სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (17 მუხლი)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №156/ნ |
|
2015 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სსიპ –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. სსიპ –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში –
ფონდი) და ოქსფორდის უნივერსიტეტის (შემდგომში –
უნივერსიტეტი) „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის –
საგრანტო დაფინანსება (შემდგომში –
დაფინანსება) განხორციელდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე.
2. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საგრანტო კონკურსის გამართვის, საკონკურსო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების მონიტორინგის საკითხებს. |
მუხლი 2.
საგრანტო კონკურსის მიზანი
|
საგრანტო კონკურსის მიზანია:
ა) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ბ) ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში; გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა. |
მუხლი 3.
გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
|
1. ფონდისა და უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი.
2. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა. |
მუხლი 4.
ტერმინთა განმარტება
|
ამ დებულების მიზნებისათვის ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგრანტო კონკურსი (შემდგომში – კონკურსი) – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა; ბ) მიწვეული მკვლევარი – საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში; გ) მასპინძელი დაწესებულება – უნივერისიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევის სკოლა, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კველევების განყოფილება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით საქმიანობას; დ) პროექტი − მიწვეული მკვლევარის მიერ საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; ე) საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია) – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი ფონდისა და უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს პროექტებს და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს; ვ) გრანტის მიმღები – კომისიის მიერ კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული მიწვეული მკვლევარი; ზ) სტიპენდია – გრანტის ნაწილი, რომელიც ირიცხება მიწვეული მკვლევარის პირად მიზნობრივ ანგარიშზე; თ) ადმინისტრაციული ხარჯი – გრანტის ნაწილი, რომელიც ერიცხება უნივერსიტეტს მიწვეული მკველვარის კვლევითი ვიზიტის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად და რომლის ხარჯვის მონიტორინგსაც ფონდი არ ახორციელებს; ი) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც მოხდება სტიპენდიის თანხის ჩარიცხვა; კ) ტრანში – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, რომელსაც ფონდი ავანსის სახით ურიცხავს გრანტის მიმღებს და უნივერსიტეტს; ლ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული 12-თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გათვალისწინებულ ამოცანებს და ხარჯავს გრანტს; მ) საგრანტო ხელშეკრულება – მიწვეულ მკვლევარსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ნ) პროექტის მონიტორინგი – ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმების შესაბამისად პროექტის განხორციელების ფინანსური და პროგრამული მონიტორინგი; ო) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს; პ) მენტორი – მასპინძელი დაწესებულების მიერ შერჩეული პირი, რომელიც ხელს უწყობს მიწვეულ მკვლევარს კვლევის განხორციელებაში. |
მუხლი 5.
კონკურსის ადმინისტრირება
|
1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებასა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; ბ) პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან; გ) კომისიის შექმნას, რომელიც განიხილავს პროექტებს და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს; დ) კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დამტკიცებას; ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასა და დაფინანსებას; ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს. |
მუხლი 6.
კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები
|
1. კონკურსის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში.
2. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს. 3. კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს შემდეგ მიმართულებებში წარდგენილი პროექტები: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა. 4. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სტიპენდიის თანხის ჩარიცხვა ხდება გრანტის მიმღების მიზნობრივ ანგარიშზე, ხოლო ადმინისტარციული ხარჯებისათვის საჭირო თანხა ირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე. 5. ერთ გრანტის მიმღებს გრანტის მიღება შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
|
მუხლი 7.
ბიუჯეტი
|
1. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 30 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტ ლარს;
2. პროექტის ბიუჯეტის დაფინანსება მოიცავს: ა) მიწვეული მკვლევარის სტიპენდიას – 20 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტ ლარს; ბ) პროექტის განხორციელების ადმინისტრაციულ ხარჯს – 10 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტ ლარს. |
მუხლი 8.
კონკურსის ეტაპები |
კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა; დ) პროექტების შეფასება კომისიის მიერ; ე) კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; ვ) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის წარმდგენ გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. |
მუხლი 9.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში
|
1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. აღნიშნული წესისა და ვადის დარღვევის შემთხვევაში პროექტები არ განიხილება ფონდის მიერ.
2. პროექტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად. 3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს; ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას; გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება წარდგენილი ფონდში; დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას. |
მუხლი 10.
პროექტების შეფასება |
1. ფონდი უზრუნველყოფს კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომისიის შემადგენელობას და კომისიის მუშაობის წესს. |
მუხლი 11.
ინტერესთა კონფლიქტი |
1. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი:
ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე; ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია მიწვეულ მკვლევართან, ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში; დ) რომელიც არის მიწვეული მკვლევარის ნათესავი, ნათესავად ჩაითვლება: დ.ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; დ.ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; დ.გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ.დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. |
მუხლი 12.
პროექტების დამტკიცება |
1. კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეულ გამარჯვებულ პროექტებს კომისია წარუდგენს ფონდს დასამტკიცებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 13.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება |
გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას. |
მუხლი 14.
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი |
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების პროგრამულ და ფინანსურ მონიტორინგს.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს პროექტის განხორციელების პროგრამული და ფინანსური ანგარიშის ფორმებს. 3. პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 15.
პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება |
1. პროექტი ითვლება დასრულებულად, თუ შესრულდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები.
2. პროექტის შეწყვეტის და შეჩერების პირობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით. |
+
ბრძანება №156/ნ
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
დამტკიცდეს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველო ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და ოქსფორდის უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის – საგრანტო დაფინანსება (შემდგომში – დაფინანსება) განხორციელდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე.
2. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საგრანტო კონკურსის გამართვის, საკონკურსო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების მონიტორინგის საკითხებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
მუხლი 2. საგრანტო კონკურსის მიზანი
+
მუხლი 3. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
2. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა, ასევე, ბოდლის ბიბლიოთეკაში (Bodleian Library, University of Oxford) ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 31.03.2017წ.
+
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ბ) მიწვეული მკვლევარი – საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი;
გ) მასპინძელი დაწესებულება – უნივერისიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევის სკოლა, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილება და ბოდლის ბიბლიოთეკა, რომელთა ბაზაზეც მიწვეული მკვლევარები განახორციელებენ კვლევით საქმიანობას;
ი) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც მოხდება სტიპენდიის თანხის ჩარიცხვა;
მ) საგრანტო ხელშეკრულება – მიწვეულ მკვლევარსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 31.03.2017წ.
+
მუხლი 5. კონკურსის ადმინისტრირება
+
მუხლი 6. კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები
1. სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების მიმართულებით, კონკურსის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში, ხოლო ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევების მიმართულებით კონკურსის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
2. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 31.03.2017წ.
+
მუხლი 7. ბიუჯეტი
+
მუხლი 8. კონკურსის ეტაპები
+
მუხლი 9. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში
+
მუხლი 10. პროექტების შეფასება
+
მუხლი 11. ინტერესთა კონფლიქტი
+
მუხლი 12. პროექტების დამტკიცება
+
მუხლი 13. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
+
მუხლი 14. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
3. პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
+
მუხლი 15. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
2. პროექტის შეწყვეტის და შეჩერების პირობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2019.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №156/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017063.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 17 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“, №156/ნ, 26.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017063 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3061194/