საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.11.2015 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№54/2015
სარეგისტრაციო კოდი
010190030.15.008.016218
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (51)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (47)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №54/2015

2015 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილება.
+
მუხლი 3
ამ დადგენილების გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს მისი პირველი მუხლის ამოქმედებამდე, ცესკოს აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყოს აპარატის შესაბამის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ ცესკოს დადგენილების პროექტების მომზადება და ცესკოსთვის წარდგენა.
+
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, ცესკოს აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა, უზრუნველყონ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა.
+
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
+
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა. ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
+



დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი

+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.

2. თავის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ რეგლამენტით.

3. რეგლამენტი განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებათა განხორციელების წესს, პროცედურას, ცესკოს აპარატის სტრუქტურას და სავალდებულოა კომისიის ყველა წევრისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე ყველა დონის საარჩევნო კომისიებისა და ცესკოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოსათვის.

4. ცესკოს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტვიფრი, გაერთიანებულია ხაზინაში.

5. ცესკოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0131, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138.

6. ცესკოს ხელმძღვანელობს  და წარმოადგენს მისი თავმჯდომარე.

7. ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).

8. საარჩევნო პერიოდში ცესკოს მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

9.ცესკოს სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს დადგენილება;

ბ) ცესკოს განკარგულება;

გ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება;

დ) ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება;

ე) ცესკოს მდივნის განკარგულება;

ვ) ცესკოს არჩევნების შედეგების  შემაჯამებელი ოქმი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №4/2018 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №36/2020 - ვებგვერდი, 14.09.2020 წ.

+
მუხლი 2. ცესკოს უფლებამოსილება
ცესკო:

1. დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის  რეგლამენტს;

2. გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის  თაობაზე;

3. განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  ინფორმირების  პირობებსა და წესს;

4. განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;

5. აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;

6. თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი  უფლებამოსილების განხორციელება;

7. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს  საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;

8. განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;

8​1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მორიგი, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების გამართვას;

9. საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება  ხელახლა დათვლის პროცესზე;

9​1. განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიაში პოლიტიკური პარტიების მიერ დასასახელებელ წევრთა კვოტებს და საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ღონისძიებათა განხორციელების გრაფიკს (ვადებს);

9​2. განკარგულებით ამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას;

9​3. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის წარმდგენ საარჩევნო კოლეგიის წევრთა წარმომადგენელს;

10. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით გამართული არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

10 ​1. (ამოღებულია - 08.08.2017, №21/2017);

10 ​2. ადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც დგება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

11. განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ  ორგანიზაციას,  სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;

11​1. განკარგულებით ადგენს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ წარმოსადგენი განცხადების დანართის ელექტრონულ ფორმას;

12. დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;

12​1. განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს;

12​2. (ამოღებულია - 10.07.2024, №11/2024);

12​3. (ამოღებულია - 10.07.2024, №11/2024);

13. განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;

14. ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;

15. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/ არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;

16. წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;

17. უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის  გამოქვეყნებასა  და გავრცელებას;

18. დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;

19. უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს;

20. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო  გადაწყვეტილებას, მათ შორის, სათანადო საფუძვლის არსებობისას - გადაწყვეტილებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

20​1. განკარგულებით განსაზღვრავს საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანის წესს;

20​2. განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლის 1​1 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს;

21. პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;

22. დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს;

23. განკარგულებით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;

23​1. დადგენილებით განსაზღვრავს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს; 

24. დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;

24 ​1. დადგენილებით განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს;

25. განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;

26. აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად  შესრულებისთვის;

27. დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების,  რეფორმებისა და  სწავლების  ცენტრის დებულებას;

28. დადგენილებით იღებს  საარჩევნო ადმინისტრაციის  მოხელეთა ეთიკის კოდექსს;

29. განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;

29​1. განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესს;

30. განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ, ყოველწლიურ სამოქმედო, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით საჭირო სხვა გეგმებს, სტრატეგიებს, პოლიტიკის დოკუმენტებსა და მათი შემუშავების, შესრულებისა და კორექტირების წესებსა და ვადებს;

31. განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა  და ვადებს;

32. განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;

33. დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;

33​1. დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს;

33​2. განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

33​3. ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, განკარგულებით ადგენს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებით წესს და ვადებს;

33​4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს;

34. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების/თანადაფუძნებისა და წესდების შესახებ;

35. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, კანონით უფლებამოსილი პირისაგან გრანტის მიღების შესახებ და უფლებამოსილია გამოიყენოს იგი ამ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;

35​1. უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა;

36. ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 17 მაისის დადგენილება №29/2016 - ვებგვერდი, 18.05.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №39/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის 8 აგვისტოს დადგენილება №21/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №35/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №1/2019 - ვებგვერდი, 18.01.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №8/2020 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №11/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.

+
თავი II
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები

+
მუხლი 3. ცესკოს შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები
1. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი.

2. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

ა) ცესკოს თავმჯდომარე;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ცესკოს მდივანი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №51/2017 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №11/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.

+
მუხლი 4. ცესკოს თავმჯდომარე
ცესკოს თავმჯდომარე:

1. ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;

2. უძღვება ცესკოს სხდომებს;

3.განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;

3​1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განკარგულებით განსაზღვრავს პარტიების დაფინანსების ოდენობას;

3​2. განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;

4. რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;

5. რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;

5​1. (ამოღებულია - 15.07.2021,  №22/2021);

5​2. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე;

6. სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;

7. სათანადო მოწმობებს აძლევს საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;

8. სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ ადგილმონაცვლეებს.

9. საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას;

9​1. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას:

ა) არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მოხსნის შესახებ, ამ კანდიდატის შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

ბ) ქალაქ თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, პარტიული სიიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის მოხსნის შესახებ, ამ კანდიდატის შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

9​2. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას:

ა) არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან პარლამენტის წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

ბ) თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, პარტიული სიიდან თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

9​3. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს გასვლითი სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ. აღნიშნული განკარგულება უნდა გამოიცეს გასვლითი სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 2 დღისა და გამოცემისთანავე განთავსდეს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე;

10. (ამოღებულია - 17.12.2024, №57/2024);

11. ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

12. საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის თანამშრომლებს;

13. ხელს აწერს ცესკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ასევე, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებს;

14. ხელს აწერს ცესკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით  გასულ  დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;

15. გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;

16. გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების  საფუძველზე;

17. ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;

18. წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სხვა პირებთან, მათ შორის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობაში;

19. ბრძანებით განსაზღვრავს ცესკოს აპარატში და საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს;

19​1. ბრძანებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერის/საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებისას თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობის მიმღებ პირთა შემადგენლობას.

20. საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულიდან ნიშნავს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვისათვის პერსონალურად პასუხისმგებელ პირებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ქმნის და ნიშნავს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების არსებობის, გამოყენებისა და შენახვის შემმოწმებელი კომისიის წევრებს.

21. ბრძანებით ამტკიცებს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის შეფასებისა და მონიტორინგის გეგმას.

22. ბრძანებით ამტკიცებს ცესკოს, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საინფორმაციო სისტემების შერჩევისა და ექსპლუატაციის მოთხოვნებს და მისი შემდგომი შესრულების წესსა და ვადებს.

23. წარუდგენს ცესკოს დასამტკიცებლად ცესკოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;

24. ბრძანებით ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ცესკოს აპარატის მოხელეთა თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით;

25. ბრძანებით ამტკიცებს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ელექტრონული საშუალებების კენჭისყრაში/არჩევნებში გამოყენების სტანდარტებთან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ცოდნის შესაბამისობის დადგენის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეთა სავალდებულო სერტიფიცირების წესს;

25​1. ბრძანებით განსაზღვრავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს;

26. ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

​საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №74/2015 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 17 აპრილის დადგენილება №28/2016 - ვებგვერდი, 18.04.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №39/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილება №5/2017 - ვებგვერდი, 20.02.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №21/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №4/2018 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №1/2019 - ვებგვერდი, 18.01.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №8/2020 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 15 ივლისის დადგენილება №32/2022 - ვებგვერდი, 16.06.2022 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №11/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის 11 მარტის დადგენილება №9/2025 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.

+
მუხლი 5. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

2. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №11/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.

+
მუხლი 6. ცესკოს მდივანი
ცესკოს მდივანი:

1. ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;

2. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

3. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

4. განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო  ბარათებს;

5. ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

5​1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.

6. უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებასა და დღის წესრიგის შედგენას;

7. ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;

8. გამოსცემს განკარგულებებს;

9. ცესკოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

10. ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №39/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №1/2019 - ვებგვერდი, 18.01.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №11/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.

+
თავი III
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი

+
მუხლი 7. ცესკოს აპარატი
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით.

2. ცესკოს აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარე, ხოლო ცესკოს აპარატის მიმდინარე საქმიანობას უძღვება ცესკოს აპარატის უფროსი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.


+
მუხლი 8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა
1) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში იქმნება და ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) იურიდიული დეპარტამენტი:

ა.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.ბ) შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილება.

ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი:

ბ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილება;

ბ.გ) საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება.

გ) საფინანსო დეპარტამენტი:

გ.ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

გ.ბ) ლოგისტიკის განყოფილება;

გ.გ) სამეურნეო განყოფილება;

გ.დ) ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:

დ.ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება.

ე) (ამოღებულია - 17.12.2024, №57/2024);

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ზ) საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ზ.ა) ამომრჩეველთა სიების ფორმირების განყოფილება;

ზ.ბ) საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილება;

ზ.გ) საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილება.

თ) ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი):

თ.ა) საქმისწარმოების განყოფილება.

2. ცესკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობებია:

ა) ცესკოს აპარატის უფროსი/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსი;

გ) ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი;

დ) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი;

ე) პრესსპიკერი;

ვ) შრომის უსაფრთხოების მენეჯერი;

ზ) სწავლების მონიტორინგის მენეჯერი;

თ) ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი;

ი) საარჩევნო რეგისტრაციების მენეჯერი;

კ) სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი;

ლ) საარჩევნო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის მენეჯერი;

მ) განყოფილების უფროსი;

ნ) საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზის მენეჯერი;

ო) სასამართლოებთან ურთიერთობისა და დავების მენეჯერი;

პ) მთავარი ბუღალტერი;

ჟ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის მენეჯერი;

რ) მონაცემთა მართვის მენეჯერი;

ს) საარჩევნო პროცესების პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი;

ტ) საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის მენეჯერი;

უ) ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი;

ფ) ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი;

ქ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ღ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ყ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

შ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

ჩ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და თანამშრომელთა უფლებამოსილებანი და მათი საქმიანობის წესი განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, ცესკოს აპარატის უფლებამოსილებათა გადანაწილების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით და სამუშაოთა აღწერილობით.

4. ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ერთეულის დებულებები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სამუშაოს აღწერილობის ფორმა ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სტრუქტურული ერთეულები.

5​1. საჭიროებისამებრ, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი.

6. ცესკოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს შესაბამისი ბრძანებით ცესკოს თავმჯდომარე, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება №33/2016 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 20 იანვრის  დადგენილება №2/2017 - ვებგვერდი, 20.01.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №17/2017 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №29/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 21 იანვრის დადგენილება №1/2022 - ვებგვერდი, 24.01.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №41/2022 - ვებგვერდი, 06.09.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №44/2022 - ვებგვერდი, 16.12.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №31/2024 - ვებგვერდი, 19.08.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.

+
თავი IV
ცესკოს სტრუქტურული ერთეულები

+
მუხლი 9. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საერთო ვალდებულებები
1. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.

2.  ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მისი უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება და თავისუფლდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და აპარატის უფროსის დავალებებს, რომელიც ამ ერთეულის კომპეტენციაში შედის.

3. ცესკოს აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეული:

ა) აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას;

ბ) ცესკოს სხდომის დღემდე, არაუგვიანეს 24 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), ცესკოს სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების და/ან განკარგულებების პროექტებს, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ვიზირებით გადასცემს ცესკოს მდივნის აპარატს;

გ) ცესკოს სხდომის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა) საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებულ, მათ მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტს გადასცემს ცესკოს მდივნის აპარატს;

დ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად  საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, ასევე სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე სხვა ინფორმაციის დაცვაზე;

დ​1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ან/და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას;

ე) ცესკოს სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;

ე​1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშების მომზადებაში;

ვ) ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული წესის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ვ​1) საჭიროებისამებრ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სხვადასხვა უწყებაში წარსადგენ ანგარიშებს.

ზ) ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №21/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13/2025 - ვებგვერდი, 25.03.2025 წ.  

+
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 22 თებერვლის დადგენილება №14/2016 - ვებგვერდი, 23.02.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №21/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.

+
მუხლი 11. იურიდიული დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

2. არჩევნებთან/რეფერენდუმთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს ცესკოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;

3. იხილავს არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს და განკარგულებების პროექტებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს; 

4. წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;

5. ცესკოს სათანადო სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;

6. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყავს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

7. ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის პროექტს.

8. ახდენს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) განთავსებული სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის საჭიროებისამებრ ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას;

9. ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი ხელშეკრულებების იურიდიული მხარის ვიზირებას;

10. ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებლივი აქტების პროექტების ვიზირებას;

11. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის შეგროვებას, განთავსებასა და გამოქვეყნებას); უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავებზე, სასამართლოებიდან შემოსული, განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას;

12. როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში იურიდიულ კონსულტაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიებს;

13. ახდენს დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვასა და ანალიზს;

13​1. ახორციელებს საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზს;

14. ახდენს ცესკოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

15. ახდენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;

16. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს, ასევე საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

17. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციაში კომპეტენციის ფარგლებში ცესკოს აპარატის, ცესკოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შიდა აუდიტის განხორციელებას, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენას;

18. უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

19. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

20. ახდენს ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;

21. ახდენს ცესკოს წინაშე არსებული რისკების და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;

22. ცესკოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეისწავლის საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

23. ახდენს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;

24. ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესრულებაზე კონტროლსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რეაგირებას მისი ნორმების შესრულებაზე;

25. უზრუნველყოფს დისციპლინური/სამსახურებრივი გადაცდომის ან/და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოების დაწყებას, შესაბამისი ინფორმაციის მიღება-გაანალიზებას, დასკვნის მომზადებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის ან/და ცესკოსთვის წარდგენას;

26. ახდენს დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

27. უზრუნველყოფს სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამომდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებიდან, არ წარმოადგენს ცესკოს დეპარტამენტების უფლებამოსილების სფეროს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

27​1. უზრუნველყოფს ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას;

27​2. დახმარებას უწევს ცესკოს თავმჯდომარეს/სხდომის თავმჯდომარეს ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვაში;

27​3. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის ცესკოს შენობიდან/ცესკოს სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების აღსრულებას;

27​4. ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს პოლიციას;

28. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №35/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №2/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №44/2022 - ვებგვერდი, 16.12.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №31/2024 - ვებგვერდი, 19.08.2024 წ.

+
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №39/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №21/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №1/2019 - ვებგვერდი, 18.01.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.

+
მუხლი 13. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ცესკოს მისიის და საქმიანობის შესახებ;

2. არეგულირებს ცესკოს ურთიერთობას მედიასთან, საზოგადოებასთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

3. უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

4. გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

5. უზრუნველყოფს ცესკოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და საზოგადოებისათვის მიწოდებას;

5​1. უზრუნველყოფს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირებას;

6. (ამოღებულია - 28.12.2022, №48/2022);

7. (ამოღებულია - 08.08.2017, №21/2017);

8. ამზადებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეტყობინებებს, განცხადებებსა და საინფორმაციო ხასიათის მასალებს და უზრუნველყოფს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მათ გავრცელებას;

9. ამზადებს პრესრელიზებს, მიმოხილვებს, სტატიებს და ავრცელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

10. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარებას;

11. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარებისა და სხვა  ღონისძიებების ჩატარებას;

12. გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს საარჩევნო საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით;

13. გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით;

14. ადმინისტრირებას უწევს ცესკოს ვებ-გვერდს;

15. (ამოღებულია - 25.03.2025, №13/2025).

16. (ამოღებულია - 25.03.2025, №13/2025).

17. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოსაქვეყნებლად, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის, ცესკოს ვებგვერდზე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას;

17​1. შეიმუშავებს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს და წარუდგენს ცესკოს, დადგენილებით დასამტკიცებლად;

18. კოორდინაციას უწევს ცესკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან და დიპლომატიურ   წარმომადგენლობებთან; 

19. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს წარმომადგენლების ვიზიტებს საზღვარგარეთ;

20. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას;

21. გეგმავს და ორგანიზებას უწევს უცხოური დელეგაციების ვიზიტებს ცესკოში;

22. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგენს პროექტებს და კონცეფციებს, წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს;

23. გეგმავს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და დელეგაციებთან  შეხვედრებს  და მოლაპარაკებებს;

24. ცესკოს თავმჯდომარის დავალებით და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით გეგმავს და ორგანიზებას უწევს კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებს.

25. უზრუნველყოფს საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

26. წარმოადგენს საკონტაქტო სამსახურს ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას;

27. უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ორგანიზაციებისთვის.

28. ახდენს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას;

29. ხელს უწყობს ცესკოს პროაქტიულ კომუნიკაციაში დაინტერესებულ მხარეებთან (მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები);

29​1. განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგიას;

29​2. საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულების მიზნით შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას;

29​3. შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი პოზიციონირებისთვის;

29​4. ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას, შედეგების ანალიზს და განსაზღვრავს რეაგირების გზებს;

30. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება №33/2016 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №39/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №21/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №2/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 21 იანვრის დადგენილება №1/2022 - ვებგვერდი, 24.01.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №48/2022 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13/2025 - ვებგვერდი, 25.03.2025 წ.  

+
მუხლი 14. საფინანსო დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით უზრუნველყოფს:

1. პროგრამული ბიუჯეტ(ებ)ის შემუშავებას (პროგრამა, ქვეპროგრამა, ღონისძიება);

2. საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის (საბიუჯეტო განაცხადის) შემუშავებას;

3. საარჩევნო ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაციას;

4. ბიუჯეტის მართვას, ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას, ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, ბიუჯეტის შესრულების წლიური და კვარტალური ანგარიშების შედგენას;

5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმის პროექტის მომზადებას;

6. წლიურ საბიუჯეტო კანონზე დაყრდნობით ხარჯების კვარტალურ განწერას;

7. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადებას;

8. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის – პროგრამების, ქვეპროგრამების, ღონისძიებების – ანალიზი შეფასების კრიტერიუმების (ინდიკატორების) მიხედვით კოორდინაციას;

9. ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში განსაზღვრულ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადებას;

10. წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას მოსალოდნელი მოთხოვნილების გეგმის საფუძველზე: წლიური გეგმის შეჯერებას, დამტკიცებასა და კორექტირების მოხდენას;

11. სახელმწიფო შესყიდვებს, შესყიდვებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მონიტორინგს;

12. სახელმწიფო შესყიდვაზე ანგარიშების შედგენას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

13. ბუღალტრული ოპერაციების დოკუმენტურ გაფორმებასა და მათ ასახვას საბუღალტრო რეგისტრში;

14. ქონებისა და სამეურნეო ოპერაციების შეფასებას;

15. ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვეტარიზაციას;

16. ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებასა და ანგარიშგებას, საარჩევნო კომისიის ბალანსის შედგენას;

17. ცესკოს ადმინისტრაციის შენობის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, ტექნიკური და სამეურნეო საქმიანობის ზედამხედველობას;

17​1. ცესკოს საწყობის ადმინისტრირებას;

17​2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან კოორდინაციით საარჩევნო მიზნებისათვის საარჩევნო ინვენტარისა და საარჩევნო ელექტრონული საშუალებების უსაფრთხო შენახვას, ტრანსპორტირებასა და განაწილებას;

18. საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის კონსულტაციების გაწევას და კოორდინაციას ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე;

18​​1. ინფორმაციის მიწოდებას საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობების შესახებ;

19. საარჩევნო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის კონსულტაციების გაწევას ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვის საკითხებზე;

20. არასაარჩევნო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიების ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;

21. ცესკოს საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას;

22. ცესკოს ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი  საშუალებებით განხორციელებას;

22​1. შეიმუშავებს საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესს და წარუდგენს ცესკოს, განკარგულებით დასამტკიცებლად;

22​2. (ამოღებულია - 24.08.2020, №17/2020);

23. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 22 თებერვლის დადგენილება №14/2016 - ვებგვერდი, 23.02.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №39/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №17/2020 - ვებგვერდი, 25.08.2020წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №2/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.

+
მუხლი 15. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილების მეშვეობით: 

1. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვას და შემდგომ ექსპლუატაციას.

2. ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრამულ უზრუნველყოფას.

3. უზრუნველყოფს სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის დანერგვას და შემდგომ ადმინისტრირებას.

4. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების უსაფრთხოებას.

5. უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ/გამართულ მუშაობას.

6. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს  მათ  კომისიის თავმჯდომარეს.

7. კონსულტაციებს უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით.

8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს.

9. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №35/2017 - ვებგვერდი, 22.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.

+
მუხლი 16. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი:

1. ცესკოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ცესკოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;

1​1. პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებასა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვაზე.

2. შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის პროექტს და ცესკოს მიერ აღნიშნული პროექტის დადგენილებით დამტკიცების შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღნიშნული კოდექსის ცესკოს აპარატის თანამშრომლებისათვის გაცნობას;

3. (ამოღებულია - 07.09.2019, №28/2019).

4. კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

5. შეიმუშავებს და ცესკოს დასამტკიცებლად წარუდგენს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტს;

6. ხელს უწყობს ცესკოს აპარატში ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას, ორგანიზაციული კულტურის ელემენტების დანერგვას და განვითარებას;

7. ცესკოს გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ყოველწლიურად შეიმუშავებს ადამიანური რესურსების გეგმას;

8. ცესკოს ხელმძღვანელობის მოთხოვნით მართვას ცესკოს აპარატის სამუშაოს ანალიზის პროცესს, განსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენების ან/და ოპტიმიზაციის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

9. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან ერთად წარმართავს ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესს;

10. უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შინაგანაწესის პროექტის შემუშავებას;

11. შეიმუშავებს, პერიოდულად აახლებს და ატარებს საორიენტაციო პროგრამას ცესკოს აპარატის ახალი თანამშრომლებისათვის და სტაჟიორებისათვის;

12. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით ღია, დახურული და შიდა კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

13. ამზადებს ცესკოს აპარატის მოხელეთა თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს;

14. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, უზრუნველყოფს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა რაოდენობის განსაზღვრას, ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებასა და სტაჟირების გავლის პროცესის კოორდინაციას/მონიტორინგს;

15. ახორციელებს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვიანობის წარმოებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის ინფორმაციის წარდგენას;

16. (ამოღებულია - 19.09.2019, №33/2019).

17. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის და საოლქო საარჩევნო კომისიების ადამიანური რესურსების ეფექტურ ადმინისტრირებას;

17​1. (ამოღებულია - 14.05.2021, N9/2021);

18. ამზადებს აპარატის სტაჟიორთა ხელშეკრულებების პროექტებს;

19. უზრუნველყოფს არჩევნების მართვის ელექტრონული სისტემის HR მოდულში (armasi.cec.gov.ge) ინფორმაციის შეტანასა და განახლებას;

20. ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტებს;

21. ამზადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ ცესკოს განკარგულების პროექტს;

22. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად უზრუნველყოფს „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას;

23. ახორციელებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

24. შეიმუშავებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ ცესკოს განკარგულების პროექტს და უზრუნველყოფს აღნიშნული პოლიტიკით განსაზღვრული პროცედურების შესრულებასა და დაცვას;

25. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა იერარქიულ რანგებში განაწილებისა და მათთვის შესაბამისი კლასების მინიჭების პროცესის ადმინისტრირებას;

26. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა ფიცის დადების პროცესის ადმინისტრირებას;

27. ზედამხედველობას უწევს ცესკოს აპარატის მოხელეთა გამოსაცდელი ვადის დინებას;

28. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა კარიერის მართვის (მოხელეთა გადაყვანის, მობილობის, მოხელეთათვის დროებითი ფუნქციების დაკისრების) პროცესის კოორდინაციას;

29. ცესკოს ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავებს და მართავს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემას;

30. ყოველწლიურად ან/და ცესკოს თავმჯდომარის დავალებით იკვლევს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კმაყოფილებას და მოტივაციას. კვლევის შედეგებს და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკოს ხელმძღვანელობას;

31. პერიოდულად იკვლევს შრომის ბაზარს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების კორექტირების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ;

32. სადაზღვევო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა კორპორატიულ დაზღვევასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, დაზღვეულ პირთა საინფორმაციო ბაზების განახლებას;

33. უზრუნველყოფს ცესკოს წევრების, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სამსახურებრივი მივლინების პროცესის ადმინისტრირებას;

34. უზრუნველყოფს ცესკოს წევრების, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შვებულებით სარგებლობის პროცესის კოორდინაციას;

35. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით პირების დასაქმების პროცესის კოორდინაციას;

35​1. საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნათა დაცვას და შესრულებას.

35​2. ხელს უწყობს ცესკოს შენობაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

36. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესის კოორდინაციას;

36​1. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების/სწავლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი სტატუსანგარიშების კონსოლიდირების შედეგად ამზადებს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

36​2. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების/სწავლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/ანგარიშების კონსოლიდირების შედეგად ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენ ანგარიშს ჩატარებული არჩევნების შესახებ;

36​3. კოორდინაციას უწევს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებას;

36​4. კოორდინაციას უწევს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის მონიტორინგის და შეფასების გეგმის შემუშავებას;

36​5.უზრუნველყოფს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შედგენისა და განხორციელებული საქმიანობის შეფასების მიზნით გამოკითხვების ჩატარებას;

36​6. უზრუნველყოფს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების კონსოლიდირებას;

36​7. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის მონიტორინგის და შეფასების ანგარიშების მომზადებას;

37. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №39/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №21/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №33/2019 - ვებგვერდი, 20.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 30 აპრილის დადგენილება №2/2020 - ვებგვერდი, 30.04.2020წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №44/2022 - ვებგვერდი, 16.12.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.

+
მუხლი 17. (ამოღებულია)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 29 იანვრის დადგენილება №13/2016 - ვებგვერდი, 01.02.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №39/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №12/2017 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №29/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №33/2019 - ვებგვერდი, 20.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.

+
მუხლი 18. (ამოღებულია)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №44/2022 - ვებგვერდი, 16.12.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.

+
მუხლი 18​1. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

2​1. უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

2​2. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

3. კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;

3​1. უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებას;

3​2. უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში გამოსაყენებელი ელექტრონული საშუალებების ტექნიკურ და პროგრამულ გამართვას;

3​3. საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ელექტრონული საშუალებების კენჭისყრაში/არჩევნებში გამოყენების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით,  ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეთა სწავლებას;

4. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს აცნობებს ინფორმაციას ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადასცემს მათ ცესკოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს;

5. საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების  ორგანიზებას;

6. საფინანსო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს საოლქო საარჩევნო კომისიების იურიდიული მისამართების განსაზღვრის თაობაზე;

7. იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის განთავსებას და გამოქვეყნებას);

8. საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას;

9. უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან კოორდინაციას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;

10. კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს საარჩევნო უბნების შექმნასა და საზღვრების დადგენაში;

11. პერიოდულად ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობის ადგილზე ანალიზს, ხარვეზების და პრობლემების იდენტიფიცირებას, შესაბამისი ანგარიშის მომზადებას და ხარვეზების აღმოფხვრის/პრობლემების გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

12. ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული რისკების (არსებულის და პოტენციურის) იდენტიფიცირებას, შეფასებას და რისკების ეფექტურად მართვი მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებას;

13. ზედამხედველობს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს მიერ შესრულების პროცესს;

14. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

15. კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტებში;

16. საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერულად/სტატისტიკურად ამუშავებს ინფორმაციას;

17. საფინანსო დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას;

18. ადგენს და საფინანსო დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ;

19. მონიტორინგს უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესს და არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ცესკო ხელმძღვანელობას წარუდგენს პროცესების შეფასების შესახებ დასკვნას;

20. ახდენს არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ადმინისტრირებას კომპეტენციის ფარგლებში;

21. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ფორმით იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა  დოკუმენტაციას;

22. ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას შესანახად გადასცემს ცესკოს მდივნის აპარატს;

23. ამზადებს და ადგენს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებსა და საბუთების სახეებს, ამზადებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზირებისათვის გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს;

24. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის სტამბის ორგანიზაციასა და პოლიგრაფიული  საქმიანობის  გამართულ ფუნქციონირებას;

25. იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ;

26. ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში ცვლილების შესახებ;

27. (ამოღებულია - 17.12.2024, №57/2024);

28. აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების  დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებლად;

29. ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას;

30. უზრუნველყოფს ცესკოს ლოგოთი და ბეჭდით (ელექტრონული) დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაბეჭდვას;

31. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა და დროულად დამუშავებას;

32. უზრუნველყოფს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებასა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანას;

33. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები);

34.  უზრუნველყოფს კოორდინაციას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უწყებებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების მიზნით;

35. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინაციას საჯარისო ფორმირებების, პენიტენციური დაწესებულებების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის;

36. უზრუნველყოფს კოორდინაციას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით;

37. კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს დადგენილებების ან/და ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის/ცესკოს მდივნის განკარგულებების პროექტებს;

38. უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/ქალაქ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრების ნაცვლად შესაბამისი პარტიული სიიდან მათი ადგილმონაცვლეებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნას;

39. ახორციელებს საარჩევნო კოდექსით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კერძოდ, საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების  რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას;

40. შეიმუშავებს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ, წარმოსადგენი განცხადების დანართის ელექტრონულ ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ცესკოს;

41. უზრუნველყოფს პარტიების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას (ამოწმებს, ამზადებს და ინახავს რეგისტრაციისათვის განკუთვნილ მასალებს);

42. ამოწმებს პოლიტიკური პარტიების/ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატთა/სარეფერენდუმო საკითხის მხარდამჭერთა სიებს;

43. უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებისათვის, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებისათვის სათანადო მოწმობების დამზადებას;

44. ამოწმებს პარტიულ სიებსა და კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათებს;

45. უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/ქალაქ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას;

46. ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე ამზადებს პრესის აკრედიტაციას;

47. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №28/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 21 იანვრის დადგენილება №1/2022 - ვებგვერდი, 24.01.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №44/2022 - ვებგვერდი, 16.12.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.

+
მუხლი 18​2. ცესკოს მდივნის აპარატი
ფუნქციების შესასრულებლად ცესკოს მდივნის აპარატი მასში შემავალი განყოფილების მეშვეობით:

1. ორგანიზებას უწევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიან სისტემას;

2. ახდენს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის „eDocument” სისტემის ადმინისტრირებას;

3. უზრუნველყოფს კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და საჭიროების შემთხვევაში სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დროულად მიწოდებას. აგრეთვე, დოკუმენტაციის შესაბამისი ადრესატისათვის გაგზავნას/მიწოდებას;

4. გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას;

5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს, ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების სამართლებრივი აქტების პროექტებს;

6. უზრუნველყოფს ცესკოს სხდომების/სხდომათა დარბაზის მომზადებას. შესაბამისი დეპარტამენტებისაგან მიღებული სამართლებრივი აქტების პროექტების საფუძველზე ადგენს ცესკოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს და წარუდგენს ცესკოს მდივანს;

7. უზრუნველყოფს ცესკოს, ცესკოს სამუშაო ჯგუფებისა და სხვადასხვა კომისიების სხდომის ოქმების შედგენას;

8. უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის” გადაცემას, მის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით;

9. უზრუნველყოფს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმების საქართველოს პარლამენტისათვის გადაცემას;

10. უზრუნველყოფს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლს, აღრიცხვას, განადგურებას და შენახვას სათანადოდ ჩაკეტილ და დაცულ ადგილას, „იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესების განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2858-Iს დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. აგრეთვე, გერბიანი ბლანკების აღრიცხვისათვის სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმის (ბარათი, ჟურნალი) შემუშავებას და ამ ფორმების დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურაში შეტანას;

11. უზრუნველყოფს ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან მატერიალური ფორმით არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების და მათ ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციის მიღებას და აღნიშნული დოკუმენტაციის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;

12. ცესკოს არქივში დაცვის მიზნით უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საარჩევნო კომისიებიდან დოკუმენტაციის/საარქივო მასალის მიღებას, დამუშავებას და მათ სათანადო წესით შენახვას/დაარქივებას;

13. უზრუნველყოფს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტებზე, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას;

14. ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არქივის ფუნქციონირებას და მართვას;

15. უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიბლიოთეკის ფუნქციონირებას და მართვას;

16. ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშვთა ბიუროს ფუნქციონირებას და მართვას;

17. ახდენს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ამომრჩევლისათვის პასიური საარჩევნო და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ცესკოში შემოსული სასამართლოს განაჩენების აღრიცხვა-დამუშავებას;

18. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას;

19. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №2/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №9/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.

+
მუხლი 19. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
1. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის უფლებამოსილებები განისაზღვრება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

2. ფუნქციების შესასრულებლად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი უზრუნველყოფს:

ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების მომზადებასა და მათი მეშვეობით ცესკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სსიპ –საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საინფორმაციო რესურსების სათანადო გამოყენების შესაძლებლობას;

ბ) ინფორმაციული აქტივების აღწერას, დაცვასა და ცესკოს აპარატის, სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად მათზე წვდომის წესების განსაზღვრას;

გ) ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების, საფრთხეებისა და ინციდენტების მართვას, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ ცესკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინფორმაციულ რესურსებზე;

დ) ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლებისათვის მათი ვალდებულებების გაცნობას.

3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ექვემდებარება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარეს.

4. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და სპეციალისტის უფლებამოსილებები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №69/2015 - ვებგვერდი, 21.12.2015წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 იანვრის დადგენილება №7/2016 - ვებგვერდი, 20.01.2016წ.

+
მუხლი 19​1. პრესსპიკერი
1. პრესსპიკერის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

2. პრესსპიკერის უფლებამოსილებები და ფუნქციები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

3. პრესსპიკერი ექვემდებარება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №17/2017 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.


+
მუხლი 19​2. ცესკოს აპარატის უფროსი
1. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ცესკოს სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იმავდროულად არის ცესკოს აპარატის უფროსი.

2. აპარატის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება ცესკოს თავმჯდომარეს.

3. ცესკოს აპარატის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და ცესკოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. ცესკოს აპარატის უფროსი:

ა) უძღვება ცესკოს აპარატის მიმდინარე საქმიანობას;

ბ) საერთო კოორდინაციას უწევს ცესკოს სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატის თანამშრომელთა მუშაობას;

გ) ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს ცესკოს შესაბამის ხელმძღვანელ პირებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სამართლებრივი აქტების პროექტებს.

ე) თავის კომპეტენციის ფარგლებში დავალებებს აძლევს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და აპარატის სხვა თანამშრომლებს;

ვ) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის დავალებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ასრულებს ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს;

5. ცესკოს აპარატის უფროსის სხვა უფლებამოსილებები და ფუნქციები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.


+
თავი V
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება

+
მუხლი 20. ცესკოს სხდომა
1. ცესკოს სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით;

2. ცესკო ვალდებულია სხდომის გამართვის წინა დღეს თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების დროისა და დღის წესრიგის პროექტის თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესებიდან გამონაკლისები დასაშვებია საარჩევნო პერიოდში. ამ შემთხვევაში ცესკო ვალდებულია, სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის პროექტის თაობაზე.

4. სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს ცესკოს მდივანი.

5. ცესკოს სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტები.

6. ცესკოს სხდომის დღემდე, არაუგვიანეს 24 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), ცესკოს მდივნის აპარატი ვალდებულია სხდომაზე განსახილველი დადგენილებების და/ან განკარგულებების პროექტები ელექტრონული ფოსტით გასაცნობად წარუდგინოს ცესკოს წევრებს. საარჩევნო პერიოდში დადგენილებების და/ან განკარგულებების პროექტები ცესკოს წევრებს გასაცნობად უნდა წარედგინოს სხდომის გამართვამდე მაინც.

7. ცესკოს სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – მოადგილე.

8. ცესკოს სხდომას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა ესწრებიან აპარატის სტრუქტურული ერთეულების/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელები, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და პრესსპიკერი, ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი (მანდატური), რომელიც უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას, აგრეთვე საჭიროებისამებრ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, შესაბამისი განყოფილებების უფროსები და სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განსახილველად, სხდომაზე საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.

8​1. სხდომის დარბაზში მყოფი პირები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომლის (მანდატურის) მითითება სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის თაობაზე.

9. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

10. საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც, ამავე კოდექსის შესაბამისად, მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.

11. როგორც წესი, ცესკოს წევრები ცესკოს სხდომაზე დასწრებას და კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ადასტურებენ.

12. ცესკოს სხდომაზე ცესკოს წევრის დასწრების ფაქტი დასტურდება ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციის გავლით.

13. სხდომის დაწყებამდე ცესკოს მდივნის აპარატის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების შესაბამისი თანამშრომლები, ასევე ცესკოს წევრები ვალდებულნი არიან, შეამოწმონ ელექტრონული სისტემის ტექნიკური ან/და პროგრამული გამართულობა. ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში ცესკოს შესაბამისმა თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო ცესკოს წევრებმა ამის შესახებ უნდა განაცხადონ დაუყოვნებლივ.

14. ელექტრონული სისტემის ტექნიკური შეფერხებისას სხდომის თავმჯდომარე ან აცხადებს შესვენებას აღნიშნული შეფერხების აღმოსაფხვრელად ან/და იღებს სხვა გადაწყვეტილებას.

15. ცესკოს გასვლითი სხდომების დროს ელექტრონული სისტემა არ გამოიყენება.

16. ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცესკოს წევრები ცესკოს სხდომაზე დასწრებას და კენჭისყრაში მონაწილეობას ადასტურებენ რეგისტრაციის ფურცელზე ხელმოწერით.

16​1. სხდომის თავმჯდომარე სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილების შესაბამისი თანამშრომლის/თანამშრომლების (მანდატურის/მანდატურების) დახმარებით.

17. ცესკოს წევრს უფლება აქვს, დღის წესრიგის დამტკიცებამდე, მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით, თუ ეს საკითხი არ მოითხოვს დამატებით შესწავლას, სხვა შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ.

17​1. პირი, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცესკოს სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ, ვალდებულია დატოვოს სხდომის დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი (მანდატური) მიმართავს პირს, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დარბაზიდან გაძევების შესახებ, რომ დატოვოს ცესკოს სხდომის დარბაზი. თუ აღნიშნული პირი  ცესკოს შესაბამისი თანამშრომლის მიმართვის მიუხედავად არ დატოვებს ცესკოს სხდომის დარბაზს, ცესკოს შესაბამისი თანამშრომელი უზრუნველყოფს გაძევების შესახებ ცესკოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის დახმარებით.

18. ცესკოს ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს, მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. ცესკოს სხდომაზე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ ამ მუხლით დადგენილი წესით.

19. საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და სტრუქტურული ერთეულების  ხელმძღვანელებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა.

20. კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, ცესკოს წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს, შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთი და იმავე საკითხზე, ერთი და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.

21. ცესკოს სხდომაზე განცხადების/საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაში ან სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების დროს, განმცხადებლის/მომჩივნის, თავად ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტის ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიერ სხდომაზე საკუთარი პოზიციების გადმოცემისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი მოსაზრებების ზეპირად წარმოდგენისათვის მხარეს უნდა მიეცეს დრო, რაც მისცემს მას გონივრულ შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი ან მისი მარწმუნებლის პოზიცია.

22. მხარე უფლებამოსილია, მის მიერ წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში, წინასწარ მიუთითოს იმ დროის გონივრული ოდენობა, რაც მას დასჭირდება საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად გამართულ ზეპირ მოსმენაზე ან/და სხდომაზე გამოსვლის წინ მოითხოვოს დროის კონკრეტული ოდენობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აღნიშნული დროის შემცირება დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის მიერ, თუ მხარე მის მიერ მოთხოვნილ დროს იმდაგვარად იყენებს, რომ აღნიშნული აშკარად ემსახურება საკითხის განხილვის ვადებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის გაჭიანურებას ან/და წარმოშობს მისი განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის საშიშროებას.

23. ამ მუხლით დადგენილი დროის ამოწურვის შემდგომ, წინადადების შეწყვეტის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელს მიეცემა იმდენი დრო დამატებით, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ დასრულებულ იქნეს წარმოთქმული წინადადება.

24. სხდომაზე, საკითხის განხილვის პროცესში, მხარეებისათვის და მხარის მიერ  კითხვების დასმა და მათზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

25. ცესკოს სხდომის მიმდინარეობისას, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება გამოცხადდეს შესვენება.

26. სხდომის მიმდინარეობისას ცესკოს მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკო, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს ცესკოს თავმჯდომარე.

27. სხდომაზე საკითხის განხილვისას ცესკოს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზე გამოისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) კენჭისყრაში მონაწილე ცესკოს წევრთა რაოდენობა;

ბ) კვორუმი სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;

გ) სხდომაზე განხილული საკითხის მომხრე და წინააღმდეგი ცესკოს წევრთა რაოდენობა, ასევე იმ წევრთა რაოდენობა, რომლებმაც თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან;

დ) საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

28. ცესკოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციის სახით, აუდიო-ვიდეო ჩაწერის რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელის გვერდზე და სხდომის სრული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, როგორც სხდომის ოქმის შემადგენელი ნაწილი, სხდომიდან 1 დღის ვადაში ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე.

29. გამონაკლის შემთხვევებში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია არ განხორციელდეს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია, მათ შორის, გასვლითი სხდომების გამართვისას და თუ სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია ტექნიკურად შეუძლებელია, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში.

30. ცესკოს სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს ცესკოს მდივნის აპარატი და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

31. ცესკოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) სხდომის ოქმის ნომერი, სხდომის გამართვის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;

ბ) სხდომის დაწყების დრო;

გ) სხდომაში მონაწილე და სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი;

დ) სხდომის დღის წესრიგის პროექტი;

ე) დამტკიცებული სხდომის დღის წესრიგი;

ვ) სხდომაზე განსახილველი საკითხები და მიღებული სამართლებრივი აქტები;

ზ) სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლების მქონე პირთა მიერ გამოთქმული აზრები/მოსაზრებები/ალტერნატიული წინადადებები, საოქმო ჩანაწერები და სხვა, რომელიც დაფიქსირდა ტექნიკური საშუალებით (მიკროფონი), ერთვის ოქმს მხოლოდ აუდიო-ვიდეო ჩანაწერის სახით;

თ) კენჭისყრის/სახელობითი კენჭისყრის შედეგები, მათ შორის, ამ მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

32. ცესკოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

33. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ცესკოს მდივნის აპარატი ელექტრონული ფორმით უგზავნის ცესკოს წევრებს/დეპარტამენტებს. ასევე გადაწყვეტილებების ასლებს, მოთხოვნისთანავე, გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №16/2016 - ვებგვერდი, 09.03.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №21/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №1/2019 - ვებგვერდი, 18.01.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №41/2022 - ვებგვერდი, 06.09.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის დადგენილება №2/2024 - ვებგვერდი, 19.03.2024წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №11/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №12/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №31/2024 - ვებგვერდი, 19.08.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №38/2024 - ვებგვერდი, 19.08.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №56/2024 - ვებგვერდი, 09.12.2024წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №57/2024 - ვებგვერდი, 18.12.2024 წ.

+
მუხლი 21. კენჭისყრა
1. თითოეულ საკითხზე, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ, ცესკოს წევრები გადიან რეგისტრაციას.

2. კენჭისყრა ტარდება ხელის აწევით ან კენჭისყრის ელექტრონული სისტემით, აგრეთვე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში იმართება სახელობითი კენჭისყრა.

3. ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის დროს, ცესკოს წევრი, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რეგისტრაციას გადის და ხმას აძლევს პირადად, სხდომის დარბაზში საკუთარი ადგილიდან,  ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ღილაკის მონიშვნით.

4. ცესკოს წევრის მიერ კენჭისყრის დროს საკუთარი ნების გამოხატვის ფორმებია: მომხრე, წინააღმდეგი ან თავი შეიკავა.

5. ყოველი კენჭისყრის წინ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას.

6. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.

7. თუ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა:

ა) სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო ცესკოს წევრთა შესაბამისმა რაოდენობამ, სხდომის თავმჯდომარე სხდომას დასრულებულად აცხადებს;

ბ) კენჭისყრისათვის, ან საჭიროებისამებრ, ხელახალი კენჭისყრისთვის საჭირო ცესკოს წევრთა რაოდენობამ, კენჭი ეყრება სხდომის დღის წესრიგში რიგით მომდევნო საკითხს.

8. თუ ცესკოს სხდომაზე საკითხმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ამ შემთხვევაში საკითხს/საკითხებს, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული საკითხიდან, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კენჭი არ ეყრება.

9. ცესკოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ცესკო გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

9​1. თუ ცესკომ თავის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

10. ხმათა თანაბრად გაყოფისას სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.

11. ცესკოს სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.

12. ცესკოს იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ცესკოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ, წერილობით გამოთქვან განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია, პატივი სცეს და დაემორჩილოს ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

13. კენჭისყრის შედეგები, მათ შორის, სახელობითი კენჭისყრის შედეგები, ცესკოს სხდომის ოქმთან ერთად ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №21/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №22/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის დადგენილება №2/2024 - ვებგვერდი, 19.03.2024წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №11/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №12/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.

+
თავი VI
საქმიან ქაღალდებზე მუშაობის ორგანიზაცია

+
მუხლი 22. საქმეთა წარმოება
1. ცესკოში ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს მდივნის აპარატში სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).

2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო (საათი, წუთი). ცესკო/ცესკოს თავმჯდომარე განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

3. ცესკოს მდივნის აპარატი მატერიალურად ან/და არამატერიალურად შემოსულ დოკუმენტებს (გარდა განცხადება/საჩივრისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული სხვა საარჩევნო დოკუმენტაციისა) რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შესასრულებლად.

4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, ცესკოს მდივნის აპარატში რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას ამზადებს შესაბამისი დეპარტამენტი და გასცემს მისი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით). დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.

5. ცესკოში შემოსული ნებისმიერი საარჩევნო დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, საჯაროა გასაცნობად ცესკოს წევრებისა და საჭიროებისამებრ აპარატის თანამშრომლებისათვის. აკრძალულია, ცესკოში შემოსული და ცესკოს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა ცესკოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე (გარდა საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაციისა).

6. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს ცესკოს მდივნის აპარატი.

7. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია ცესკოს მდივანი. აკრძალულია ცესკოში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №21/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №36/2020 - ვებგვერდი, 14.09.2020 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №1/2021 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №2/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.

 

VII თავი

გარდამავალი დებულება

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ცესკოს სხდომის დისტანციურად მოწვევისა და გამართვის წესი განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 24 აგისტოს დადგენილება №61/2016 - ვებგვერდი, 24.08.2016წ.
 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №47/2020 - ვებგვერდი, 20.10.2020წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №54/2015, 25.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016218 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3060794-47/