1.
დოკუმენტს, რომელსაც აკლია 68-ე მუხლში ჩამოთვლილი თუნდაც ერთი რეკვიზიტი, ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა,ძალა არა აქვს.
2.
მარტივი თამასუქი, სადაც გადახდის ვადა არ არის მითითებული, გადახდილი უნდა იქნეს წარდგენისთანავე.
3.
ცალკე ჩანაწერის უქონლობის შემთხვევაში თამასუქის გამოწერის ადგილი ითვლება გადახდის და იმავდროულად თამასუქის მფლობელის საცხოვრებელ ადგილად.
4.
მარტივი თამასუქი, რომელშიც მითითებული არ არის გაცემის ადგილი, ითვლება ხელმოწერილად იმ ადგილას, რომელიც მითითებულია თამასუქის გაცემის დასახელების ადგილის გვერდი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330210119002949440 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
…29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვა-–ისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს; “თამასუქის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის თანახმად, მარტივი თამასუქი, სადაც გადახდის ვადა არ არის მითითებული, გადახდილი უნდა იქნეს წარდგენისთანავე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თამასუქის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება