ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.12.2015 ძალადაკარგული 16.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №66

2015 წლის 1 დეკემბერი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №72 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №72 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
+



დანართი N1
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №72 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.


+
მუხლი 1. ზედამხედველობის სამსახური
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ –სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას. მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადების მომზადებას. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას. შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას.   

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ-მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №42 - ვებგვერდი, 04.08.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №72 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.

+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან – სამსახურის უფროსისაგან (შემდგომ – სამსახურის უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობით.

4.  სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №42 - ვებგვერდი, 04.08.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №72 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.01.2018წ.

+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1.ზედამხედველობის სამსახური   დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან;

ბ)არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას და არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

გ)არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტების მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟის, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;

დ)ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა);

ე)კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ)არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;

ზ)გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

თ)უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;

ი)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო დაწესებულების ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი;

კ)ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება დაწესებულების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგერული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;

ლ)კომპეტენციის ფარგლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიწათსარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;

მ) სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის გაწევა ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;

ო)წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვასა და ორგანიზებას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში მყარი ნარჩენების მართვაზე ზედამხედველობა;

ჟ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და საარჩევნო კოდექსით ადგილობრივი თვითმართველობის დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

რ)უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება;

ს)რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევის, მიწათსარგებლობის წესების დარღვევის და ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;

ტ)მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 10.01.2017წ.

+
მუხლი 3​1. ოქმების შედგენის უფლებამოსილება
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 40​1 , 51​3, 55-ე 55​2, 96​4, 149-ე, 150-ე, 153​4, 159-ე, 159​1 მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება, ასევე საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე დან 129-ე მუხლებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან მიმართებით, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევისას, საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-15 თავში მოცემული სანქციებით სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 150​1, 152-ე, 152​2,   177​8, 177​9  მუხლებით;  ასევე, საქართველოს კანონის ,,სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე დან 129-ე მუხლებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან მიმართებით, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევისას, საქართველოს კანონის ,,სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-15 თავში მოცემული სანქციებით სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის  უფლებამოსილება  მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 119​1, 146​1, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, 151-ე მუხლი, ასევე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მე-3 რანგის, მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 06.09.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №72 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 ივლისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 08.07.2020წ.

+
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №66, 01.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3068822-8/