საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:
ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად;
ბ) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლების მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;
დ
) სამოქალაქო
ავიაციის
მფრინავები
(ეკიპაჟი
),რომლებიც
ასრულებდნენ
სპეციალურ
რეისებს
საომარი
მოქმედების
ზონაში
:
ე
) (ამოღებულია).
საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი №13, 07.06.1996 წ., გვ.21
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.40
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2199 - სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.153
საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3290 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.189
საქართველოს 2015
წლის 8 ივლისის
კანონი №3930
– ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.12.2021 კანონი №1152
- 08.07.2015 კანონი №3930
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-390(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
ამდენად, სამსახური მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს მიანიჭოს მოსარჩელეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის (ომის მონაწილის) სტატუსი (ს.ფ. 47,48). 4.3. ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და…
- საქმე №ბს-117(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
…კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და…
- საქმე №ბს-599(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2025
…კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუქნტის შესაბამისად, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს.
- საქმე №ბს-768(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.10.2023
…საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; თავდაცვის ძალების ვეტერანები. მითითებული კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და…
- საქმე №ბს-783(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-2, მე-6 და მე-9 მუხლებზე, აგრეთვე "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-16 მუხლზე.
- საქმე №ბს-916(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №ბს-475(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-426(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-324(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №ბს-1193(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ბს-959(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
- საქმე №330310019002875988 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №330310019002801847 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება