1. ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე:
ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა;
ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;
გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.
2. დაღუპულთა
(გარდაცვლილთა
) ოჯახის
წევრების
სოციალური
დაცვა
ითვალისწინებს
:
ა
) საპენსიო
უზრუნველყოფას
„სახელმწიფო
პენსიის
შესახებ“ საქართველოს
კანონის
შესაბამისად
:
ბ
) სხვა
სოციალური
დაცვის
გარანტიებს
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
:
გ
) საყოფაცხოვრებო-კომუნალური
მომსახურების
–
წყლის
, საყოფაცხოვრებო
და
სხვა
ნარჩენების
გატანას
, გაზის
, ელექტროენერგიის
, ტელეფონის
სააბონენტო
გადასახადებისაგან
გათავისუფლებას
, აგრეთვე
ქალაქში
საქალაქო
ტრანსპორტით
(გარდა
ტაქსისა
) სარგებლობას
, სოფლად
–
საგარეუბნო
და
საქალაქთაშორისო
ტრანსპორტით
სარგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
.
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №852
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1156(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2026
…და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-16 და 24-ე მუხლებზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი…
- საქმე №ბს-909(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2025
…არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები, კერძოდ, სასამართლომ პასუხი არ გასცა, არ გამოიკვლია და არ იმსჯელა, რამდენად სავალდებულოა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მაძიებლისათვის კანონით დადგენილი საბუთების წარდგენა. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა.
- საქმე №ბს-783(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-2, მე-6 და მე-9 მუხლებზე, აგრეთვე "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-16 მუხლზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ე. ლ-ემ 13.08.2020წ. განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება