1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს:
ა) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას;
ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას;
გ) ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან, ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.
2. მუნიციპალიტეტებმა შეიძლება შეიმუშაონ და განახორციელონ მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას და ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს
წლის
16 ოქტომბრი
ს კანონი
№962
-
პარლამენტის უწყებანი
№
,11.11.1997
წ.,გვ.69
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6884 -
ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6884
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-937(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
…ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად განსაზღვრავს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების…
- საქმე №ბს-980(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
…ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად განსაზღვრავს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება