1. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:
ა) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარი), სამხედრო შეკრებებზე გაწვეული რეზერვისტები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, ამ ორგანთა თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გაგზავნილი იყვნენ და მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფოებში საბრძოლო მოქმედებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
2. სხვა კატეგორიის პირებისათვის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40
საქართველოს 2013 წლის 2
სექტემბრის
კანონი №1385
– ვებგვერდი, 09.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.09.2013 კანონი №1385
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-916(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
ვეტერანთა ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, თითოეულს ცალ-ცალკე განსაზღვრავს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები. დადგენილია, რომ ა. ხ-ეს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 6 აგვისტოს №SSVA 00016332 ბრძანებით მიენიჭა სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება