1.
მარტივი თამასუქი შეიცავს:
ა)
სახელწოდებას "თამასუქი", რომელიც მოცემულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი;
ბ)
უპირობო ვალდებულებას მითითებული თანხის გადახდის შესახებ;
გ)
გადახდის ვადას;
დ)
გადახდის ადგილს;
ე)
იმ პირის დასახელებას, ვისი განკარგულებით უნდა მოხდეს გადახდა, ან ვისაც უნდა გადაეხადოს;
ვ)
თამასუქის შედგენის ადგილსა და თარიღს;
ზ)
თამასუქის გამცემის ხელმოწერას.
2.
თუ თამასუქის მფლობელს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს მარტივ თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქის დოკუმენტს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ ხელი მოწერილია თამასუქის მფლობელის თხოვნი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330210119002949440 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
…თამასუქით თამასუქის გამცემი ავა-–ებს სხვა პირს გადაუხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა თამასუქში მითითებულ პირს; ხოლო მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვა-–დებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა; “თამასუქის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის თანახმად მარტივი (სოლო) თამასუქი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) სახელწოდებას „თამასუქი“, რომელიც მოცემულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თამასუქის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება