ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2015 წლის 2 დეკემბერი ქ. თელავი |
განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის
განთავსების გეგმის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ
|
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 261 მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს.
2. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა გაიცემა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა. ნებართვა გაიცემა ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
2. გარე რეკლამის განთავსების გეგმას, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ამტკიცებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა ხდება აუქციონის წესით. აუქციონის ორგანიზება, მისი პირობები და ჩატარების წესი განისაზღვრება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
3. აუქციონზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალების ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე, კერძოდ:
ა) ქ. თელავის შემდეგ ქუჩებზე: ერეკლე II-ის გამზირი და მოედანი, სააკაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თბილისის გზატკეცილი, ალაზნის გამზირი აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის გამზირი, აღმაშენებლის ქუჩა, ვარდოშვილის ქუჩა – ერთი კვადრატული მეტრი – 40 ლარი;
ბ) ქ. თელავის დანარჩენ ნაწილში – ერთი კვადრატული მეტრი – 30 ლარი.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 10 წლის ვადით.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის იხდის პირგასამტეხლოს, რომელიც განისაზღვრება სანებართვო პირობებით.
1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი);
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.
მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 3.5. პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების (ვალდებულებების) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) კანონმდბლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა
ეძლევა _____________________________________________________________________________
(ნებართვის მიმღები)
_____________________________________________________________________________________
(ნებართვის მიმღების მისამართი)
საფუძველი (გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა):
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
_______________________ -დან
_______________________ -მდე
სანებართვო პირობები:
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
ნებართვა შედგენილია 2 (ორ) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნებართვა გაცემულია 20 წლის _______________________
____________________________ ____________________________
ნებართვის მიმღების ხელმოწერა ნებართვის გამცემის ხელმოწერა
რეკლამის განთავსების გეგმა
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.12.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.176.016110.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.04.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“, №51, 02.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.176.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3071334/