი;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს/თანამდების პირის მიერ გათავისუფლება;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული სხვა შემთხვევები.

6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის სხვა თანამშრომელი.

7. დირექტორის მოადგილე დირექტორის დავალებით კურირებს  ცენტრში მისთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დირექტორის დავალებით მისი მოადგილე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებსაც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.


+
მუხლი 11. დირექტორის არჩევისა და დანიშვნის წესი
1.  ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას
2. დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
3. ცენტრის დირექტორს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს  (შემდგომ – მინისტრი) თანამდებობაზე დასანიშნად.
3​​1. ცენტრის დირექტორს მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
3​​2. მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ დებულებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
3​​3. მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში მინისტრი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე ცენტრის დირექტორის ფუნქციების შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
3​​4. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში მას დასანიშნად შვიდი დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ან მინისტრი ამ მუხლის 3​​1 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს მინისტრს, რომელიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.
4. დირექტორის არჩევნების თარიღს განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭო.
5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზაციის მიზნით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.
6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ცენტრის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
7. სამდივნო დირექტორების კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს.
8. დირექტორის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს სამეცნიერო საბჭოს წევრთა ხმების ნახევარზე მეტს.
9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
10. ცენტრის დირექტორს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, რომელიც ნიშნავს დირექტორის ფუნქციების დროებით შემსრულებელს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისი ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №225/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 25.11.2022წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.


+
მუხლი 12. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,  რომელიც:

ა) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს;

ბ) ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებულ სამეცნიერო პროგრამების პროექტებს;

გ) ცენტრის დირექტორს უთანხმებს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს;

დ) დირექტორის წინაშე აყენებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობებიდან პირის გათავისუფლების ან დაწინაურების,  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ე) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

3. ცენტრის საორგანიზაციო ხასიათის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები და გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის  სტრუქტურული ერთეულები ექვემდებარებიან ცენტრის დირექტორს.

4. ცენტრის საორგანიზაციო ხასიათის დამხმარე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა)  წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს;

ბ) ცენტრის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს;

გ) ცენტრის დირექტორის წინაშე აყენებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის თანამდებობებიდან გათავისუფლების ან დაწინაურების,  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


+
მუხლი 13. ცენტრის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

2. ცენტრის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს  3  წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.

3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესსა და პირობებს  განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.

4. ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ნიშნავს ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.


+
მუხლი 14. ცენტრის პერსონალი
1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.

2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები-მეცნიერი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო საქმიანობას.

3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.

4. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:

ა) დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორი.

5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ცენტრში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ცენტრის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო ნუსხით.


+
მუხლი 15. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს,  თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მეცნიერის თანამდებობის დაკავება ხდება 4 წლის ვადით.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. უფროსი მეცნიერის თანამდებობის დაკავება ხდება 4 წლის ვადით.

4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს,   თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება ხდება უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.

5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.

6. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე – www.manuscrip t.ge და/ან სხვა საჯარო ინფორმაციის განსათავსებელ საიტზე, საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.


+
მუხლი 16. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები,  გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

ბ​1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში;

გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

დ)  ისარგებლოს ცენტრის კოლექციით, ბიბლიოთეკით და ცენტრის სხვა ქონებით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. მეცნიერი ვალდებულია:

ა) დაიცვას ცენტრის დებულებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

ბ​1) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის შემთხვევაში უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი;

გ) გაუფრთხილდეს ცენტრის ქონებას;

დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.


+
მუხლი 17. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები
1. სამინისტრო, აკონტროლებს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას და ეფექტიანობას და ზედამხედველობს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ცენტრს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

2. ცენტრი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტება.


+
მუხლი 18. ცენტრის ქონება
1. ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ცენტრის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებული იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.

2. ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას, კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

3. ცენტრი ახორციელებს ცენტრში დაცულ მასალაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული საავტორო და სხვა უფლებების დაცვას.

4. ცენტრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.

5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა,  გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) (ამოღებულია - 16.02.2016; №14/ნ);

ვ) სახელობითი ფულადი ჯილდოს (პრემიის) და სტიპენდიის დაწესება;

ზ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით,   თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.


+
მუხლი 19. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საგამომცემლო საქმიანობის შედეგად შემოსული სახსრები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

3. ცენტრში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.


+
მუხლი 20. ცენტრის ბალანსის შედგენა და შემოწმება
ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

+
მუხლი 21. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის საქმიანობის    შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.

3. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის დირექტორი.  ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

4. ლიკვიდატორი:

ა) დანიშვნისთანავე ადგენს ბალანსს;

ბ) ცენტრის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობს ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. თუ კრედიტორების მისამართი უცნობია,  შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით;

გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს,  ასრულებს ცენტრის ვალდებულებებს;

დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი,  ან მორიგებით დაასრულოს დავები;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


+
მუხლი 22. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

+
მუხლი 23. გარდამავალი დებულება
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეს  ცენტრის სამეცნიერო საბჭოს და 2016 წლის 1 მარტამდე მოხდეს საბჭოს ახალი შემადგენლობით დაკომპლექტება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №158/ნ - ვებგვერდი, 04.12.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 17.02.2016წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის N580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №129/ნ, 02.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017036 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3003958-7/