საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
3. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
4. საბჭოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №3.
5. საბჭოს აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება საბჭოს თავმჯდომარესთან.
ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
გ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
ე) ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 1 წარმომადგენელი;
გ) არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი.
ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს წევრებად ნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
6. შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ერთმა პარლამენტის წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით.
7. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
8. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება ან/და სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, ხოლო ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს სპეციალური მომზადება ან/და სამუშაო გამოცდილება გენდერულ საკითხებზე და ქალი პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით.
9. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.
10. საბჭოს შემადგენლობა ინიშნება ერთი წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა.
11. საბჭოს რომელიმე წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრი ინიშნება საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) საბჭოს წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
თ) საბჭოს წევრის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.
ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი;
ბ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი.
2. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.
2. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით.
3. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს.
4. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
5. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად.
6. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
7. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე.
2. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევა ხდება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
3. თავმჯდომარე:
ა) განსაზღვრავს საბჭოს სხდომის (შემდგომში – სხდომა) ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) იწვევს სხდომებს;
გ) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;
დ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;
ე) ხელს აწერს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;
ვ) ზედამხედველობს საბჭოს წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით, ასრულებს საბჭოს სხვა წევრი.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;
გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
დ) გაეცნოს შუამდგომლობას და საქმის მასალებს.
6. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები და არ გაახმაუროს მსჯავრდებულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სხვა ინფორმაცია;
გ) არ გამოიყენოს საბჭოს წევრის სტატუსი პირადი ინტერესებისათვის;
დ) უარი თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ გამოიყენოს არსებული მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა რაიმე სახის სარგებლის მისაღებად;
ე) მსჯავრდებულებთან ურთიერთობისას იყოს თავაზიანი და ტაქტიანი.
2. საბჭოს აპარატი:
ა) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;
გ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
დ) აწარმოებს საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრს;
ე) ამზადებს კვარტალურ სტატისტიკას, რომელიც გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
3. საბჭოს აპარატის თანამშრომელი ესწრება სხდომებს და უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.
4. საბჭოს აპარატის თანამშრომელი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.
2. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის, აგრეთვე ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ის პენიტენციური დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მსჯავრდებულის დახასიათება.
3. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია საბჭოს ყოველთვიურად წარუდგინოს შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
4. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
2. მხარეს უფლება აქვს შუამდგომლობის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
3. შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების შემთხვევაში თავმჯდომარე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღს. ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს შუამდგომლობის შემოსვლის დღიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
4. საბჭოში შემოსული მასალები გასაცნობად ეგზავნებათ საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
5. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება მსჯავრდებულს და იმ პირს, ვინც შუამდგომლობით მიმართავს საბჭოს.
2. გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება აცილების შესახებ.
3. საბჭოს წევრის აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს საბჭო ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ამ ნორმაზე არ ვრცელდება ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, ხოლო თუ განიხილება საბჭოს თავმჯდომარის აცილების საკითხი, საბჭოს უხუცესი წევრის ხმა.
4. საბჭოს თავმჯდომარის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით შერჩეული საბჭოს სხვა წევრი. ხოლო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი.
5. საბჭოს წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის საბჭოს, მაშინ მსჯავრდებულის საქმე განსახილველად გადაეცემა სხვა საბჭოს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში;
ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას.
გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული;
დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა;
ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
2. მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
3. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;
ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია;
გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ;
ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ ეცნობება მსჯავრდებულს და დაინტერესებულ მხარეებს (მსჯავრდებულს, დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა).
6. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის ჩატარების დროს იწარმოება სხდომის ოქმი. ოქმში ფიქსირდება საბჭოს თითოეული წევრის ხმა მსჯავრდებულთან მიმართებაში და საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
2. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 3 წევრი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
3. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
2. საბჭოს გადაწყვეტილებით, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მოწვეულ იქნეს სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი.
3. საბჭოს სხდომაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს წევრმა.
4. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით.
5. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.
2. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს (მსჯავრდებულს, რომლის საქმეც იხილება, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების წარმომადგენელს, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა). საბჭოს გადაწყვეტილებით, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შესაძლოა მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარე და სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი, თუმცა მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სხდომის ჩატარებას.
3. დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოს საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
4. შეტყობინებაში მიეთითება საბჭოს უფლებამოსილება – საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც. მსჯავრდებულისათვის გასაგზავნ შეტყობინებაში დამატებით განემარტება უფლებები.
5. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილების მიღებაზე, საბჭო საქმეს განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
6. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას სხდომაზე დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. ზეპირი მოსმენის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.
3. თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, აგრეთვე ზეპირ მოსმენაზე მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.
4. ზეპირი მოსმენის სხდომა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.
5. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – დაატოვებინოს სხდომა, რაც არ აბრკოლებს სხდომის წარმართვას.
6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას უნდა ეპყრობოდნენ განსაკუთრებული ყურადღებით. მნიშვნელოვანია, რომ სხდომა წარიმართოს არასრულწლოვანისათვის გასაგები ფორმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
7. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილე მსჯავრდებულს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა რეგლამეტი, რომლის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს თავმჯდომარე.
8. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.
2. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) საქმის წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა ზეპირი მოსმენა;
ბ) საბჭოს დასახელება;
გ) განხილვის დრო და ადგილი;
დ) თავმჯდომარის, საბჭოს დანარჩენი წევრების და ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის ვინაობა;
ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი შუამდგომლობის შინაარსი;
3. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი და თავმჯდომარე.
4. ზეპირი მოსმენის სხდომაზე დამსწრე პირს აქვს ოქმზე შენიშვნის დაფიქსირების უფლება.
5. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში.
2. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
3. ქალი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს, მათ შორის, ქალის როგორც დედის როლი ოჯახში.
2. საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
3. გადაწყვეტილება გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
4. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსასრულებლად დაწესებულებას და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
2. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში, გარდა ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
+
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №138
2015 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის, 42-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 14.07.2017 წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება თანდართული სახით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბერის №151 ბრძანება.
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი
+
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.
2. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
3. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
4. საბჭოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27.
5. საბჭოს აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება საბჭოს თავმჯდომარესთან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
+
მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის პრინციპები
საბჭოს საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
+
მუხლი 3. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
ბ1) აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
გ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;
ე) ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 14.07.2017 წ.
+
მუხლი 4. საბჭოს შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი
1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 1 წარმომადგენელი;
გ) არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი.
ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს წევრებად ნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
6. შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ერთმა პარლამენტის წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით.
7. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
8. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება ან/და სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, ხოლო ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს სპეციალური მომზადება ან/და სამუშაო გამოცდილება გენდერულ საკითხებზე და ქალი პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით.
9. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.
10. საბჭოს შემადგენლობა ინიშნება ერთი წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა.
11. საბჭოს რომელიმე წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრი ინიშნება საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
+
მუხლი 5. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება
საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) საბჭოს წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
თ) საბჭოს წევრის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.
+
მუხლი 6. საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს:
ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი;
ბ) მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი.
2. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
+
მუხლი 7. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.
2. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით.
3. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს.
4. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
5. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად.
6. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
7. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
+
მუხლი 8. საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც საბჭოს წარდგინებით, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს მინისტრი.
2. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევა ხდება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
3. თავმჯდომარე:
ა) განსაზღვრავს საბჭოს სხდომის (შემდგომში – სხდომა) ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) იწვევს სხდომებს;
გ) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;
დ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;
ე) ხელს აწერს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;
ვ) ზედამხედველობს საბჭოს წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით, ასრულებს საბჭოს სხვა წევრი.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;
გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
დ) გაეცნოს შუამდგომლობას და საქმის მასალებს.
6. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები და არ გაახმაუროს მსჯავრდებულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სხვა ინფორმაცია;
გ) არ გამოიყენოს საბჭოს წევრის სტატუსი პირადი ინტერესებისათვის;
დ) უარი თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ გამოიყენოს არსებული მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა რაიმე სახის სარგებლის მისაღებად;
ე) მსჯავრდებულებთან ურთიერთობისას იყოს თავაზიანი და ტაქტიანი.
+
მუხლი 9. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა
1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – საბჭოს აპარატი).
2. საბჭოს აპარატი:
ა) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;
გ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
დ) აწარმოებს საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრს;
ე) ამზადებს კვარტალურ სტატისტიკას, რომელიც გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
3. საბჭოს აპარატის თანამშრომელი ესწრება სხდომებს და უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.
4. საბჭოს აპარატის თანამშრომელი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.
+
მუხლი 10. საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყება
1. საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.
2. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის, აგრეთვე ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ის პენიტენციური დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის შესაბამისად შევსებული მსჯავრდებულის დახასიათება.
3. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
41. თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი საბჭოს წარუდგენს შუამდგომლობას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და საბჭო ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი, ვალდებულია ზეპირი მოსმენით სხდომის გამართვამდე, საბჭოს წარუდგინოს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საბანკო გარანტია/სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი/აპარატურის დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი, „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭო ვალდებულია განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოითხოვოს საკითხის განსახილველად, აუცილებელი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
+
მუხლი 11. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭო, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვამდე შემოსულ შუამდგომლობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იხილავს მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე.
2. მხარეს უფლება აქვს შუამდგომლობის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
3. შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების შემთხვევაში თავმჯდომარე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის ჩატარების სახესა და თარიღს. ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს შუამდგომლობის შემოსვლის დღიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
4. საბჭოში შემოსული მასალები გასაცნობად ეგზავნებათ საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
5. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება მსჯავრდებულს და იმ პირს, ვინც შუამდგომლობით მიმართავს საბჭოს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
+
მუხლი 12. საბჭოს წევრის აცილება/თვითაცილება
1. საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან. ასევე, თუ არის სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. თუ მას ეს არ განუცხადებია, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს აცილება.
2. გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება აცილების შესახებ.
3. საბჭოს წევრის აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს საბჭო ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ამ ნორმაზე არ ვრცელდება ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, ხოლო თუ განიხილება საბჭოს თავმჯდომარის აცილების საკითხი, საბჭოს უხუცესი წევრის ხმა.
4. საბჭოს თავმჯდომარის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით შერჩეული საბჭოს სხვა წევრი. ხოლო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი.
5. საბჭოს წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის საბჭოს, მაშინ მსჯავრდებულის საქმე განსახილველად გადაეცემა სხვა საბჭოს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
+
მუხლი 13. შეფასების კრიტერიუმები
1. შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში;
ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას.
გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული;
დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა;
ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
2. მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
3. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;
ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია;
გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ;
ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ ეცნობება მსჯავრდებულს და დაინტერესებულ მხარეებს (მსჯავრდებულს, დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა).
6. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის ჩატარების დროს იწარმოება სხდომის ოქმი. ოქმში ფიქსირდება საბჭოს თითოეული წევრის ხმა მსჯავრდებულთან მიმართებაში და საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
+
მუხლი 14. საბჭოს სხდომა
1. ჩასატარებელი სხდომების რაოდენობას განსაზღვრავს თავმჯდომარე საბჭოში შემოსული შუამდგომლობების რაოდენობის გათვალისწინებით.
2. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 3 წევრი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
3. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
+
მუხლი 15. საბჭოს სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე ტარდება მხოლოდ საბჭოს წევრების და საბჭოს აპარატის თანამშრომლის მონაწილეობით.
2. საბჭოს გადაწყვეტილებით, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მოწვეულ იქნეს სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი.
3. საბჭოს სხდომაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს წევრმა.
4. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით.
5. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.
+
მუხლი 16. ზეპირი მოსმენა
1. საბჭო ზეპირ მოსმენას ატარებს ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
2. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს (მსჯავრდებულს, რომლის საქმეც იხილება, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების წარმომადგენელს, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა). საბჭოს გადაწყვეტილებით, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შესაძლოა მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარე და სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი, თუმცა მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სხდომის ჩატარებას.
3. დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოს საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
4. შეტყობინებაში მიეთითება საბჭოს უფლებამოსილება – საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც. მსჯავრდებულისათვის გასაგზავნ შეტყობინებაში დამატებით განემარტება უფლებები.
5. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილების მიღებაზე, საბჭო საქმეს განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
6. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას სხდომაზე დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.
+
მუხლი 17. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი
1. ზეპირი მოსმენის სხდომა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის სხდომა დახურულია.
2. ზეპირი მოსმენის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.
3. თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, აგრეთვე ზეპირ მოსმენაზე მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.
4. ზეპირი მოსმენის სხდომა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.
41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თარჯიმანს აფრთხილებენ ადმინისტრაციულ წარმოებაში განზრახ არასწორად თარგმნის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით (დანართი №1).
5. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – დაატოვებინოს სხდომა, რაც არ აბრკოლებს სხდომის წარმართვას.
6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას უნდა ეპყრობოდნენ განსაკუთრებული ყურადღებით. მნიშვნელოვანია, რომ სხდომა წარიმართოს არასრულწლოვანისათვის გასაგები ფორმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
7. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილე მსჯავრდებულს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა რეგლამეტი, რომლის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს თავმჯდომარე.
8. საბჭოს სხდომა ზეპირი მოსმენით შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
+
მუხლი 171. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების წესი
1. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.
2. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა იმართება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანო - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა (შემდგომში - ბიურო) და დაწესებულებას შორის პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირით.
3. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოს საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
4. იმ შემთხვევაში, თუ პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, არ არის აღჭურვილი ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, საბჭოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველო (შემდგომში - საბადრაგო სამმართველო) უზრუნველყოფს მსჯავრდებულის შესაბამისად აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანას.
5. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ორგანიზებას უზრუნველყოფს ის პენიტენციური დაწესებულება, რომლიდანაც ხორციელდება ვიდეოკავშირი.
6. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ან საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურე უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მოთავსებას ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
7. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის მიმდინარეობისას, დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მსჯავრდებულისა და მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა, რის შესახებაც მსჯავრდებულისა და მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.
8. დაწესებულებაში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრება მსჯავრდებული. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ საკითხის განხილვისას არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ან დამცველის დასწრება სავალდებულოა. ბიუროში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრება საბჭოს აპარატის თანამშრომელი და საბჭოს წევრები. მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას დაესწროს როგორც დაწესებულებაში, ასევე ბიუროში, რის თაობაზეც საბჭო წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული.
9. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.
10. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა მიმდინარეობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.
+
მუხლი 18. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი
1. ზეპირი მოსმენის სხდომის დროს იწარმოება ოქმი, რომელსაც აწარმოებს საბჭოს აპარატის თანამშრომელი.
2. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) საქმის წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა ზეპირი მოსმენა;
ბ) საბჭოს დასახელება;
გ) განხილვის დრო და ადგილი;
დ) თავმჯდომარის, საბჭოს დანარჩენი წევრების და ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის ვინაობა;
ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი შუამდგომლობის შინაარსი;
3. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი და თავმჯდომარე.
4. ზეპირი მოსმენის სხდომაზე დამსწრე პირს აქვს ოქმზე შენიშვნის დაფიქსირების უფლება.
5. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში.
+
მუხლი 19. გადაწყვეტილების მიღება ზეპირ მოსმენაზე
1. სხდომაზე ზეპირი მოსმენის დროს საბჭო იხილავს: ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მსჯავრდებულის მიმართ კრიტერიუმების შეფასებას, სხვა გარემოებებს, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად, მოუსმენს მსჯავრდებულს და სხდომაში მონაწილე პირებს. მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში (დანართი №2 და დანართი №3).
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
+
მუხლი 20. ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვის თავისებურებანი
1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში.
2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
3. ქალი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს, მათ შორის, ქალის როგორც დედის როლი ოჯახში.
+
მუხლი 21. საბჭოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი
1. საბჭოს გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სხდომის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
3. გადაწყვეტილება გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
4. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსასრულებლად დაწესებულებას და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
5. იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შეიცავს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე და საბჭო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ პროგრამის გაგრძელება, იგი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს რეკომენდაციით მსჯავრდებულის მიერ სარეაბილიტაციო პროგრამის გაგრძელების თაობაზე.
6. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართოს სააგენტოს მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 14.07.2017 წ.
+
მუხლი 22. ხელახალი განხილვა
1. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
2. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში, გარდა ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
+
მუხლი 23. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში, მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.
+
დანართი №1
თარჯიმნის ხელწერილი
____ _______________ ______ __________________________
(თარიღი) (ადგილი)
მე, თარჯიმანი _____________________________________________________
მცხოვრები: _______________________________________________________
ვიძლევი ამ ხელწერილს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ _______________________________ მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების/დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ ______________________________________ ადგილობრივი საბჭოს ზეპირი სხდომის მიმდინარეობისას, ვალდებული ვარ კეთილსინდისიერად განვახორციელო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა და ვთარგმნო სწორად. ამასთანავე, ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაფრთხილებული ვარ, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში განზრახ არასწორად თარგმნისთვის პასუხს ვაგებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3481 მუხლით.
თარჯიმანი ____________________________
ხელწერილი ჩამოვართვი
ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარე ______________________________________________.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
დანართი №2
მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობების გაცნობისა და წერილობითი თანხმობის მიღების შესახებ
ოქმი
____ _______________ ______ ____________________
(თარიღი) (ადგილი)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს _______________________
__________________________ ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე მსჯავრდებულ _______________________________ განემარტა სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების წესი და მსჯავრდებულის მოვალეობები, კერძოდ:
1. საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულების დრო და ყოველდღიური ხანგრძლივობა განისაზღვრება პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს;
2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება შესრულდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
3. მსჯავრდებულის სურვილით, სათანადო პირობების არსებობისას, შესაძლებელია შრომა შესრულდეს ასევე დასვენების დღეებში და არასამუშაო საათებში;
4. კონტროლის მიზნით, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია სამუშაოს შესრულებისას მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს ელექტრონული მონიტორინგის საშუალება (სამაჯური);
5. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნები;
6. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს;
7. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს პრობაციის ოფიცრის მიერ განსაზღვრულ სამუშაო ადგილას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
8. მსჯავრდებული ვალდებულია მოახსენოს პრობაციის ოფიცერს თავისი საქმიანობის შესახებ;
9. მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ბიუროსა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების ადგილას ფხიზელ მდგომარეობაში;
10. მსჯავრდებულს ეკრძალება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე დატოვოს საქართველოს ტერიტორიის საზღვრები;
11. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამის პრობაციის ბიუროში დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს.
მსჯავრდებულს ასევე განემარტა, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი პრობაციის ბიურო მიმართავს სასამართლოს წარდგინებით მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით (ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით) შეცვლის შესახებ.
დადგენილ დროს სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებული ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს პრობაციის ოფიცერს და განუმარტოს სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის მიზეზი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით, რომლის საპატიოდ ჩათვლის საკითხს გადაწყვეტს პრობაციის ბიუროს უფროსი.
საპატიო მიზეზის არსებობისას, დამსაქმებელს უფლება აქვს პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გაათავისუფლოს კონკრეტულ დღეს სამუშაოს შესრულებისაგან, რომლის სანაცვლოდ სამუშაო შესრულდება სხვა დღეს.
მსჯავრდებულმა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განაცხადა თანხმობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.
მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა ________________________________________
ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის
სახელი, გვარი და ხელმოწერა _______________________________________________________
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 15.11.2017 წ.
დანართი №3
ო ქ მ ი
მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობების გაცნობისა და წერილობითი თანხმობის მიღების შესახებ
____ _______________ ______ ____________________
(თარიღი) (ადგილი)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს __________________________ ____________________________ ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე მსჯავრდებულ _______________________________ განემარტა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში შინაპატიმრობის შესრულების წესი და მსჯავრდებულის მოვალეობები, კერძოდ:
1. შეასრულოს პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნები;
2. არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრულ დღე-ღამის საათებში;
3. თუ შინაპატიმრობის აღსრულება მიმდინარეობს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით:
ა) ხელი შეუწყოს ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურის დამონტაჟებას;
ბ) სასჯელის აღსრულების პერიოდში არ მოიხსნას მასზე დამაგრებული სამაჯური;
გ) არ დააზიანოს ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურა (მიმღები და გადამცემი).
4. პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის შემთხვევაში, მისცეს ოფიცერს ახსნა-განმარტება თავისი საქმიანობის შესახებ.
მსჯავრდებულს ასევე განემარტა, რომ შინაპატიმრობის აღსრულება რეგულირდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებით გათვალისწინებული ნორმებით.
შინაპატიმრობის აღსრულების რეჟიმი გულისხმობს სამართლებრივი აქტით დადგენილ, დღე-ღამის შესაბამის პერიოდში, მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე მის უწყვეტად ყოფნის ვალდებულებას. მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, რაც გამოიხტება შინ ყოფნის ვალდებულების არაუმეტეს ერთი საათის ვადით დარღვევაში, გამოიწვევს მსჯავრდებულის გაფრთხილებას.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლით დადგენილი საპატიო გარემოების გამო, რეჟიმის მოსალოდნელი დარღვევის შემთხვევაში, მსჯავრდებული/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ ან ამგვარი გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით, წინმსწრებად აცნობოს ბიუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეჟიმის დარღვევის საპატიო გარემოების არსებობის შესახებ, მსჯავრდებულის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წინმსწრებად ობიექტური მიზეზით, ბიუროს ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევაში მსჯავრდებული/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, რეჟიმის დარღვევიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ბიუროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია დარღვევის საპატიო გარემოების არსებობის შესახებ.
სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველია:
სამი გაფრთხილების მიღება;
მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, რაც გამოიხატა სასჯელით გათვალისწინებული ვალდებულების ერთ საათზე მეტი ვადით დარღვევაში;
მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვა ან მისი ბრალეული ქმედებით დაზიანება;
მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დამაგრებაზე უარის თქმა ან ამისთვის სხვაგვარად თავის არიდება;
მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებით დადგენილი პირობებით დეპოზიტზე თანხის განუთავსებლობა ან შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიის გამოუყენებლობა.
მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდაზე წინასწარ უარის თქმა, დადგენილი პერიოდულობით გადაუხდელობა, დაგვიანებით გადახდა ან/და ნაწილობრივ გადახდა, შეიძლება ასევე გახდეს წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველიю
მსჯავრდებულმა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განაცხადა თანხმობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა ___________________________________
ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის
სახელი, გვარი და ხელმოწერა ______________________________________
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, №138, 19.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016553 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3020534-3/