პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.11.2015 ძალადაკარგული 16.09.2019
ნომერი
№01-57/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016366
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-57/ნ

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად,  პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის დადგენისა და იმუნიზაციის მართვის გაუმჯობესების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ​3“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის, 78-ე მუხლის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი და იმუნიზაციის მართვის წესები (დანართი №1).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს პროფილაქტიკური აცრის სააღრიცხვო, საანგარიშგებო ფორმების და  პროფილაქტიკური აცრების კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის ფარგლებში მეთოდური სახელმძღვანელოების დამტკიცება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანება. 
4. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“, №01-57/ნ, 19.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016366 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3055660-1/