სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (18 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №533 |
|
2015 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“ თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1. ძირითადი პრინციპები
1. უფლებამოსილი პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად; ბ) ობიექტურობა – განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დასკვნების, შეფასებების, მითითებების და/ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერძოებლობა; გ) სანდოობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანმიმდევრულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება შელახოს ბიზნესოპერატორის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპროფესიული მიზნებისათვის გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება; ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილმა პირმა პროფესიული საქმიანობა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. ბიზნესოპერატორთან მისი ურთიერთობა უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, რაც ბიზნესოპერატორის მხრიდან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს. 2. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ავსებს სამართალდარღვევის ოქმს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაკრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე. ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება სავალდებულოა ბიზნესოპერატორის მიერ გონივრულ ვადაში; ბ) კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე; გ) გონივრული ვადა – პერიოდი, რომელიც დგინდება უფლებამოსილი პირის მიერ და საჭიროა მითითებით განსაზღვრული შეუსაბამობის გამოსწორებისათვის. მუხლი 3. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, სააგენტო ინსპექტირებას ახორციელებს გაფრთხილების გარეშე, გეგმურად ან არაგეგმურად. 2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად. 3. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება: ა) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სააგენტოს მიერ აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე; ბ) სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან სამართალდამცავი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე; გ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს; დ) მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგებთან დაკავშირებით დასაბუთებული ეჭვის არსებობისას; ე) ზედამხედველობის განმახორციელებელი ვეტერინარი ექიმის მიერ სააგენტოსათვის გაგზავნილი დოკუმენტაციის დოკუმენტური შემოწმების შედეგად დასაბუთებული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში; ვ) ბიზნესოპერატორის მოთხოვნის, მათ შორის, აღიარების მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარ საწარმოში; ზ) სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მუხლი 4. უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებები 1. უფლებამოსილ პირს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ინსპექტირების განხორციელებისას უფლება აქვს: ა) შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს: ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ადგილი, საწარმო, საწარმოს მიმდებარე ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალებები, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობა და გამოყენების პირობები; ა.ბ) ნედლეული, ინგრედიენტები, ნახევარფაბრიკატები, ტექნოლოგიური საშუალებები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად; საბოლოო სურსათის/ცხოველის საკვები, მასალები და საგნები, რომლებსაც შეხება აქვთ სურსათთან/ცხოველის საკვებთან; ა.გ) სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც იყენებს ბიზნესოპერატორი; ა.დ) ეტიკეტირება, რომელიც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენით; ბ) ამ წესის მე-11-მე-16 მუხლების შესაბამისად, აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისათვის; გ) გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები; დ) შეამოწმოს პერსონალის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგების საფუძველზე გააკეთოს ჩანაწერი შესაბამისობის შეფასების აქტის სათანადო ნაწილში; ვ) კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს უფლებამოსილ მოხელეს ინსპექტირების განხორციელებაში. 3. ინსპექტირებისას უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებთან ბიზნესოპერატორის შესაბამისობის დადგენის მიზნით, უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს (დანართი №1), პირველადი წარმოების ობიექტებში ინსპექტირებისას ივსება შესაბამისობის შეფასების აქტი დანართ №2-ის შესაბამისად, ხოლო მოძრავ ან/და დროებით შენობებში ინსპექტირებისას − შესაბამისობის შეფასების აქტი დანართ №3-ის შესაბამისად. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესით“ განსაზღვრულ ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე, უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს დანართი №4-ის შესაბამისად, ხოლო თუ ინსპექტირება ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესით“ განსაზღვრულ პირველადი წარმოების ობიექტებში, უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს დანართი №5-ის შესაბამისად. 6. შესაბამისობის შეფასების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში. 7. თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. 8. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. 9. თუ ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, აქტში ხდება ამის აღნიშვნა. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს კრიტიკულ შეუსაბამობას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შესრულება ხდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არაკრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილ მოხელეს უფლება არა აქვს, შევიდეს იმავე საწარმოში მიცემული მითითებების შესრულების გადამოწმების მიზნით. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, თუ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბიზნესოპერატორის სასარგებლოდ, სააგენტო ვალდებულია, აუნაზღაუროს ბიზნესოპერატორს კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შედეგად მიყენებული ზიანი. მუხლი 5. არაკრიტიკული შეუსაბამობა 1. არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებას და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე განუმარტავს მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს. 2. შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებული მითითებებისა და მათი შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრისას მონაწილეობას იღებს ბიზნესოპერატორი ან მისი წარმომადგენელი. 3. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გადაამოწმოს მითითებების შესრულების მდგომარეობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ მითითებების შესრულების გადამოწმებისას უფლებამოსილი პირის მიერ აღმოჩენილ იქნა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გაცემულ მითითებებთან, მაგრამ წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად. მუხლი 6. კრიტიკული შეუსაბამობა 1. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებებს შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებით. 2. უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე, ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი. 3. გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე. 4. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამოწმებს ბიზნესოპერატორის მიერ მითითებების შესრულების მდგომარეობას. თუ ინსპექტირების შემდეგ დადგინდა, რომ: ა) ადგილი აქვს არაკრიტიკულ შეუსაბამობას, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს უფლებას კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად; ბ) ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს უფლებას, კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ მითითებების შესრულების გადამოწმებისას უფლებამოსილი პირის მიერ აღმოჩენილ იქნა სხვა კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გაცემულ მითითებებთან, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, იხელმძღვანელოს ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად. მუხლი 7. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი 1. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო გასცემს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიზნესოპერატორი ექვემდებარება აღიარებას, რა დროსაც სააგენტო გასცემს აღიარების სერტიფიკატს. 2. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია, გაცემულ იქნეს განახლებული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი. 3. სერტიფიკატის გაუქმება ხდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 8. მონიტორინგი 1. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის ფარგლებში ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები: ა) წინა წლებში მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, სურსათით/ცხოველის საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, სხვა საკვებისმიერი მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევები; გ) გარემოს დაბინძურების შემთხვევები; დ) მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევები; ე) სააგენტოს მიერ საანგარიშო წელს და წინა წლებში განხორციელებული საქმიანობების შედარებითი ანალიზი. 2. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლება ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარების გზით, რისკის შეფასების განხორციელებისათვის, რომლის დროსაც: ა) მოწმდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მაჩვენებლების, ეტიკეტისა და წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ბ) ხორციელდება დოკუმენტური შემოწმება. 3. თუ მონიტორინგის ფარგლებში აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათი/ცხოველის საკვები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, სააგენტო ვალდებულია, ამის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის ბიზნესოპერატორს და მოსთხოვოს მას სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვა ან/და ბაზარზე განთავსების აღკვეთა. 4. მონიტორინგისას მოწმდება სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს სურსათი/ცხოველის საკვები ბაზრიდან და აღკვეთოს სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება. მუხლი 9. ზედამხედველობა ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება: ა) სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე; ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთაზე, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვაზე; გ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე. მუხლი 10. დოკუმენტური შემოწმება 1. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება, მათ შორის, ჩანაწერებისა და სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების შემოწმება. 2. დოკუმენტური შემოწმების დროს დგება დოკუმენტური შემოწმების აქტი, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაიღოს დოკუმენტების ასლები და გააკეთოს ამონაწერები. მუხლი 11. ნიმუშის აღება 1. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი. 2. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად. 3. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ხდება მისი შესყიდვით. 4. ბიზნესოპერატორის ნებისმიერმა თანამშრომელმა უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან და დახმარება აღმოუჩინოს მას ამ წესით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელებისას. 5. ნიმუშების აღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი ნორმატიული აქტები და დოკუმენტები, რომლებითაც განსაზღვრულია მოთხოვნები გამოსაკვლევი სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღებისადმი. 6. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, სააგენტოსა და ბიზნესოპერატორის თანამშრომლობის საფუძველზე დგინდება სურსათის/ცხოველის საკვების დანიშნულებისამებრ გამოყენების, რეალიზაციის, შენახვისა და განადგურების პირობები. მუხლი 12. ნიმუშის აღების მიზანი ნიმუშის აღების მიზანია: ა) კონკრეტული სურსათის/ცხოველის საკვებისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი უვნებლობის მაჩვენებლების (ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური და სხვა მაჩვენებლები) გამოკვლევა, რათა განისაზღვროს სურსათის/ცხოველის საკვების გამოყენების შემთხვევაში ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისათვის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობა ან მათი გამოყენებით განპირობებული რისკი; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების ხარისხობრივი მაჩვენებლების გამოკვლევა, რათა მოხდეს მომხმარებლის ინტერესების დაცვა. მუხლი 13. ნიმუშების აღების პროცედურა 1. ნიმუშების აღების პროცედურა მოიცავს: ა) სურსათის/ცხოველის საკვების იდენტიფიცირებას; ბ) მოცემულ ობიექტზე არსებული პარტიის იდენტიფიცირებასა და მისი რაოდენობის დადგენას ან/და დათვალიერებით გამოვლენილი სხვადასხვა დეფექტების (ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და შენახვის პირობებისა და სხვა დარღვევით გამოწვეული დეფექტების) იდენტიფიცირებას; გ) კონკრეტული დასახელების საგამოცდო სურსათის/ცხოველის საკვებისათვის შესაბამისი რაოდენობითა და წესით ნიმუშების აღებას (საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ნიმუშების რიცხვის დადგენასა და მათგან საშუალო ნიმუშის ფორმირებას); დ) ნიმუშების აღების/შერჩევის პროცესს; ე) ნიმუშების შეფუთვას, დალუქვას; ვ) ნიმუშის აღების აქტის გაფორმებას, ამ წესით დადგენილი ფორმით. 2. ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის ხარჯებს გაიღებს სააგენტო. მუხლი 14. ნიმუშის აღების წესი 1. ბაქტერიოლოგიური ან მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის განკუთვნილი ნიმუში უნდა იქნეს აღებული სტერილურად და მოთავსდეს სტერილურ ტარაში ან გაიგზავნოს ლაბორატორიაში თავისი შეფუთვით. ლაბორატორიისათვის გადაცემამდე აუცილებელია ნიმუშის შენახვის სათანადო პირობებისა და ვადების დაცვა. 2. ნიმუში უნდა შეიფუთოს სუფთა, სითხეგაუმტარ, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში/მასალაში ნიმუშის თვისებების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოხდეს მისი დალუქვა. ლუქის ან/და შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, ნიმუში მიიჩნევა უვარგისად. ნიმუშის დალუქვისას, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია ნიმუშის შეფუთვაზე დატანილ იქნეს მისი ხელმოწერა ან ბიზნესოპერატორის ბეჭედი. 3. ნიმუშის აღება ხდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება ლაბორატორიაში, ხოლო მეორე რეფერენტული ნიმუშის სახით ინახება სააგენტოში (ნიმუშზე მიეთითება დასახელება, წონა, მოცულობა), განსაკუთრებით მალფუჭებად სურსათზე რეფერენტული ნიმუში შენახვისათვის არ აიღება. 4. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით აღებულ იქნეს ნიმუშის ეგზემპლარი, რომელიც რჩება ბიზნესოპერატორთან. ასეთ შემთხვევაში, ამ ნიმუშის ეგზემპლარის შესყიდვა სააგენტოს მიერ არ ხორციელდება. 5. სააგენტოს მიერ რეფერენტული ნიმუში ინახება სათანადო პირობებში, ბიზნესოპერატორისათვის შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის შესაბამისად, რეფერენტული ნიმუში ნადგურდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ და დგება რეფერენტული ნიმუშის განადგურების აქტი. მუხლი 15. ნიმუშის აღების აქტი 1. ნიმუშის აღებისას დგება ნიმუშის აღების აქტი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარი რჩება იმ ბიზნესოპერატორს, რომელშიც წარმოებდა ნიმუშის აღება, ხოლო მეორე – ნიმუშის ამღებ უფლებამოსილ პირთან. აქტის ორივე ეგზემპლარის ნომერი უნდა იყოს იდენტური. 2. ნიმუშის აღების აქტის საფუძველზე (დანართი №6), სააგენტო ადგენს მიმართვას (დანართი №7) და ნიმუშს გამოკვლევისათვის უგზავნის ლაბორატორიას. მიმართვაში მიეთითება გამოკვლევის კონკრეტული მიზანი და მაჩვენებელი, რომლის განსაზღვრა სავალდებულოა ლაბორატორიული გამოკვლევისას. იკრძალება მიმართვაში ბიზნესოპერატორის დასახელება ან მისი სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის რაიმე სახით მითითება. კვებით ინფექციასა და ინტოქსიკაციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის კონკრეტული მიზანი ან/და მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს ეპიდემიოლოგიური გამოკითხვით მოპოვებული მონაცემებისა და დაავადების კლინიკური სურათის გათვალისწინებით. 3. ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე, თუ სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებას ახორციელებს ბიზნესოპერატორი, სააგენტოსა და ბიზნესოპერატორის თანამშრომლობის შედეგად დადგენილი პირობების დაცვით. მუხლი 16. რეფერენტული გამოცდის ჩატარება 1. რეფერენტული გამოცდა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს. 2. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად, მხარეთა შეთანხმებით, შეირჩევა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე რეფერენს ლაბორატორია. 3. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დაესწრონ რეფერენტულ (შედარებით) გამოცდას. 4. რეფერენტული გამოცდის დასკვნა საბოლოოა. 5. რეფერენტული გამოცდის იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებასთან, ფარავს მოდავე მხარე. 6. თუ რეფერენტული გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე მას უბრუნებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს. |
+
ქ. თბილისი
+
+
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
გ) გონივრული ვადა – პერიოდი, რომელიც დგინდება უფლებამოსილი პირის მიერ და საჭიროა მითითებით განსაზღვრული შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
დ) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ე) ელექტრონული შტამპი – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
ა.ბ) ნედლეული, ინგრედიენტები, ნახევარფაბრიკატები, ტექნოლოგიური საშუალებები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად; საბოლოო სურსათის/ცხოველის საკვები, მასალები და საგნები, რომლებსაც შეხება აქვთ სურსათთან/ცხოველის საკვებთან;
ბ) ამ წესის მე-11 – მე-16 მუხლების შესაბამისად, აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისათვის;
გ) გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები;
ვ) უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის გადაღება ვიდეოკამერის მეშვეობით.
2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს უფლებამოსილ პირს ინსპექტირების განხორციელებაში.
3. ინსპექტირებისას უფლებამოსილი პირი ელექტრონულად ავსებს შესაბამისობის შეფასების აქტს.
4. (ამოღებულია - 14.12.2021, №581).
5. (ამოღებულია - 14.12.2021, №581).
6. უფლებამოსილი პირი შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას აცნობს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს, რომელიც ეთანხმება ან არ ეთანხმება აღნიშნულ ინფორმაციას. ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის ნების გამოხატვა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით.
7. შესაბამისობის შეფასების აქტის შევსების შემდეგ უფლებამოსილი პირი ახდენს მასზე ელექტრონული შტამპის დასმას.
8. შესაბამისობის შეფასების აქტი ბიზნესოპერატორს ეგზავნება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რის შესახებ უფლებამოსილი პირი განუმარტავს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს. აღნიშნული უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისობის შეფასების აქტი ითვლება ბიზნესოპერატორისათვის ჩაბარებულად. ბიზნეოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენილის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისობის შეფასების აქტის დამატებით გაგზავნა შესაძლებელია ბიზნესოპერატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის ალტერნატიულ მისამართზეც.
9. თუ ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ვიდეოკამერით გადაღება, უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისობის შეფასების აქტის ამობეჭდვა 2 ეგზემპლარად. თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. შესაბამისობის შეფასების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში.
10. თუ ბიზნესოპერატორი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მითითებულ ინფორმაციას, ბიზნესოპერატორს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს კრიტიკულ შეუსაბამობას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შესრულება ხდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არაკრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილ პირს უფლება არა აქვს, შევიდეს იმავე საწარმოში მიცემული მითითებების შესრულების გადამოწმების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
3. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გადაამოწმოს მითითებების შესრულების მდგომარეობა 30 კალენდარული დღის ვადაში.
31. უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას და, შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით, აძლევს მითითებას და ახალ გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად.
32. უფლებამოსილი პირის მიერ 31 პუნქტით გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას და უჩერებს კონკრეტულ საწარმოო პროცესს, ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.
33. გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.
34. სააგენტო, ამ მუხლის 33 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამოწმებს ბიზნესოპერატორის მიერ მითითებების შესრულების მდგომარეობას და იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის მიერ შესრულებულია გაცემული მითითებები, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს უფლებას კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 19.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
2. უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
2. დოკუმენტური შემოწმების დროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის გადაღება ვიდეოკამერის მეშვეობით;
ბ) გადაიღოს დოკუმენტების ასლები და გააკეთოს ამონაწერები.
3. დოკუმენტური შემოწმების დროს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად ადგენს დოკუმენტური შემოწმების აქტს.
4. უფლებამოსილი პირი დოკუმენტური შემოწმების აქტში მოცემულ ინფორმაციას აცნობს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს, რომელიც ეთანხმება ან არ ეთანხმება აღნიშნულ ინფორმაციას. ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის ნების გამოხატვა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით.
5.დოკუმენტური შემოწმების აქტის შევსების შემდეგ უფლებამოსილი პირი ახდენს მასზე ელექტრონული შტამპის დასმას.
6. დოკუმენტური შემოწმების აქტი ბიზნესოპერატორს ეგზავნება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რის შესახებ უფლებამოსილი პირი განუმარტავს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს. აღნიშნული უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით. ასეთ შემთხვევაში, დოკუმენტური შემოწმების აქტი ითვლება ბიზნესოპერატორისათვის ჩაბარებულად. ბიზნეოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენილის მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტური შემოწმების აქტის დამატებით გაგზავნა შესაძლებელია ბიზნესოპერატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის ალტერნატიულ მისამართზეც.
7. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ვიდეოკამერით გადაღება, უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს დოკუმენტური შემოწმების აქტის ამობეჭდვა 2 ეგზემპლარად, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება დოკუმენტური შემოწმების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება დოკუმენტური შემოწმების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. დოკუმენტური შემოწმების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
5. ნიმუშების აღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი ნორმატიული აქტები და დოკუმენტები, რომლებითაც განსაზღვრულია მოთხოვნები გამოსაკვლევი სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღებისადმი.
6. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, სააგენტოსა და ბიზნესოპერატორის თანამშრომლობის საფუძველზე დგინდება სურსათის/ცხოველის საკვების დანიშნულებისამებრ გამოყენების, რეალიზაციის, შენახვისა და განადგურების პირობები.
2. ნიმუშის აღების აქტის საფუძველზე, სააგენტო ადგენს მიმართვას და ნიმუშს გამოკვლევისათვის უგზავნის ლაბორატორიას. მიმართვაში მიეთითება გამოკვლევის კონკრეტული მიზანი და მაჩვენებელი, რომლის განსაზღვრა სავალდებულოა ლაბორატორიული გამოკვლევისას. იკრძალება მიმართვაში ბიზნესოპერატორის დასახელება ან მისი სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის რაიმე სახით მითითება. კვებით ინფექციასა და ინტოქსიკაციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის კონკრეტული მიზანი ან/და მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს ეპიდემიოლოგიური გამოკითხვით მოპოვებული მონაცემებისა და დაავადების კლინიკური სურათის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
2. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად, მხარეთა შეთანხმებით, შეირჩევა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეროვნული ან საერთაშორისო რეფერენსლაბორატორია.
6. თუ რეფერენტული გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე მას უბრუნებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
მუხლი 17. აუდიტი🔗
1. აუდიტი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAССP) სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგილი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის პროცედურების მიმართ და რომლის დროსაც უნდა დადგინდეს:
ა) ბიზნესოპერატორის ქმედებებისა და მათი შედეგების მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზომებთან შესაბამისობა;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების ეფექტიანობა და დასახულ მიზნებთან შესაბამისობა.
2. სააგენტო აუდიტს ახორციელებს წინასწარი გაფრთხილებით, გეგმურად სახელმწიფო წლიური პროგრამის ფარგლებში ან არაგეგმურად ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე.
3. აუდიტის დროს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად ადგენს აუდიტის აქტს.
4. უფლებამოსილი პირი აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას აცნობს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს, რომელიც ეთანხმება ან არ ეთანხმება აღნიშნულ ინფორმაციას. ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის ნების გამოხატვა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით.
5. აუდიტის აქტის შევსების შემდეგ უფლებამოსილი პირი ახდენს მასზე ელექტრონული შტამპის დასმას.
6. აუდიტის აქტი ბიზნესოპერატორს ეგზავნება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რის შესახებ უფლებამოსილი პირი განუმარტავს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს. აღნიშნული უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით. ასეთ შემთხვევაში აუდიტის აქტი ითვლება ბიზნესოპერატორისათვის ჩაბარებულად. ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, აუდიტის აქტის დამატებით გაგზავნა შესაძლებელია ბიზნესოპერატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის ალტერნატიულ მისამართზეც.
7. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ვიდეოკამერით გადაღება, უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს აუდიტის აქტის ამობეჭდვა 2 ეგზემპლარად, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აუდიტის აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აუდიტის აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. აუდიტის აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
მუხლი 18. სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის აქტების დამტკიცება და შევსება🔗
სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის აქტების ფორმები და მათი შევსების წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
დანართი №1 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 19.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
დანართი №2 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 19.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
დანართი №3 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 19.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
დანართი №4 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 19.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
დანართი №5 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 19.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №683 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
დანართი №6 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 19.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
დანართი №7 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 19.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №581 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.11.2022.
- როდის იქნა მიღებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 16.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №533. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.018919.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.11.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 18 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.11.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, №533, 16.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018919 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3020095/