თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3615
– ვებგვერდი, 21.11.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.10.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.10.2018 კანონი №3615
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-390(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
…დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. 4.4. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის…
- საქმე №ბს-937(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
განმცხადებელი ასევე მიუთითებდა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე და მოითხოვდა ახალი სამართლებრივი საფუძვლით განცხადების განხილვას, კერძოდ,…
- საქმე №ბს-916(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
ვეტერანთა ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, თითოეულს ცალ-ცალკე განსაზღვრავს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები. დადგენილია, რომ ა. ხ-ეს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 6 აგვისტოს №SSVA 00016332 ბრძანებით მიენიჭა სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი.
- საქმე №ბს-178(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-17 მუხლებზე,,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 31.1, 31.2, 36.3, 29.1 მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ გ
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება